asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ დასცინის ხაბი ალონსო რონალდუს და არბელოას
რატომ დასცინის ალონსო რონალდუს და არბელოას
რატომ დასცინის ხაბი ალონსო რონალდუს და არბელოას

2010-10-21 11:49:04



სან–სებასტიანში, კერძოდ კი ანტიგუოში აღმოჩენილი მარგალიტი. ფეხბურთელი, რომლის საკუთარ გუნდში ყოლაც ნებისმიერ მწვრთნელს სურს. თავშეკავებული, სამართლიანი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ეს 28 წლის ბასკი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მისი გუნდის, მადრიდის "რეალის" ძირითადი მოთამაშე გახდა.

1990 წლის ზაფხულში ხაბის ძმა, მიკელი, მასთან ერთად სან–სებასტიანში ფრენბურთს თამაშობდა. ხულიო მედემი ეძებდა 11 წლის ბავშვს, რომელიც ნამდვილი ბასკი იქნებოდა და თან, პერუში საბავშო როლისთვის ზუსტად შეასაფერისი უნდა ყოფილიყო. ის იქნებოდა ფილმის მთავარი გმირი და შეეძლებოდა სამუშაოს კარგად შესრულება. მან ამ სანაპიროზე, სადაც ალონსო თამაშობდა ფრენბურთს, ნახა ეს ბავშვი, რომელიც სწორედ ისეთი გამოდგა, როგორიც წარმოედგინა.

როდესაც ხაბი ალონსო იმ შემთხვევას იხსენებს, მუდამ ეცინება, მაგრამ, მამისგან განსხვავებით (პერიკო უკვე მწვრთნელად მუშაობდა, ამბობს მიკელი) გადაწყვეტილება იზაბელმა მიიღო, ალონსოს დედამ, რომელმაც რეჟისორს უარი უთხრა.

ბოლოს საბავშვო როლი პერუში ითამაშა მიგელ ანხელ გარსიამ, ხოლო ხაბი ალონსო ოლანო აგრძელებდა ფეხბურთის თამაშს. მისთვის ფეხბურთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, რადგან არ უნდოდა ყოფილიყო ვარსკვლავი, განსაკუთრებით კინოში.

მოკლედ რომ ვთქვათ, 17 წლამდე, როცა მისი დებიუტი შედგა "რეალ სოსიედადის" რიგებში, რომელსაც ხავიერ კლემენტე წვრთნიდა, ის არ გეგმავდა პროფესიონალურ მოთამაშედ გახდომას.

დღეს ხაბი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი, იცავს მსოფლიოს ყველაზე დიდებული გუნდის ფერს და ცხოვრობს სალამანკაში, მისი მშობლიური ქალაქის გვერდით.

– თავიდან ვცდილობდი პოსუელოში ცხოვრებას, – ყვება ალონსო, – ასე გავიდა ორი თვე. მე და ჩემს ცოლს ქალაქში ცხოვრება უფრო გვიზიდავს, ამიტომ ჩვენ იქ ბედნიერნი გადავედით, მადრიდი შეუდარებელია.

თავიდან მეზობლები, რა თქმა უნდა, გაკვირვებულნი იყვნენ, მაგრამ შემდეგ დაწყნარდნენ; თავდაპირველი გრძნობა არავის ახსოვდა და შემდეგ ეს ყველას დაავიწყდა: ყოველ დღე თქვენ შეგიძლიათ მას კაფეში შეხვდეთ, რომელიც იქ ტრადიციულად ყავას სვამს ვარჯიშზე წასვლამდე, ან შეიძლება დაინახოთ იგი მაღაზიდან გამოსული, ან გაზეთებთან.

– მე მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ქალაქში ცხოვრებას მიეჩვია. ჩვენ ასე ვცხოვრობდით სან–სებასტიანში, ლივერპულში და ახლა მადრიდში. ჩვენ განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია, – ამბობს ალონსო.

ხაბის ფესვების ძებნა შეიძლება ორიას მდინარიდან არც ისე შორს, გოიერში გიპუსკოას შუაგულში. მამის მხრიდან – პერიკო ალონსო, ფეხბურთელმა, რომელმაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე 20 მატჩის ჩატარება შეძლო, ასევე 1980–81 წლებში ესპანეთის ჩემპიონი "რეალ სოსიედადთან" ერთად და 1985 წელს "ბარსელონას" შემადგენლობაში. დედის მხრიდან – იზაბელ ოლანო ორენდაინი, რამდენიმე კილომეტრი ჩრდილოეთში. ხაბი ტოლოსაში დაიბადა, იბარაში გაატარა პირველი ექვსი წელი, ტოლოსას გვერდით, ხოლო როცა მამამისი "ბარსელონაში" გადავიდა, მთელი ოჯახი მას წაჰყვა. მათ იქ ექვსი წელი გაატარეს, რომლიდანაც სამი პერიკომ "ბარსელონაში" გაატარა, ხოლო კიდევ სამი წელი "საბადელაში", ამიტომ ხაბი ალონსოს პირველი მოგონებები ბარსელონას უკავშირდება, განსაკუთრებით კი საბავშვო ბაღს, "წითელ ქუდს".

– არსებობენ მშვიდი და ცელქი ბავშვები, მე კი მეორე ტიპს ვეკუთვნი, მაგრამ მე ძალიან ცელქი ვიყავი, – ასე აღწერს საკუთარ თავს ხაბი, რომელმაც დიდი გამოცდილება მიიღო ბარსელონაში გატარებული წლებით: მან პირველად შეაბიჯა ნამდვილ გასახდელში. ეს "ნოვა კრეუ ალტაში", "საბადელაში" იყო.

– ხელში დროშა მეჭირა და ამაყად მივაბიჯებდი წინ, როცა კიბის საფეხურზე ფეხი დამიცდა.

მიკელი, მისი ძმა, ხაბიზე ერთი წლით უფროსია და ისიც ფეხბურთელია – "ატლეტიკი", "ნუმანსია", "ბოლტონი" და ახლა "ტენერიფე". როცა პატარები იყვნენ, ამბობდნენ, რომ ერთმანეთზე იზრუნებდნენ.

– პირველ დღეს ერთს ჰქონდა იდეა, მეორე დღეს მეორეს, – იცინის ხაბი.

ის ოკაინგოროში, საკუთარ სოფელში გატარებულ საზაფხულო არდადეგებსაც ტკბილად იხსენებს, სადაც ისინი ხვლიკებს იჭერდნენ, იპარავდნენ მეზობლის ქათმის კვერცხებს, რომელსაც შემდეგ მანქანებს ესროდნენ და ბაბუასთან ბევრ დროს ატარებდნენ.

მათი ბავშვობა ფეხბურთით არ გამოირჩეოდა იმის გამო, რომ მათი მამა ადრე მწვრთნელი და მოთამაშე იყო და სპორტის ამ სახობაზე საუბარი აღარ უნდოდა.

– სახლში დედა მართავდა ყველაფერს. ეუსკადაში სახლში მთავარი ქალები არიან. ამის შესახებ არ იცოდით არაფერი? ამიტომ ჩვენი დედისთვის მნიშვნელოვანი იყო, კარგად გვესწავლა, – იხსენებს ხაბი, რომელმაც ერთხელ ვერ ჩააბარა გამოცდა ესპანურ ენაში და ეს ძალიან ძვირად დაუჯდა.

– დედამ დამსაჯა და ერთი თვე ფეხბურთის გარეშე დამტოვა, – ისევ შესამჩნევი სიამაყით იხსენებს ალონსო.

ხაბი არ მალავს, რომ ფეხბურთს სანაპიროებზე თამაშობდა და ორი გასტრონომიული საზოგადოების წევრი იყო, ერთი ანტიგუოს რაიონიდან, სადაც ის ცხოვრობდა, ხოლო მეორე საუსში, კუადრილაში მცხოვრები მეგობრის წყალობით...

– სან–სებასტიანი ჩემი ქალაქია, მე იქ გავიზარდე, დავიწყე ფეხბურთის თამაში, მოედანზე სიარული, – ამბობს ჩაბი. სან–სებასტიანში ის ნაგორე არამბურუს, მის მომავალ საცოლეს, ორი შვილის დედას. მისი შვილებია – პირველი ხონა, რომელიც 2008 წლის 11 მარტს დაიბადა ლივერპულში და მეორე, ანესი, რომელიც 2010 წლის 30 მარტს მადრიდში დაიბადა.

მაგრამ 22 წლის ასაკში მან ჩემოდნები ჩაალაგა და ლივერპულში გაემგზავრა. მანამდე მან "რეალ სოსიედადის" რიგებში სამი სეზონი გაატარა, პრიმერა დივიზიონის ვიცე ჩემპიონი გახდა, მონაწილეობა მიიღო ევროპის ყელაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩის ჩატარება შეძლო.

მაშინ უკვე ნათელი გახდა, რომ გარემოს შეცვლა იყო საჭირო, ამიტომ ინიაკი იბანიესმა, იმაზე უფრო მეტმა, ვიდრე უბრალოდ ხაბი ალონსოს აგენტმა, რომელიც ასევე მისი მამის ინტერესებს წარმოადგენდა, მიაღწია იმას, რომ ხაბი ალონსო ჯერ კიდევ ახალგაზრდა გადავიდა მადრიდის "რეალში". ფლორენტინო პერესმა კი პირიქით, ვერ შეძლო "სოსიედადის" პრეზიდენტთან, ხოსე ლუის ანტასარანოსამთან შეთანხმების მიღწევა: მადრიდის "რეალის" ხელძღვანელობა მზად იყო მოთამაშეში 15 მილიონი ევრო გადაეხადა, როცა ბასკები მათგან სამი მილიონით მეტს ითხოვდნენ. იბანიესი კი არ დაწყნარდა იქამდე, სანამ ალონსოსთვის "ენფილდის" ღია კარი არ იპოვა.

– "ლივერპულში" თამაში უცნაური იყო და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, როგორ შეცვალა ამან ჩემი ცხოვრება, – აღიარებს ხაბი, რომელიც მერსის მდინარესთან ახლოს გატარებულ წლებს ცხოვრებისთვის აუცილებლად თვლის.

ფეხბურთში რთულია ისეთი გამარჯვება მოიპოვო, როგორც ეს მოახერხა "ლივერპულმა" "მილანის" წინააღმდეგ და თან, მერსესაიდელები პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 ანგარიშით მარცხდებოდნენ.

შემდეგ გუნდი ათამაშდა, მეორე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და საბოლოოდ იტალიელი მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

– "ლივერპულში" მე ვისწავლე იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელებსაც სახლში, სან–სებასტიანში ვერც წარმოვიდგენდი, – ჩვეულებრივ ლაპარაკობს ხაბი, როცა თავის ტრანსფერზე იწყებს საუბარს.

ახლა რაც შეეხება პირველი შვილის დაბადებას. ამ დაუვიწყარ მოვლენას ოჯახში ყველა სულმოუთქმელად ელოდა და ამ დროს ბასკმა დაგვანახა, როგორი იყო იგი სინამდვილეში, მოედნის მიღმა.

ის რაფა ბენიტესთან კონფროტაციაზე წავიდა, მის მწვრთნელთან, რამაც მას მის ცოლთან ერთად ყოფნის საშუალება მისცა ამ რთულ დროს.

– სინამდვილეში საშიში არაფერი ყოფილა, – ამბობს ხაბი, – შაბათს "ნიუკასლის" წინააღმდეგ ვთამშობდით, ორშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ მილანში უნდა წავსულიყავით. მე მწვრთნელს ვუთხარი, რომ გუნდს შევუერთდებოდი მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი დაიბადებოდა. მე შენ ვერ დაგელოდები, – უპასუხა მწვრთნელმა.

ხაბი ირწმუნება, რომ მან არ დაუჯერა რაფას:

– ბენიტესმა არ წამიყვანა მილანში, რადგან იცოდა, რომ ვერ ვითამაშებდი კარგად.

"ლივერპულზე" საუბარი მასში დიდ ემოციებს იწვევს. ის გაიზარდა იმ მატჩებით, რომელსაც "ატოჩიდან" მოედანზე ადევნებდა თვალყურს, "სოსიედადის" მშობლიური მოედნიდან, მისი ბაბუისა და კარლოს არგიანოსთან ერთად.

ამიტომ იგი დაინტერესდა ფეხბურთით. ხაბის ეჭვი არ ეპარება:

– "ენფილდი" – ეს უდიდესი მინდორია. შეიძლება ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ "ენფილდი" ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მოედანია.

ასევე იგი ირწმუნება, რომ "ლივერპული" შესანიშნავი კლუბია, მაგრამ ეს იმ მოთამაშეების დამსახურებაა, რომლებმაც ამ გუნდს კარიერის დიდი ნაწილი შესწირეს. ისევ საკუთარი სიამაყის კვალი ჩანს:

– იქ ხალხი იბრძოდა იმისთვის, რასაც ფიქრობდა. მე კარგად ვიყავი "ლივერპულში", მაგრამ...

რატომ წამოვიდა? იმიტომ, რომ დრო მოვიდა და მადრიდის "რეალმა"კარზე მიუკაკუნა.

მისი წასვლის მიზეზი ისევ და ისევ ფეხბურთს ეხებოდა და პირადული არაფერი ყოფილა, რადგან ის ინგლისში თავს კარგად გრძნობდა, ისე კარგად, რომ იქ ვერანაირ პრობლემას ამჩნევდა.

კვირა არ გადიოდა ისე, რომ მას რომელიმე მეგობარი ან ახლობელი არ სწვეოდა სახლში. ისინი საკუთარი საჭმლით მოდიოდნენ; მათ მშვენივრად ესმით, რომ ხაბისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი კარგი საჭმელია.

– მე ბასკი ვარ და ეს უნდა ჩანდეს. მიყვარს კარგად ჭამა, – ამბობს ალონსო. სწორედ ასე საუბრობს. მისი ყველაზე დიდი კულინარიული კრახი პაელიაა.

– ის არანაირად გამომდის, უბრალოდ ფატალური უიღბლობაა. მიყვარს პაელია, მაგრამ არ ვიცი მისი გაკეთება, – გულდაწყვეტით ამბობს ფეხბურთელი. ხაბი მიიჩნევს, რომ უბრალო საჭმლის გაკეთებაც ყველაზე რთულია:

– მე ეს მომწონს. ბოლოსდაბოლოს ძალიან მიხარია, როცა შემწვარ ქათამს ან თევზს ვაკეთებ.

ალონსო ასევე ამბობს, რომ მადრიდში ამ გრანდიოზულმა ტრანსფერმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა:

– დავიბენი. მე ამას ვერ აღვწერ, რადგან ამ მხრივ მადრიდი გაკვირვების საშუალებას არ გაძლევს: თანამედროვე სამზარეულოები, ჩინური, იაპონური... ჩემთვის სულ ერთია, მხოლოდ ჭამა მომწონს. რა თქმა უნდა, სურვილების დავიწყება მომიხდა, რადგან ყოველ დღე ვერ ვივლი ქალაქში ახალი საჭმლის გასასინჯად, მაგრამ მადრიდი ამ მხრივ უნიკალურია.

ასევე ხაბი რჩევას გვაძლევს:

– კარგი ხორცი რომ ჭამოთ, ტოსალაში, "ხულიანის სახლს" მიაკითხეთ. ასაერეში, ლა მენდუკაში, საგასტას ქუჩაზე. თუ კიდევ სხვა გემრიელი რამის მირთმევა გსურთ, მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. დაგეხმარებით.

რაც შეეხება ტანსაცმელს, ის კონსერვატიულია და მოდას მიჰყვება:

– ტანსაცმელში კლასიკას ვირჩევ; დეტალები მიყვარს: საათები და ფეხსაცმელი, მაგრამ სტილის მსხვერპლი არ ვარ. ნებისმიერ ნივთს ვყიდულობ იარლიყით და მის გარეშე, მაგრამ შემდეგ ადვილად ვხვდები, რა მომწონს და რა არა.

მას არ ესმის იმ ხალხის, რომლებიც მხოლოდ მოდის მიხედვით იცმევენ, მას ეს საშინლად არ მოსწონს:

– მეცინება, როცა ვხედავ ვინმეს, ვინც მოდურ ტენდენციას მიჰყვება.

ასევე ამბობს, რომ "ბერნაბეუს" გასახდელში ყველა საკუთარი სურვილით იცვამს:

– ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ გამოგიტყდები, რომ დილაობით ვფიქრობ, კრიშტიანუ ისე იცვამს, ხანდახან მეცინება. ასევე ვიცინი არბელოაზე. დღეს ცოლმა ჩაგაცვა თუ რა ხდება? ვეუბნები მას და მას ეს სწყინს.

ხაბი ირჩევს კლასიკას კინოშიც:

– მე მომწონს შავ–თეთრი, პოლიტიკური და ისტორიული ფილმები. მუსიკაში ლეგენდები მიყვარს: "ნირვანა" მიზიდავდა პატარაობაში, ხოლო ახლა საბინა, კალამარო, "ბლიცი", ნეილი, იანგი, ტომ ვეიცი, ლოკილო...

ღვინოშიც კარგად ერკვევა:

– კარგი ღვინოა "რიბერა დელ დუერო", "მაურო".

თუმცა მისი მთავარი სისუსტე შამპანურია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online