| ქალი და მამაკაცი |

ისინი ლეგენდები იყვნენ
ისინი ლეგენდები იყვნენ
მიქაელ ლაუდრუპი
სეზონი კლუბში: 1989–1994
თამაში: 288
გოლი: 93
ლაუდრუპი "ოცნების გუნდის" პირველი მსახიობი იყო, კრეატიული თავდამსხმელი ისეთი ელეგანტურობით გამოირჩეოდა, რომ მასზე ხშირად ხუმრობდნენ, რომ ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში.
დანიელი თავდამსხმელი (ფრედერიკსბერგი, 1964) "ბარსაში" 1989 წელს მოვიდა "იუვენტუსიდან", სადაც მან ვერ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. ყველაფერი შეიცვალა, როცა ის "კამპ ნოუ"–ზე მოვიდა. ის ყველა თამაშზე უმატებდა და ნათლად გვაჩვენებდა თავის უნარიანობას.
იგი ერთი–ერთზე ნებისმიერ ფეხბურთელს ატყუებდა და გამოირჩეოდა მოედნის ბრწყინვალე ხედვით, რომელიც წარბის ოდნავ აწევით ჩინებულ საგოლე პასებს აკეთებდა. იმ დროს მიქაელი მსოფლიოში საუკეთესო პასის მიმწოდებლად ითვლებოდა. შესაბამისად, "ბარსას" ფანებს ძალიან უყვარდათ დანიელი ფეხბურთელი და ერთი პერიოდი "კამპ ნოუს" პლაკატი ამშვენებდა წარწერით: გაერთე სტადიონზე ლაუდრუპის თამაშის ყურებით. გარდა პასებისა, მას გოლებიც ბლომად გაჰქონდა, საბოლოოდ კი 288 მატჩში 93 გოლი გაიტანა. ამ ყველაფერთან ერთად, მან "ბარსა" ტიტულების მთელი ნაკრებით დატოვა.
1993–94 წლების სეზონში მას დაპირისპირება მოუვიდა სამწვრთნელო შტაბთან, ამის გამო 1994 წელს იგი გადავიდა მადრიდის "რეალში". მიუხედავად ამ დავზარდამცემი ნაბიჯისა, მისი მაგიურობა "კამპ ნოუზე" მაინც არავის დაავიწყდება.
ტიტულები
ჩემპიონთა ლიგა – 91–92
ევროპის სუპერ თასი – 1992
ესპანეთის ჩემპიონატი – 90–91, 91–92, 92–93, 93–94
ესპანეთის თასი – 89–90
ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992
კატალონიის თასი – 90–91, 92–93
მარტი ვენტოლრა
სეზონი კლუბში: 1933–1937
თამაში: 125
გოლი: 73
"ბარსას" ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო ვინგერად მიჩნეული მარტი ვენტოლრა (ბარსელონა, 1906 – მექსიკო სითი, 1977) გუნდის ერთ–ერთი უდიდესი ვარსკვლავი იყო 30–იან წლებში.
ის ქარიზმატული ფეხბურთელი იყო და "ბარსას" ფანებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ცხვირსახოცის გამო, რომელსაც ყოველთვის იკეთებდა თავზე.
ფეთქებადი ფეხბურთელი გასაოცრად სწრაფი იყო და გააჩნდა დრიბლინგის ბრწყინვალე უნარი. მარტი ჰაერშიც კარგი იყო და რეგულარულად გაჰქონდა გოლები.
მან ესპანეთთან ერთად ორი საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ხოლო მისი "ბარსელონური" კარიერა უჩვეულო ვითარებაში დასრულდა: როდესაც ის სამოქალაქო ომის დროს კლუბთან ერთად ტურნეზე იმყოფებოდა მექსიკაში (ივნისი–აგვისტო, 1937 წელი), მოულოდნელად გადაწყვიტა იქ დარჩენა და ხელი მოაწერა კონტრაქტს ადგილობრივ "ატლანტასთან".
მაგრამ მისი დარჩენის მთავარი მიზეზი სენტიმენტალური იყო: მექსიკო სითიში ის შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტის ძმისშვილს, ლაზარო კარდენასს და ისინი დაქორწინდნენ.
მათ ეყოლათ ვაჟი, ხოსე, რომლისგანაც ბრწყინვალე მცველი დადგა და 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ტურნირის მასპინძლის, მექსიკის ნაკრების რიგებს იცავდა.
ტიტულები
კატალონიის ჩემპიონატი – 1934–35, 1935–36
ფრანჩისკო ხავიერ გონსალეს ურუტიკოეჩეა, ურუტი
სეზონი კლუბში: 1981–1988
თამაში: 220
დაუვიწყარი ურუტი (სან სებასტიანი, 1952 – ბარსელონა, 2001) "ბარსას" ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დიდებული მეკარეა და იგი იყო მთავარი ფიგურა 1984–85 წლების ლეგენდარული გუნდისა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
ურუტი "ბარსელონაში" 1981 წელს "ესპანიოლიდან" გადაბარგდა. ფრანცისკო გამოირჩეოდა თავისი სიმარჯვით, ეფექტურობით, საიმედოობით, რეაქციით, ლიდერობის თვისებებითა და სიმამაცით.
ურუტიმ პოპულარობას მიაღწია, როცა "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში მოიგერია პენალტი და მატჩის ანგარიში გუნდის სასარგებლოდ, 2:1 შეინარჩუნა. ამ შედეგმა "ბარსა" 4 ტურით ადრე გააჩემპიონა.
დიდი პოპულარობა მოიპოვა ასევე კატალონიის რადიოს კომენტატორმა, ხოაკინ მარია პუიალმა, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა: ურუტი ტ ესტიმო, რაც ნიშნავს "ურუტი, მიყვარხარ".
ეს სიმბოლური განოვლინება იყო "ბარსას" ფანების იმწუთიერი გრძნობების. ერთი წლის შემდეგ, ევროპის თასის ფინალში, რომელიც სევილიაში გაიმართა, ურუტიმ ორი პენალტის მოგერიება მოახერხა "სტიაუას" წინააღმდეგ, მაგრამ ამაოდ.
1986–87 წლებში სუბისარეტას მოსვლამ ხავიერი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. 1983–84 წლების სეზონში მან "ზამორას" ჯილდოც მოიგო, რადგან ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა იმ სეზონში, მხოლოდ 26 გოლი 32 მატჩში.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1984–85
ესპანეთის ლიგის თასი – 1982–83
გონსალვო |||
სეზონი კლუბში: 1942–1955
თამაში: 331
გოლი: 56
მარია გონსალვო (მოლე დელ ვალესი, 1922 – ბარსელონა, 2007), ცნობილი, როგორც გონსალვო ||| (მისი 2 ძმაც თამაშობდა "ბარსელონაში"), ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კი ოდესმე "ბლაუგრანას" ფერის მაისური უტარებია.
მოედნის შუაგულიდან მას შეეძლო თავისი ჩინებული თვისებების და ხედვის დემონსტრირება, ჰქონდა კარგი თავური და გუნდს გოლების გატანაშიც ეხმარებოდა. "ბარსელონაში" გატარებულმა დრომ აჩვენა მისი გუნდისადმი ერთგულება და "ბარსასადმი" სიყვარული, ვინაიდან მან "ტორინოს" გიგანტურ შემოთავაზებებზე არაერთხელ თქვა უარი. გონსალვო კლუბიდან 1957 წელს წავიდა, 34 წლის ასაკში.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48, 1948–49, 1951–52, 1952–53
ლათინას თასი – 1949, 1952
ესპანეთის თასი – 1950–51, 1951–52, 1952–53
ოქროს თასი – 1945
ევა დუარტეს თასი – 1948, 1952, 1953
ანდონი სუბისარეტა
სეზონი კლუბში: 1986–1994
თამაში: 490
გაშვებული: 435
სუბისარეტა (ვიქტორია, 1961) ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე იყო არამარტო "ბარსელონას" ისტორიაში, არამედ ესპანურ ფეხბურთშიც. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, მოიგო რა 126 საერთაშორისო მატჩი სანაკრებო დონეზე, მან ითამაშა ასევე ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ორ ევროპის ჩემპიონატზეც.
გარდა ამისა, მას რეკორდი აქვს მოხსნილი ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – ბილბაოს "ატლეტიკის", "ბარსასა" და "ვალენსიას" რიგებში (588).
მას ბევრი შესანიშნავი თვისება ჰქონდა, მეთაურობისა და კარში სწორი პოზიციის შერჩევის ჩათვლით. 1986 წელს ის შეუერთდა "ბარსას" ლეგენდარული ურუტის შესაცვლელად.
სუბისარეტა "ოცნების გუნდის" საყრდენი ძალა და უემბლის ფინალის გმირი იყო კუმანთან ერთად, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ცნობილი, როგორც "ზუბი", ის ასევე გუნდის კაპიტანი იყო რამდენიმე სეზონი. ის ამჟამად "ბარსელონას" სპორტული დირექტორია.
ტიტულები
ჩემპიონთა ლიგა – 1991–92
თასების მფლობელთა თასი – 1988–89
ევროპის სუპერ თასი 1992
ესპანეთის ჩემპიონატი – 1990–91, 91–92, 92–93, 93–94
ესპანეთის თასი – 1987–88, 89–90
ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992
კატალონიის თასი – 1990–91, 92–93
დიეგო არმანდო მარადონა
სეზონი კლუბში: 1982–1984
თამაში: 73
გოლი: 45
1980–იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო და ყველა დროის ერთ–ერთ დიდებულ ფეხბურთელად მიჩნეული მარადონა 1960 წელს, ლანუსში, არგენტინაში დაიბადა.
პატარა ასაკიდანვე მარადონა აშკარა ტალანტი იყო, მისი ოქროს მარცხენა ფეხით, სისწრაფითა და დრიბლინგით. "პელუსა", როგორც ის იყო ცნობილი, მივიდა "ბარსაში" 1982 წელს "ბოკა ხუნიორსიდან".
სამწუხაროდ, კატალონიამ ვერ იხილა ფეხბურთელის ნამდვილი სახე, ჯერ ჰეპატიტის გამო, ხოლო შემდეგ სერიოზული ტრავმის მიზეზით. ეს ნიშნავდა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რას მიაღწია მარადონამ თავის კარიერაში, "კამპ ნოუ" მისი ნამდვილი პოტენციალის ნაპერწკალი იყო.
მაგრამ დიეგოს ჰქონდა დაუვიწყარი მომენტებიც, მაგალითად, თასების მფლობელთა თასის ფინალში გატანილი გოლი, ან ამავე სეზონში ლიგის თასზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" კარში შთამბეჭდავი გოლის შეგდება, რომელმაც მადრიდელები ფეხზე დააყენა და მარადონას აპლოდისმენტები მიაძღვნევინა.
1983–84 წლების სეზონში მარადონას კლუბთან ურთიერთობა გაურთულდა, ამიტომ "კოპა დელ რეის" ფინალის წაგების შემდეგ "ატლეტიკთან", მარადონა "ნაპოლიში" გადავიდა.
ტიტულები
ესპანეთის თასი – 2982–83
ესპანეთის ლიგის თასი – 1982–83
ესპანეთის სუპერთასი – 2983
ხოსეპ ესკოლა
სეზონი კლუბში: 1934–1949
თამაში: 253
გოლი: 223
ფეხბურთის ჯენტლმენი, ესკოლა (ბარსელონა, 1914 – ბარსელონა, 1998) "ბარსას" ისტორიაში კიდევ ერთი ღირსეული ფორვარდის სახელითაა ჩაწერილი.
მას გააჩნდა ჩინებული ტექნიკური შესაძლებლობები და არაჩვეულებრივი დარტყმა, რომლის საშუალებითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილს იკავებს 223 გოლით. ესკოლას სუფთა და სამართლიანი თამაშის გამო ბევრი პატივს სცემდა, ზოგიც აღმერთებდა.
ხოსეპი "ბარსელონაში" 1934 წელს მოვიდა და ვენტორლასთან, რაიჩთან, ფერნანდესთანა და მუნლოჩთან ერთად "ბლაუგრანას" შეტევით ხაზს წარმოადგენდა.
სამოქალაქო ომის დროს ის საფრანგეთში გაიქცა, მაგრამ 1940 წელს დაბრუნდა და "ბარსასთან" ერთად არაერთ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ყველაფრისა, მისი კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა ბევრი და აუტანელი მუხლისა და ბარძაყის ტრავმების გამო.
რამდენიმე წლის შემდეგ ის კლუბში ქვედა დივიზიონების გუნდების მწვრთნელად დაბრუნდა და წარმატებებსაც მიაღწია.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48, 1948–49
ლათინას თასი – 1949
ესპანეთის თასი – 1941–42
ოქროს თასი – 1945
ევა დუარტეს თასი – 1948
კატალონიის ჩემპიონატი – 1934–35, 1035–36, 1937–38
მარიანო მარტინი
სეზონი კლუბში: 1940–1948
თამაში: 167
გოლი: 188
ცნობილი, როგორც "სივრცის მძვინვარება", მარიანო მარტინი (დუენასი, პალენსია, 1919 – ბარსელონა, 1998) ერთ–ერთი იმ საუკეთესო თავდამსხმელთაგანი იყო, რომელთაც "ბარსა" დაუმშვენებიათ, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მას, თითქმის ყოველთვის, მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.
მარტინი ნამდვილი ტალანტი იყო, გამოირჩეოდა სისწრაფით, უნარიანობით, სიმამაცით, შესანიშნავი თავურითა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის ინსტიქტით, რომლის საშუალებითაც ხშირად იყენებდა დაბნეული მცველების შეცდომებს.
მარიანო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო 1940–41 და 1943–44 წლების სეზონებში და ასევე ის გახდა პირველი ფეხბურთელი "ბარსას" რიგებიდან, რომელმაც პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა (1941–42 წლების სეზონი, 32 გოლი).
მისმა მგზნებარე ხასიათმა, რომლის გამოც ის სულ დაძვრებოდა მეტოქის ტერიტორიაზე უცაბედი საგოლე მომენტის ჩავარდნის იმედით, მიიყვანა სერიოზულ მუხლის ტრავმამდე 1944 წლის თებერვალში.
მიუხედავად იმისა, რომ მან ტრავმა მოიშუშა, იგივე ფეხბურთი ვეღარ აჩვენა, შესაბამისად, "ბლაუგრანა" ნაადრევად დატოვა და კარიერის დარჩენილი წლები "ტარაგონაში" გაატარა.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48
ესპანეთის თასი – 1942–43

კავშირი ტეგთან: მარადონა

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 