| ქალი და მამაკაცი |

კასილასი ხელშეუხებელია
ჟოზე მოურინიუ: კასილასი ხელშეუხებელია
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩების შემდეგ ევროპული ფეხბურთი კვლავ საკლუბო დაპირისპირებებზე გადაერთო. მადრიდის "რეალმა" მორიგი ტურის მატჩში სტუმრად ითამაშა "მალაგასთან" და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა (1:4), ხოლო შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგაში მასსავით სახელოვან "მილანთან" ელის დაპირისპირება. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, როგორც ყოველთვის, მათ შეკითხვებს არაორაზროვანი პასუხები გასცა გუნდის შემადგენლობაში ხელშეუხებელი ფეხბურთელების თაობაზე და ასევე ისაუბრა იმაზე, როგორი უნდა იყოს მადრიდის "რეალის" იდეალური მწვრთნელი.
– რა უფრო მნიშვნელოვანია, ტაქტიკური სრულყოფილება და გუნდის მართვის ცოდნა თუ ფეხბურთელების მორალური სულისკვეთება?
– ვინც ამბობს, რომ შედეგზე ორიენტირებულები არ არიან, მას უბრალოდ შედეგის მიღწევა არ ეხერხება. მე სხვაგვარ მიდგომას ვანიჭებ უპირატესობას: სანამ ფეხბურთელებთან მუშაობას დავიწყებ, მათთან უბრალო ადამიანურ ურთიერთობას ვამყარებ. ჩემთვის პირადი ფაქტორი ფუნდამენტალურია.
– თქვენ თქვენი ადრინდელი გამარჯვებებისთვის დაგიქირავეს?
– მათთვის, ვინც შედეგებს ვერ აღწევს, ადვილია სხვების იმაში დადანაშაულება, რომ მათ მხოლოდ შედეგი აინტერესებთ. ჩემი აზრით, ეს სუსტების გასასამართლებელად გამოდგება, მათთვის, ვინც ვერ ახერხებს გამარჯვების მიღწევას.
– თქვენ არასდროს დაგიმალავთ, რომ უფრო მეტად გიზიდავთ ინგლისის საფეხბურთო კულტურა... რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?
– ისეთი შეგრძნება ჩამომიყალიბდა, რომ პორტუგალიელ, იტალიელ და ესპანელ გულშემატკივრებს უფრო მეტად წინასამატჩო და მატჩის შემდგომი მსჯელობები უფრო მეტად იზიდავთ, ვიდრე თავად თამაში.
– ყველა იმ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდით, გყავდათ მოთამაშე, რომელზეც იყო აგებული გუნდის თამაში... დეკუ "პორტუში", ლამპარდი "ჩელსიში", სნეიდერი "ინტერში"... ვინ ასრულებს ამ როლს მადრიდის "რეალში"?
– ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა ხაბი ალონსო. შეტევის მეორე ტალღაზე მნიშვნელოვანია ოზილი, ეს ზონა მოგვიანებით შეიძლება კაკამ დაკეტოს. მოთამაშეები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, წარმატების გასაღებს არ წარმოადგენენ. ჩვენ "რეალში" გვყავს შემტევი ფეხბურთელები, რომლებიც უბრალოდ კი არ ასრულებენ კომბინაციებს, უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. იგივე კრიშტიანუ ან დი მარია ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევიან, ზოგჯერ ეს საკმარისია ნებისმიერი მატჩის ბედის გადასაწყვეტად.
– ოთხი წლის წინ ლონდონში განაცხადეთ, რომ თქვენი გუნდი არ თამაშობდა იმ ფეხბურთს, რომელიც თავად უფრო მოგწონდათ, არამედ იმ თამაშს, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში წარმატების უფრო მეტ შანსს მისცემდა... თქვენი ასეთი შეხედულება ესპანეთისთვისაც მისაღებია?
– მინდა შევხედო ზოგიერთ მწვრთნელს, როდესაც მათ მუშაობა მოუწევთ ფეხბურთელებთან, რომლებიც ასე მკვეთრად განსხვავდებიან თავიანთი თვისებებით. განსაკუთრებულ ფასეულობას ჩემს კარიერას პორტუგალიაში მუშაობის გამოცდილება აძლევს, ასევე ინგლისში გადასვლის გადაწყვეტილება, შემდეგ იტალიურ ფეხბურთში გადასვლა და ბოლოს ესპანეთში გადმობარგება. ეს ჩემი უმთავრესი სიმდიდრეა, რომელიც არასდროს ექნებათ იმ მწვრთნელებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ საფეხბურთო კულტურაში მოღვაწეობენ.
– მოგვიტევეთ, მაგრამ თქვენ იმდენად ხშირად ახსენებთ ჰიპოთეტიურ მწვრთნელებს და ცდილობთ თქვენს ადგილზე წარმოიდგინოთ, რომ თავისთავად იბადება კითხვა: თქვენ კონკრეტულად რომელიმე მწვრთნელი გყავთ მხედველობაში?
– ჩემი ბავშვები ხშირად მეუბნებიან: "მამა, ჩვენ უკვე მოგვეწონა ეს ქვეყანა და ეს სკოლა, შეგვიძლია უკვე სხვაგან გადავიდეთ". ამაზე ათი–ოცი წლის შემდეგ ვისაუბროთ, როდესაც თქვენ ხუთ ენაზე ისაუბრებთ, როდესაც მთელ სამყაროში გეყოლებათ მეგობრები, კავშირი გექნებათ მსოფლიოს ყველა კუთხესთან, როდესაც სწავლა–განათლებისა და ურთიერთობის სრულიად სხვაგვარ საშუალებებს გაეცნობით.
– თქვენ ერთხელ განაცხადეთ, რომ დამარცხებაში ბრალი მოურინიუს მიუძღვის, ხოლო დანარჩენ გუნდს შეიძლება უპასუხისმგებლობაში დავდოთ ბრალი.
– მეტად კრიტიკული ვარ საკუთარი მოთამაშეების მიმართ. დროდადრო შეიძლება შორს შევტოპო და კრიტიკაც უფრო აგრესიული გახდეს.
– თქვენი სამწვრთნელო სიის მესამე პუნქტი მცველებს შეეხება, რომელთა მისიას დაცვა წარმოადგენს. ამის მიუხედავად "ინტერში" მაიკონი ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში... 2006 წელს თქვენ დაწერეთ, რომ "მცველებს უპირველეს ყოვლისა დაცვაში თამაში მოეთხოვებათ". მას შემდეგ რამე შეიცვალა?
– ახლა ჩვენ ნათელი მაგალითი გვყავს მარსელოს სახით. ეს მოთამაშე, სიმართლე გითხრათ, ადრე საერთოდ არ მომწონდა, ვინაიდან მასში მცველის გარდა ყველაფერს ვხედავდი. ამჟამად კი, როდესაც ამდენი საუბარია იმაზე, რომ "რეალმა" თვალი გარეტ ბეილს დაადგა ან კიდევ ვინმეს, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა მოთამაშის ყიდვა ამ პოზიციაზე არ მსურს. აბსოლუტარდ მოხიბლული და შეყვარებული ვარ მარსელოს თამაშზე, ვინაიდან ის ზუსტად შეესატყვისება თქვენს აღწერას: იგი შესანიშნავად უტევს, მაგრამ ამავე დროს მუდმივად სრულყოფს საკუთარ თამაშს დაცვაში. თავისი თამაშით იგი მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ სხვა მარცხენა მცველი არ გვჭირდება, ვინაიდან ჩვენ უკვე გვყავს ექსტრა კლასის მოთამაშე, სახელად მარსელო.
– კლუბის გარშემო შექმნილი ატმოსფეროც ასევე მნიშვნელოვანია?
– მნიშვნელოვანი არა თავად გარემოცვაა, არამედ გუნდის შესაძლებლობა ყურადღება არ მიაქციოს იმას, რაც მის გარშემო ხდება და მთელი თავისი ყურადღება საკუთარ სამუშაოზე გადაიტანოს.
– თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა აზრის არიან თქვენს შესახებ გარშემომყოფები?
– საკუთარ აზრს ჩემს შესახებ იმდენი ადამიანი გამოთქვამს, რომ ამაზე ნერვიულობა უბრალოდ სისულელე იქნებოდა. როდესაც ესპანურ გაზეთებს ვეცნობი, ვხედავ, რომ არც ერთი ინტერვიუ მთავრდება ჩემი სახელის ხსენების გარეშე. სეგუნდას რომელიმე მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულზე ისე საუბრობს, თითქოს ის მესამე ან მეოთხე დივიზიონის მწვრთნელი იყოს. ამის მერე თავად წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, მართლაც რომ მაინტერესებდეს რას ლაპარაკობენ ჩემს შესახებ.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალექს ფერგიუსონთან?
– მსოფლიო ფეხბურთის ყველა მწვრთნელს შორის ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
– გვარდიოლა იდეალური მწვრთნელი იქნებოდა ინგლისისთვის, იგი შეძლებდა ინგლისურ ფეხბურთში ისეთივე წარმატებების მიღწევას, როგორსაც თავად მიაღწიეთ?
– პეპს დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ "ბარსელონაში" მუშაობის დროიდან, ახლა კი მას ვიცნობ, როგორც ამ კლუბის მწვრთნელს. ბევრჯერ მითქვამს და შემდეგშიც ვიტყვი, რომ პეპი იდეალური მწვრთნელია "ბარსელონასთვის". მას, ისე როგორც სხვას არავის, ესმის ბარსელონური კლუბის კულტურა, იზიარებს მის ფილოსოფიას, იგი, როგორც ფეხბურთელი, ამ კლუბის ღირსებას იცავდა, ის "ბარსელონას" სიმბოლო და ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია. ჩემი აზრით, ის შესანიშნავად შეეფერება "ბარსელონას".
– თქვენ კი იდეალური მწვრთნელი ხართ "რეალისთვის"?
– ჩემი აზრით, "რეალს" არ შეიძლება ჰყავდეს მწვრთნელი პრიზების უდიდესი კოლექციის გარეშე. აი, ახლა გუნდს ჰყავს მწვრთნელი, რომლის ყულაბაშია ორი ჩემპიონთა თასი, სხვადასხვა ქვეყნის ექვსი ჩემპიონის ტიტული, რამდენიმე თასი. საერთო ჯამში 17 პრიზი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი იგი აქ დაეჭვებას იწვევს. ამიტომ ვერც კი წარმომიდგენია უბედური–მწვრთნელი თუნდაც ფენომენალურად ნიჭიერი სპეციალისტი იყოს, რომელიც შეძლებდა "რეალში" მუშაობას, თუ ზურგს არ უმაგრებს გამარჯვებების ისტორია. აქ მას უბრალოდ გაგლეჯავენ. "რეალის" სათავეში ვერ იდგება მწვრთნელი, რომელსაც არ ექნება საკმარისი ავტორიტეტი და პრესტიჟი, რომელიც მას ოდნავ მაინც გაუნთავისუფლებს ხელ–ფეხს და მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს.
– ფეხბურთელები საერთოდ ეგოისტები არიან?
– მოთამაშეთა მიმართ მთელი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, მუდმივად ვიმეორებ ერთ ფრაზას, რომელიც შესაძლოა არცთუ სასიამოვნოდ ჟღერდეს. ფეხბურთელი განსაკუთრებული არსებაა. დიდ კლუბში ვერ იქნება თერთმეტი დიდებული მოთამაშე. ასეთი გუნდით ვერაფერს მოიგებ.
– გუნდში გყავთ ხელშეუხებელი მოთააშეები?
– ფეხბურთელები თავად აქცევენ საკუთარ თავს ხელშეუხებლად. კასილასი მართლაც ამ კატეგორიის მოთამაშეებს განეკუთვნება, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე მივიჩნევ ასეთად მისი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გამო, მისი "რეალის" კაპიტნის სტატუსის და ჩატარებული თამაშების რაოდენობის გამო. ის ითამაშებს ყველა მატჩში, ვინაიდან ის შრომობს, შრომობს მეტად გულმოდგინედ, ყოველთვის ესწრაფვის სრულყოფას, ყურადღებას აქცევს საკუთარ ფორმას, ფეხბურთელისთვის ოპტიმალური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მშვიდად ართმევს თავს ლიდერის ფუნქციებს და შეცდომებს არ უშვებს. სწორედ ამიტომ არის იგი ხელშეუხებელი. მაგრამ ასეთი სტატუსით მე ხომ არ დამიჯილდოვებია, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ თუ გუნდში არის ხელშეუხებელი მოთამაშე, ეს მთლიანად და სრულად მისი დამსახურებაა და არა ჩემი გადაწყვეტილება.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 