| ქალი და მამაკაცი |

"მამაჩემის როიალზე ვერ ვმუშაობ"
კახა ცაბაძე: "მამაჩემის როიალზე ვერ ვმუშაობ, არ შემიძლია მასზე დაკვრა"
გოგი ცაბაძე ყოველ თბილისობას ფაიტონით მორის ფოცხიშვილთან და ბუბა კიკაბიძესთან ერთად ჩნდებოდა. რა აკავშირებდა მას ამ დღესასწაულთან და როგორი იყო იგი ოჯახში; მისი გახსენება მის შვილს, კომპოზიტორ, ბატონ კახა ცაბაძეს ვთხოვეთ.
კახა ცაბაძე:
ძალიან მიხარია, რომ მამაჩემის გარდაცვალებიდან ამდენი წელი გავიდა და დღესაც დიდ ყურადღებას იჩენენ მის მიმართ. ალბათ, ეს რჩეულთა ხვედრია. ბუნებრივი იქნება თუ ვიტყვით, რომ ხალხის ასეთი სიყვარული თავისმა შემოქმედებამ მოუტანა, მაგრამ ვინც მას ახლოს იცნობდა, დამეთანხმება, რომ პიროვნულადაც გამორჩეული იყო. პატარა რომ ვიყავი, მეგონა, რომ კომპოზიტორი კარგ ადამიანს, კარგ კაცს ნიშნავს, რომელიც დამატებით სიმღერებს წერდა. მამაჩემის თაობის კომპოზიტორები (რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, შოთა მილორავა და ასე შემდეგ), ვის ხელშიც გავიზარდე, ყველა ასეთი პიროვნება გახლდათ. სამწუხაროდ, ახლა სხვა აზრის ვარ, მაგრამ იმ თაობაზე აზრი არ შემცვლია. ის თაობა მართლა რომ შეუცვლელი იყო.
– ამ თაობაში ყველა არ მიგაჩნიათ კომპოზიტორად?
– პასუხისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით – შეუსრულებელი ნაწარმოების კონცერტი ჩავატარე, ვიღაცამ მოიტანა ნაწარმოები, რომლის შესახებ გუნდის დირიჟორმა მითხრა, ეს ნაწარმოები შესრულებული მაქვს, ამას ჩემი გუნდი მღეროდაო. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.
– ბუნებით როგორი იყო ბატონი გოგი?
– ბუნებით ისეთი პიროვნება იყო, რომ ყველაფერს დაგიჯერებდა. ვერ წარმოიდგენდა თუ ატყუებდი. პირისპირ რომ დაგიჯდებოდა და რაღაცას გკითხავდა, ისეთი თვალებით შემოგხედავდა, რომ ტყუილის თქმას ვერ გაბედავდი. თავადვე შეგრცხვებოდა ტყუილი რომ გეთქვა. ისე, ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, როგორც ნამდვილ ხელოვანთ სჩვევიათ. უყვარდა მეგობრები და მათთან ერთად დროის გატარება, მაგრამ ბევრი საუბარი არ უყვარდა. ერთს იტყოდა და კონკრეტულს. მამა ძალიან მშრომელი კაცი იყო, ყოველ დილა ორი–სამი საათი რომ არ ემუშავა, ისე სახლიდან არ გავიდოდა. თუ შეკვეთები ჰქონდა, ან ფილმისთვის წერდა მუსიკას, მაშინ უფრო დატვირთული რეჟიმით მუშაობდა.
– ოჯახში როგორი იყო?
– დედაჩემმა მამაჩემს ყველა პირობა შეუქმნა, რომ მას ოჯახის პრობლემები არ შეხებოდა. მამა მხოლოდ თავისი საქმით იყო დაკავებული. არც შვილების აღზრდაში მიუღია მონაწილეობა.
– მკაცრი მამა არ იყო?
– არა. ჩემი ძმა გოგლა ჩემზე 6 წლით უფროსია, ფეხბურთს თამაშობდა და პატარებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც იყო. ფეხბურთი მამასაც ძალიან უყვარდა, ფეხს ხელი რომ არ შეეშალა, აუცილებლად ფეხბურთელი გამოვიდოდა. ფეხბურთს მარტო კი არ უყურებდა, არამედ არჩევდა და მწვრთნელებთან მეგობრობდა კიდეც. ერთხელ ჩემი ძმა ფეხბურთს თამაშობდა და ბიჭებმა ფანჯრის მინა ჩაამტვრიეს. დედამ მამა დაარიგა, გოგლა რომ მოვა, ასე და ასე უთხარიო, ანუ დაარიგა როგორ დაეტუქსა შვილი. გოგლა რომ მოვიდა, დედა სამზარეულოში გავიდა, მამამ გოგლას დაუძახა და გვერდზე მოისვა, მეც იქ ვიყავი და ვიფიქრე, რომ გოგლას მკაცრად მოექცეოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. წინადღით ფეხბურთი იყო და გოგლა ხურცილავას გულშემატკივრობდა, მამა კი გივი ჩოხელს, თან გივისთან მეგობრობდა კიდეც. თამაშის დროს ხურცილავამ რაღაცა ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო და მამას მისი თამაში არ მოეწონა. მამამ გოგლა გვერდით მოისვა, მაგრამ კი არ უსაყვედურა, როგორც დედამ დაარიგა, არამედ ფეხბურთზე დაუწყო საუბარი: ბიჭო, ეს არის შენი ხურცილავა? გუშინ რა ქნა, როგორ ითამაშაო. დედამ საუბარი რომ მოისმინა, სამზარეულოდან გამოვიდა და ხელი ჩაიქნია: თქვენი საშველი არ იქნებაო.
– ყველაზე ძალიან რომელი ფეხბურთის გუნდი უყვარდა?
– თბილისის დინამო და ბრაზილიის გუნდი. საერთოდ, ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთის ყურება უყვარდა. მაშინ ჩვენს "დინამოში" კარგი ფეხბურთელები იყვნენ. ახალგაზრდებში ფეხბურთი ყველანაირ სპორტზე წინ იდგა. მოსკოვის "სპარტაკს" რომ ეთამაშებოდი, არ უნდა წაგეგო. ერთხელ, კოტრიკაძეს უთხრეს, შენ დარიალის შემოსასვლელში დგეხარ და არა ჩვეულებრივ კარში და რუსმა ბურთი როგორ უნდა შემოგიგდოსო. სტადიონზე 50.000 მაყურებელი რომ მოვიდოდა, ეცოტავებოდათ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა ხდებაო? რადგან თამაშის დროს 80 ათასი გულშემატკივარი მიდიოდა. მამა თუ სტადიონზე ვერ წავიდოდა, ფეხბურთს ტელევიზორში ისე უყურებდა, რომ სხვას ვერაფერს ამჩნევდა. ერთხელ, ფეხბურთის ყურების დროს ტელევიზორს ბოლი აუვიდა და ვერ შეამჩნია. დედას დაუძახა: თამრი, რაღაცა იწვის, ბოლის სუნიაო. დედა სამზარეულოში გავიდა, მაგრამ გაზქურა ჩამქრალი იყო. მამამ კიდევ გაუმეორე: თამრი, რაღაცა იწვის, დამწვრის სუნია ოთახში. დედა ოთხში რომ შემოვიდა, დაინახა, რომ ტელევიზორს ბოლი ასდიოდა.
– დედათქვენს თუ მიუძღვნა რამე სიმღერა?
– კი. არასოდეს ავიწყდებოდა ქორწილის დღე 4 აპრილი. ჩვენს ოჯახში სამი თარიღი 23 ნოემბერი, 1 მაისი, (თამარობის დღესასწაული) და 4 აპრილი განსაკუთრებით აღინიშნებოდა.
– რამდენი წელი იყვნენ ერთად?
– 33 წელი. მამაჩემი 28 წლის იყო, როდესაც ოჯახი შექმნა, დედაჩემი 4–5 წლით პატარა იყო მასზე.
– თქვენ როგორი ბავშვი იყავით?
– ჩვეულებრივი, მეამაყებოდა ასეთი მამის შვილობა. მამაჩემის როიალის ქვეშ მიყვარდა ჯდომა და მოსმენა. განსაკუთრებულად მიყვარდა "ორერას" წევრების მოსმენა, რადგან ყველაზე კარგად მღეროდნენ.
– თქვენ მისი გზა რომ აირჩიეთ, როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
– ჩვეულებრივად. ყველა ბიჭისთვის მამა ეტალონია და მეგონა, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. აღარ მახსოვს, კონსერვატორიას ვამთავრებდი თუ ახალი დამთავრებული მქონდა, ჩემზე ჰკითხეს: კახას როგორ შეაფასებთო? მამამაც მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა: ვნახოთო.
– ყველაზე ძალიან თქვენი რომელი სიმღერა უყვარდა?
– "ფიქრის ჩიტი". თემურ დავითაია მღეროდა ამ სიმღერას.
– მამის სახელი თუ დაგხმარებიათ ცხოვრებაში?
– მამის სახელი დღესაც მეხმარება. ხშირად დაუთმიათ გზა ჩემთვის, რადგან გოგის შვილი ვიყავი, მაგრამ ამ გზაზე რომ გამივლია, მიგრძვნია, რომ ღირსეულად და კაცურად უნდა გამევლო, რადგან მიყურებდნენ როგორ გავივლიდი. არ მინდოდა ეფიქრათ, ღირდა გზის დათმობაო. არასოდეს მიფიქრია მამასთან შეჯიბრი. ადამიანს აღქმის უნარი უნდა ჰქონდეს, ვინ არის გენიოსი და ვინ არა. ხშირად გვარის გამო ჩემი სიმღერა მამაჩემის სიმღერაში არევიათ. ერთხელ ერთმა მითხრა, ძალიან მომწონს შენი სიმღერა და სიმღერის სახელი დამისახელა (მაშინ ამ სიმღერას "ფორტე" მღეროდა), მაგრამ შენი "პაწაწინა სამოთხე", მაინც სხვა არისო.
– ცნობილია, რომ ერთ სიმღერას თქვენი ძმის სახელი "გოგლაურა" ჰქვია, რაზეც თქვენ იეჭვიანეთ კიდეც.
– კი, ცოტა ვიეჭვიანე. მორის ფოცხიშვილს ვკითხე, რატომ დაარქვით "გოგლაურა"–მეთქი? ისიც მომიყვა: ჩემს ქორწილში გოგლა ლეონიძე თამადა იყო, დილის 4 საათზე გოგლა სუფრიდან წამომდგარა და უთქვამს, მოდი, ახლა ვინც იბადება იმას გაუმარჯოსო. ასე წამოვიდა ეს სახელი, მერე ვიღაცამ გაიმეორა, რომ ეს გოგლას საღეგრძელოაო და ასე დაარქვეს "გოგლაურა". მერე სადღეგრძელოზე – "ახლა ვინც იბადება" ლექსიც დაიწერა და მუსიკაც შეიქმნა.
– სხვა სიმღერას თუ ჰქონია ასეთი ისტორია?
– კი. ერთხელ, მამა ზაფხულის პერიოდში ოპერეტას წერდა, მაგრამ თოვლის ფანტელი და ტექსტი ვერ გააკეთა, მთელი ოპერეტა დაწერილი ჰქონდა, მაგრამ მთავარი სიმღერა არა. ბოლოს ტექსტის და ლიბრეტოს ავტორმა ლევან ჭუბაბრიამ დაურეკა და შეახსენა, რომ ყველა მას ელოდებოდა და დროზე დაემთავრებინა. მამას ძალიან შერცხვა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. დასაძინებლად რომ დაწვა, სიზმარში ნახა, რომ თოვლი მოდის და ძალიან ბარდნის. უცებ გაეღვიძა და იმ წუთში ჩაწერა და მეორე დღეს ლევანის გახარებულმა დაურეკა: გავაკეთე, გავაკეთეო.
– თქვენი ძმა მუსიკას რატომ არ გაჰყვა?
– მან სხვა პროფესია არჩია. ისე თუ დაუკვირდებით, ძმებმა მამის სახელი და საქმიანობა გავიყავით. ის გიორგი ცაბაძეა, მე – კომპოზიტორი.
– მამათქვენის როიალზე მუშაობთ?
– არა. მამაჩემის როიალზე ვერ ვმუშაობ. არ შემიძლია მასზე დაკვრა.
– თავის შემოქმედებიდან ყველაზე ძალიან რომელი უყვარდა?
– გამორჩეული არცერთი არ ჰქონდა. ყველა ერთნაირად უყვარდა. თითქმის ყველა მისი სიმღერა პოპულარული იყო. ახალ სიმღერას რომ დაწერდა, ამ ახალი სიმღერის პოპულარობით ძველი სიმღერის პოპულარობას სპობდა. ზოგიერთი კომპოზიტორი ერთ სიმღერას დაწერს და მორჩა, ის ასე არ იქცეოდა. "პაწაწინა სამოთხე" და "სიყვარული დაფრინავს" თითქმის ერთდროულად დაიწერა. მარტო "ვერის უბანი" რომ დაეწერა, ეს მოუტანდა დიდ სახელს. სხვათაშორის, ამ ფილმში ყველა პერსონაჟს ჰქონდა სიმღერა, მარტო ეროსი მანჯგალაძის გმირი არ მღეროდა. ამის გამო ეროსიმ საყვედური უთხრა: გოგი, დოდო აბაშიძეს დაუწერე სიმღერა და მე არაო? მამამ უთხრა: ჩემგან რა გინდა, გიორგის (შენგელაია) მოკითხეო, მითხრას და დაგიწერო.
– თავად რომელი კომპოზიტორი უყვარდა?
– სერგეი რახმანინოვი, ჯაკომო პუჩინი, გერშვინი.
– გამორჩეული მომღერალი თუ ჰყავდა?
– არა. პირველად მისი სიმღერები მერი შილდელმა შეასრულა. მერე ერთმანეთს ძალიან კარგად შეეწყვნენ ანსამბლი "ორერა", ბუბა კიკაბიძე, ნანა ბრეგვაძე.
– რისი პატიება არ უყვარდა?
– გაუნათლებლობის. მამა ძალიან ნაკითხი კაცი იყო. ისე არ დაიძინებდა, ძილის წინ რამე წიგნი არ წაეკითხა.
– ვინ იყვნენ მისი საყვარელი მწერლები?
– ყველაზე ძალიან ვაჟა–ფშაველა უყვარდა. მერე ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე. მამას რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ძალიან უყვარდა რუსი კლასიკოსები: ანტონ ჩეხოვი, ფიოდორ დოსტოევსკი, ლევ ტოლსტოი, ნიკოლაი გოგოლი. მამა ადრე გოგოლის ქუჩაზე ცხოვრებდა და შესთავაზეს, რომ ამ ქუჩას თქვენს სახელს დავარქმევთო, მაგრამ მამამ უარი თქვა. მას ისე უყვარდა გოგოლი, რომ ქუჩას სახელი არ შეუცვალა. მერე ტელმანის ქუჩას დაარქვეს გოგი ცაბაძის სახელი.
– მისი სიმღერები ძირითადად მორის ფოცხიშვილის და პეტრე გრუზუნსკის ლექსებზე შეიქმნა.
– კი. მისი შემოქმედების ძირითადი მასაზრდოებელი ეს ორი პოეტი იყო, მაგრამ ძალიან ბევრს კითხულობდა. იშვიათად წერდა "ბალანკას" (ჯერ მუსიკას რომ შექმნიან, მერე კი პოეტს სთხოვენ ამ მუსიკაზე ლექსი შეემნას). თუ ლექსი არ მოეწონებოდა, სიმღერას არ დაწერდა. "ცოცხალი ვარ, ცოცხალი" გაზეთიდან ამოჭრა ტექსტი და მუსიკა ისე შექმნა.
– როგორ ოჯახში გაიზარდა ბატონი გოგი?
– მამამისი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. ორი ძმა ფრონტზე დაეღუპა. მისი და 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბებიაჩემი ფიზიკურად და სულიერად გაუბედურებული იყო. ამას ისიც დაერთო, რომ მამამ 13 წლის ასაკში ფეხი დაკარგა და მთელი ცხოვრება პროტეზს ატარებდა.
– როგორ დაკარგა ფეხი?
– ბიჭები ტრამვაიდან ხტებოდნენ, რაღაცას თამაშობდნენ და ტრამვაიმ გადაუარა ფეხზე. ამ ტრავმამ ძალიან დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში. მამას უნდოდა ფეხბურთელი გამოსულიყო, მაგრამ ამ ამბის შემდეგ მუსიკაზე სიარული დაიწყო. რომ ჰკითხეს, რა გინდაო, მამამ უთხრა: პიანინო მიყიდეთო და მუსიკას ჩაუჯდა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა.
– რამდენადაც ცნობილია, ბატონი გოგი ჯოხით არ დადიოდა.
– არასოდეს დაუჭერია ჯოხი. არასოდეს არ გამოუყენებია დახმარება, როგორც ინვალიდი. მანქანაზე გიჟდებოდა, მაგრამ არასოდეს უტარებია მანქანა. არ უნდოდა მის მანქანას ინვალიდობის ნიშანი ჰქონოდა მიკრული. ერთხელ ბორჯომში ვიყავი და ერთმა საინტერესო ისტორია მომიყვა. ეს ადამიანი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში კულტგანყოფილების გამგედ მუშაობდა. ახალგაზრდობაში მასაც ჰქონია ფეხზე პროტეზი და მუსიკალურ სასწავლებელში დასარტყამ საკრავებზე სდომებია ჩაბარება. ძალიან კარგად უკრავდა, მაგრამ ფეხის გამო ინსტრუმენტები არასტანდარტულად ეწყო, რის გამოც არ მიიღეს, გამოცდიდან რომ გამოსულა, დერეფანში მამაჩემი შეხვედრია. მამა მას არ იცნობდა, მაგრამ მაინც უკითხავს, რატომ ხარ დარდიანიო. მამას როცა გაუგია, თუ რის გამოც არ მიიღეს, გაბრაზებულა, ეს ბიჭი ოთახში შეუყვანია და იქაურობა დაუმხია. თურმე სანამ ეს ბიჭი დაამთავრებდა მუსიკალურ სასწავლებელს, სულ ახსოვდათ, გოგის მოყვანილი რომ იყო. დღესაც სხვა ბევრი იხსენებს მის სიკეთეს.
– მაშინ, თბილისობის დღესასწაული და გოგი ცაბაძე თითქმის განუყოფელი იყო. როგორ ემზადებოდა თბილისობისთვის?
– მამა სრულიად არ ემზადებოდა თბილისობისთვის. თბილისობისთვის არაფერი დაუწერია. ის თბილისელი კაცი იყო, რომელიც სიმღერებს თბილისზე წერდა. ქართულ ესტრადაზე ქალაქური სიმღერების თავისი სამყარო შექმნა. თუ გინდა კომპოზიტორმა დაწერო ქალაქური სიმღერა, ამ სამყაროში უნდა გაიარო და გახვიდე. თუ გვერდს აუვლი, მაშინ რაღაცა დააკლდება და ქალაქური აღარ გამოგივა. ის ფაქტი, რომ თბილისობის დღესასწაულზე რიყეზე ფაიტონით შემოვიდნენ: მამა, მორის ფოცხიშვილი და ვახტანგ კიკაბიძე, უბრალო დამთხვევა იყო. იმ წელს თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა განახლებული თბილისის ციკლი. სწორედ ამ განახლებული თბილისის ციკლს მიუძღვნა სიმღერები: "ერთადერთო, ჩემო ღმერთო", "თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან", "დღეგრძელი იყოს ყველა ქართველი". მამა ის კაცი არ იყო, ვინმეს რამე დაეძალებინა, ან სპეციალურად დაეწერა სიმღერა. მამას ძალიან უყვარდა თბილისი და იმიტომ წერდა მასზე სიმღერებს.
– იმდროინდელ ხელისუფლებასთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?
– ჩვეულებრივი, მაგრამ მისთვის არასოდეს მოუციათ რუსთაველის პრემია, ფალიაშვილის პრემია. მას წოდება არ ჰქონდა. სახალხო არტისტის წოდება კი მიანიჭეს, მაგრამ ესეც რომ არ მიეცათ, ხალხისთვის მაინც სახალხო არტისტი იქნებოდა.
– რატომ არ აძლევდნენ?
– ვერ გეტყვით.
– საპატიო თბილისის მოქალაქედ რომელ წელს აირჩიეს?
– საპატიო თბილისის მოქალაქეობა მიანიჭეს 1983 წელს. მაგრამ მამასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გოგი ის კაცი არ იყო, რაღაცას რომ გამოჰკიდებოდა. მას ხალხი იცნობდა და ყველას უყვარდა. ერთხელ, ზაფხულის პერიოდში მე და მამა სახლში მარტო ვიყავით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ არ გვეძინა. უცებ შორიდან სიმღერის ხმა გავიგეთ, რამოდენიმე ნასვამი ადამიანი ქუჩაში მოდიოდა და მღეროდა. ჯერ მისი ერთი სიმღერა იმღერეს, მერე – მეორე, მესამე, მეოთხე. ამასობაში მამა საწოლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ ვერ დაუძახა გაჩუმდითო. ბოლოს მე მომიბრუნდა და მითხრა: ელაპარაკე ახლა ამათო.
– ხელოვან ადამიანს ყოველთვის ჰყავს მოშურნე, გული თუ უტკენიათ მისთვის?
– იყო ეს ფაქტიც, მაგრამ დღეს ამაზე არ მინდა საუბარი.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: ვახტანგ დავითაია

კავშირი ტეგთან: ვახტანგ დავითაია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 