| ქალი და მამაკაცი |

მალხაზ ასათიანმა რუსული ვერ ისწავლა
მალხაზ ასათიანმა რუსული ვერ ისწავლა
რუსეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელთაგან მალხაზ ასათიანი ჟურნალისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტია. ალბათ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უარს არასდროს ამბობს მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე, რაც უნდა უხასიათოდ იყოს, თავს არც ხანგრძლივ საუბარს არიდებს.
თავად აღიარებს, რომ მოსკოვში ყოფნის 8 წლის განმავლობაში რუსულად საუბარი ვერ გააუმჯობესა და ზოგჯერ ტელეკამერების წინ ნათქვამზე თავად ეცინება. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ასათიანმა ყოველკვირეულ გამოცემა ფუტბოლს მისცა.
– საფეხბურთო კარიერის დასაწყისში რა გხიბლავდათ და რისკენ მიისწრაფოდით?
– ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობ, ვინმეს დაემსგავსო. მე "მილანს" ვგულშემატკივრობდი და ძალიან მომწონდა იტალიური ფეხბურთი, თუმცა, ვერ გეტყვით, რატომ. მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში თამაშობდა. ამიტომ ყოველთვის მქონდა არჩევანი, ვინმესთვის მექომაგა და მხარს იტალიელებს ვუჭერდი. როდესაც კახა კალაძე "მილანში" გადავიდა, იტალიელების მიმართ მეტი სიმპათია გამიჩნდა.
– კახასთან ურთიერთობა გაქვთ?
– ეროვნულ ნაკრებში ვურთიერთობთ, სხვა დროს იშვიათად.
– იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში თავადაც მოგიწიათ...
– ამ მხრივ გამიმართლა, რადგან იტალიელები შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ხშირად ხვდებიან. მათ მოედანზე ოთხჯერ დავუპირისპირდი. ახლა თითქმის "ნათესავებივით" ვართ, ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ.
– ამჟამად საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თემურ ქეცბაია...
– მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მითამაშია. ის კარიერას ამთავრებდა და რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ. კარგია, ქართველი მწვრთნელი რომ გვყავს. მან ჩვენი მენტალიტეტი უკეთესად იცის.
ის ძალიან მონდომებულია. როდესაც თამაშობდა, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. როგორც მწვრთნელი, ქეცბაია ძალიან ემოციურია. ფეხბურთელებმაც ვუთხარით, რომ მასთან ერთად, როგორც ვარჯიშის, ისე თამაშის დროს ბოლომდე დავიხარჯებით. რა გამოვა მომავალში, გამოჩნდება.
– გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებს სწორედ ქართველი თავკაცი სჭირდება?
– არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ეს ყველაზე სწორი არჩევანია. ჩვენ ხომ უკვე გამოვცადეთ სხვადასხვა მწვრთნელები, მათ შორის, უცხოელებიც.
– მომავალში მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?
– არა, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა, ასე ბევრი ამბობს, მერე კი მწვრთნელები ხდებიან. შესაძლოა, ჩემს შემთხვევაშიც იგივე განმეორდეს. მწვრთნელი რომ იყო, ძალიან მტკიცე ნერვები უნდა გქონდეს.
– რუსულში ვინ გამეცადინებთ? პროგრესი შესამჩნევია.
– ხუმრობთ? ჩემთან ერთად დიმა სენიკოვი რომ ყოფილიყო იტყოდა, მან რუსული იცისო? სკოლაში რაც ვისწავლე, ის ვიცი. გეტყვით, რომ "ლოკომოტივში" ყოფნის 8 წლის განმავლობაში ამ მხრივ არც წინსვლა მაქვს, არც უკუსვლა. თანაგუნდელებს უკვირთ და მეკითხებიან, როგორ არ შეგიძლია, მერვე წელიწადია, რუსული ისწავლოო?
ზოგჯერ ისეთი მარტივი რამ მეშლება, თავად მეცინება. საქართველოში რომ ჩავდივარ და შემდეგ უკან ვბრუნდები, ყველაფერი თავიდან იწყება. თანაგუნდელები ხუმრობენ, რომ ჩემი საქართველოში გაშვება არ შეიძლება, ასე რუსულს ვერ ისწავლისო.
თუმცა, ხალხთან რუსულად საუბრის არ მერიდება. ტელეკამერების წინ კი ნამდვილად მიჭირს. იქ რას ვამბობ, თავად არ ვიცი. მერე, როდესაც ვუყურებ, მეცინება ხოლმე.
– ქართული ფილმების ყურება გიყვართ?
– დიახ, ოღონდ ადრინდელის. სამწუხაროა, რომ მათ იშვიათად აჩვენებენ. მათ შორის, საქართველოშიც, ტელევიზორში მხოლოდ სერიალებია. ახალ ქართულ ფილმებს არ ვუყურებ, არ მაინტერესებს.
როდესაც მეკითხებიან, რომელი ფილმი მომწონს, ყველა ელის, რომ "მიმინოს" დავასახელებ. ის მართლაც ჩემი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია.
– საყვარელი კერძი რომელია?
– ხაჭაპური და საცივი მიყვარს. თუმცა, იმერული ხაჭაპური, აჭარული ნაკლებად. საერთოდ, ქართველებს ბევრი კარგი კერძი გვაქვს. თუმცა, ფეხბურთელებისთვის ყველაფრის ჭამა არ შეიძლება, რადგან მეტისმეტად ცხიმიანია.
– საჭმლის მომზადება იცით?
– მგონი, ახალს არაფერს გაიგებთ მამაკაცისგან თუ გეტყვით, რომ კარტოფილისა და კვერცხის შეწვა ვიცი.
– ქართულ ღვინოს სვამთ ხოლმე?
– მხოლოდ ნატურალურს, როდესაც საქართველოში ვიმყოფები. სუფრასთან რომ ვზივარ, ცოტას ყოველთვის ვსვამ. ნატურალური ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ზომიერად ყველაფერი კარგია.
– ქართულ ეროვნულ ცეკვასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ცეკვა არ ვიცი. როდესაც სხვებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ, რატომ არ ვისწავლე–მეთქი. მიყვარს, როდესაც მეგობრების ცეკვას თვალს ვადევნებ. საქართველოში ცეკვის სანახავად საკონცერტო დარბაზებში სიარული საჭირო არ არის, რადგან ოჯახებში არანაკლებად ცეკვავენ.
– ფეხბურთის გარდა, რა გაინტერესებთ? თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– ჯერჯერობით უცოლო ვარ და თავისუფალ დროს, მეტწილად, მეგობრებთან ერთად ვატარებ.
– ბიჭი თუ შეგეძინებათ, ფეხბურთზე შეიყვანთ?
– რა დროს ბიჭია! ჯერ ცოლი უნდა მოვიყვანო და ბიჭი მერე უნდა დაიბადოს. შემდეგ უკვე ვნახავთ, რა იქნება და როგორ. რატომაც არ შევიყვან? ამის წინააღმდეგი არ ვარ. მთავარია, თავად უნდოდეს.
– ქართველებიდან ყველაზე გამოჩენილ ადამიანად ვის თვლით?
– საქართველოში ბევრი გამოჩენილი ადამიანია – მწერლები, სპორტსმენები და სხვა. თუმცა, არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ მათ შორის ყველაზე გამოჩენილი საქართველოს პატრიარქი ილია ||–ა.

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II

კავშირი ტეგთან: ურთიერთობა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 