asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გარეტ ბეილის ცხოვრების წესი
გარეტ ბეილის ცხოვრების წესი
გარეტ ბეილის ცხოვრების წესი

2010-10-26 15:13:59



გასულ კვირაში ლონდონის "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ინტერთან" მილანში "სან–სიროზე" კინაღამ უდიდესი სასწაული მოახდინა. ინგლისურმა კლუბმა, რომელმაც პირწმინდად დათმო მატჩის პირველი ტაიმი და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე სულ სხვა თამაში იხილეს ფეხბურთის მოყვარულებმა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებდა. ლონდონურმა კლუბმა სამი უპასუხო გოლი გაიტანა პირველ ტაიმში გაშვებული ოთხი გოლის საპასუხოდ და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა. ამაში კი ლომის წილი "ტოტენჰემის" მცველმა გარეტ ბეილმა შეიტანა, სწორედ იგი გახდა სამივე გოლის ავტორი.

ერთ მატჩში სამი და მეტი გოლიც ერთ ფეხბურთელს ბევრჯერ გაუტანია, მაგრამ მცველს ძალიან იშვიათად, თუ ერთადერთხელ არა. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ჭეშმარიტება, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. შეიძლება პირველი ტაიმი 0:4 წააგო ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონთან მისსავე მოედანზე, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მაინც გაიმარჯვო. თუნდაც ასეთი გამარჯვებისთვის ქულები ვერ მიიღო. ამ მატჩმა ლონდონური კლუბის ფეხბურთელები დაარწმუნა იმაში, რომ მათი დამარცხება შეიძლება, მაგრამ არა გატეხვა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ეს "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ამ გამარჯვებას, რომელიც 0 ქულით შეფასდა, თავისი გმირი ჰყავს, მას გარეტ ბეილი ჰქვია. ორი სეზონის წინ უელსელ მცველზე "უაიტ ჰარტ ლეინზე" კარგი ხმები არ დადიოდა, თითქოს, როდესაც იგი ძირითად შემადგენლობაშია, გუნდი თამაშს ვერ იგებს. მათ ვერც ამ საღამოს გაიმარჯვეს, მაგრამ ახლა უკვე გარეტზე ყველა მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობს. "ტოტენჰემის" მესამე ნომრის სისწრაფემ მის მიერ ბურთის კონტროლმა, შექმნილ თითქმის უიმედო მდგომარეობასთან შეუგუებლობამ და აბსოლუტურმა უპატივცემულობა ისეთი საფეხბურთო ავტორიტეტის მიმართ როგორიც ხავიერ ძანეტია აიძულეს ორივე კლუბის მწვრთნელები მატჩის შემდგომ პრეს–კონფერენციაზე უფრო მეტი ესაუბრათ უელსელ ფეხბურთელზე, ვიდრე მთლიანად მატჩზე.

კიდევ უფრო საინტერესოა, რას ფიქრობს საკუთარ თავზე და მომავალზე თავად ფეხბურთელი გარეტ ბეილი, რომელმაც მართლაც აალაპარაკა საფეხბურთო სამყარო და ალბათ ძნელი სავარაუდო იქნება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ თუ არა, მომავალი წლის ზაფხულის შემდეგ იგი კვლავაც "ტოტენჰემის" შემადგენლობაში ვიხილოთ.

– ფეხბურთი სამი წლის ასაკიდან შემიყვარდა. გამუდმებით ვთხოვდი მამას, რომ პარკში წავეყვანე სავარჯიშოდ. ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის იყო ფეხბურთი და მთელი ცხოვრება ცაცია ვიყავი.

– პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ნათლად მახსოვს, იყო 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალი, მაშინ ცხრა წლის ვიყავი. აღფრთოვანებული ვიყავი ბრაზილიელების თამაშით. ისინი ლამაზ სტილში და ძლიერად თამაშობდნენ.

– ჩემთვის მისაბაძი მაგალითი რაიან გიგზია. ის უელსელია, ცაცია და ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე თავისი ყოფნით თამაშს ამშვენებს. მართალია, ის უკვე 36 წლის არის, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე თამაშობს.

– სკოლაში ყველაფერ იმით ვიყავი გატაცებული, რაც სპორტთან იყო კავშირში, რაგბის გარდა! სულ ორი თამაში მაქვს ნათამაშები სწავლის დროს, ისიც იმიტომ, რომ მაიძულეს. რაგბის ფიზკულტურის გაკვეთილებზე გვათამაშებდნენ, მაგრამ ეს თამაში ძალისმიერია. ზოგიერთი ჩემი მეგობარი რაგბიში ვარჯიშობდა, მაგრამ ისინი ტანად დიდები იყვნენ. მე კი გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემთვის რაგბი მეტისმეტად მძიმე თამაშია.

– დედ–მამას ათასობით მილის გავლა მოუწიათ, ვინაიდან უნდა წავეყვანე კარდიფიდან სათჰემპტონში და პირიქით, და ისინი დღემდე ყველა საშინაო მატჩზე დადიან. ისინი იგივეს აკეთებდნენ ჩემი დებისთვის, ყოველთვის მხარში გვედგნენ, რადაც უნდა დასჯდომოდათ. ჩვენ მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზე ვიყავით.

– ძალიან მინდოდა პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ ვგრძნობდი, რომ "საუთჰემპტონის" მიმართ ვალში ვიყავი. სწორედ ამიტომ ბოლომდე ვცდილობდი მათ პრემიერლიგაში გადასვლაში დავხმარებოდი.

– შემეძლო ინგლისის ნაკრებში მეთამაშა, ვინაიდან ჩემი ბებია ინგლისელია, მაგრამ მას ჩემი დაყოლიება არასდროს უცდია. პირადად მე ინგლისის ნაკრებიდან არავინ დამლაპარაკებია, მხოლოდ ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, მაგრამ უელსის ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია.

– თუ შანსი მოგეცემა, სწრაფად უნდა მოახერხო ადაპტაციის გავლა. მთავარი, რაც ვისწავლე, არის ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელობა. ერთი წამითაც კი არ შეიძლება ყურადღების გაფანტვა.

– ალბათ ადრე მეტისმეტად ვცდილობდი შთაბეჭდილების მოხდენას, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ მეთამაშა. ამაში უდიდესი როლი ჰარიმ ითამაშა, მან მომცა შანსი და საქმეც დაიძრა.

– წინ წასვლა და შეტევაში ჩართვა მიყვარს, ხოლო დაცვაში თამაშის სრულყოფა ჯერ კიდევ მჭირდება. ვარჯიშებზე ბევრს ვშრომობ და იმედი მაქვს, რომ ჩემი შრომა ანაზღაურდება.

– ზოგჯერ მსხვერპლის გაღება გიწევს. შენ უამრავი ადამიანი გადევნებს თვალს და უნდა შეეცადო, კარგი შთაბეჭდილება მოახდინო.

– ერთხელ რედნაპთან მქონდა საუბარი ჩემს ვარცხნილობასთან დაკავშირებით. მან მითხრა, რომ მისთვის ამდენი ყურადღება არ დამეთმო. ალბათ ასეც იყო საჭირო, დროული შენიშვნა იყო. გარკვეულწილად ესეც დამეხმარა.

– არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. ღამის კლუბები და მსგავსი რაღაცეები არ მაინტერესებს, ასე რომ, მსგავს დაწესებულებებში ვერ მიხილავთ. ბინა შევიძინე კლუბის საწვრთნელი ბაზის მახლობლად. ასეთ ადგლებში სიარულს მუსიკალურ არხის ან ფეხბურთის მატჩის ყურება მირჩევნია.

– სპირტიან სასმელებს საერთოდ არ ვეკარები. არ ვიცი, რატომ, საქმე ის არ არის, რომ ვინმესგან ავიღე მაგალითი, უბრალოდ არ მიყვარს. არასდროს მომდომებია დალევა, ხოლო როდესააც გავსინჯე, არ მომეწონა.

– თუ შენ საჭირო თვისებები გაგაჩნია და შენს გარშემო საჭირო ადამიანები არიან, მაშინ შედეგები ფანტასტიური იქნება.

– ჩვენ ყველანი აღგზნებულ მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავაღწიეთ. გუნდის გასახდელში ცოტა ვიზეიმეთ და ალბათ ბევრმა ნახა, როგორ გავწუწეთ ჩვენი მოხუცი. ეს ვისი იდეა იყო? სახელებს ვერ დავასახელებ. დევიდ ბენტლი? შესაძლოა.



– როდესაც მოედანზე ვარ, ბურთის ფლობა მომწონს. მინდა, რომ ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდეს.

– ხალხს ავიწყდება, როგორი ახალგაზრდები ვართ და ჩვენგან ძალიან ბევრს ელიან, მაგრამ ჩვენ ვიცით, ამ ყოველივეს თავი როგორ გავართვათ.

– კარგად ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა გავხდე, უფრო მყარად უნდა ვიდგე ფეხზე, მაგრამ ეს ყოველივე ასაკთან ერთად მოდის.

– ფული ჩემს ცხოვრებაში დამატებით ბონუსს წარმოადგენს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი ისურვებდა ცხოვრებაში საყვარელი საქმით ყოფილიყო დაკავებული. ჩემთვის ასეთი – ფეხბურთია.

– ყოველთვის ისეთი ვიყავი, როგორიც ვარ. არასდროს მქონია საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენა. არასოდეს მიფიქრია, რომ განსაკუთრებული და სხვებზე ნიჭიერი ვიყავი.

ინგლისის განაცხადი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვაზე ძალიან საინტერესოა. უელსის ნაკრებში ამჟამად ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, ხოლო 2018 წლისთვის ბევრი მათგანი თავისი კარიერის მწვერვალზე იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისში უფრო მეტად შეამჭიდროვებდა გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებს და ფეხბურთით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდებოდა, განსაკუთრებით უელსში.

– როდესაც იმარჯვებ, მაშინ სამყაროში ფეხბურთზე მშვენიერი არაფერია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გარეტ ბეილი
კავშირი ტეგთან: გარეტ ბეილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online