| ქალი და მამაკაცი |

ცუდი ბიჭები
ცუდი ბიჭები
ნაწილი მეორე
გაგრძელება
ალკოჰოლი, ქალები, "ბინძური" ფეხბურთი და კონფლიქტი გულშემატკივრებთან – ეს ყოველივე ცუდი ბიჭების სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ხშირად თავად თამაში ზარალდება მათ გამო, მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ თამაში არ არის...
"საქონელი"
მეტსახელი საქონელი ედმუნდომ თავისი ექსტრავაგნტული გამოხდომების გამო მიიღო, რომლებიც ბრაზილიელი კარიერაში უხვადაა. სასამართლო გარჩევები, რომლებშიც იგი მონაწილეობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო, სრულიად ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა ცნობილი ფეხბურთელის ცხოვრებაში. იშვიათობას არ წარმოადგენდა ჩხუბი, რომლის წამომწყები უფრო ხშირად თავად იყო. 1995 წელს მთვრალმა ედმუნდომ ავარია მოახდინა, რომელშიც სამი ადამიანი დაიღუპა. ბრაზილიელს სერიოზულად ემუქრებოდა პატიმრობა და რაღაც სასწაულით არ მოხვდა გისოსებს მიღმა ფეხბურთელი.
ედმუნდოს მონაწილეობით ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური ისტორია 1999 წელს მოხდა. შვილის დაბადების დღეს ფეხბურთელმა თავის ვილაში მოხეტიალე ცირკი მიიწვია თავისი მასხარებითა და მაიმუნებით. ბრაზილიელს ცხოველები ისე მოეწონა, რომ ერთ–ერთ მათგანთან ერთად (შიმპანზე სახელად პედრინიო) ბრუდერშაფტზე დალევა გადაწყვიტა, მაიმუნს შამპანურთან ერთად ჭიქაში ლუდიც ჩაუსხა. ცხოველს გული აერია, ხოლო ედმუნდო სასამართლოში გამოიძახეს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდებით. შედეგად, "საქონელს" ჯარიმის სახით 100 ათასი დოლარის გადახდა მოუხდა.
როდესაც ედმუნდო "ფიორენტინაში" თამაშობდა, ის ფლორენციელი გულშემატკივრების კერპს, გაბრიელ ბატისტუტას დაესხა თავს და მხოლოდ დანარჩენი ფეხბურთელების ჩარევამ იხსნა არგენტინელი ანგარიშსწორებისგან. გუნდში კიდევ ერთ თანაგუნდელს, პორტუგალიელ ვარსკვლავ რუი კოშტას "საქონელი" უბრალოდ არ ელაპარაკებოდა. ერთხელ კი სერია ა–ს შუა სეზონში "ფიორენტინა" ტრავმირებული ბატისტუტას გარეშე დარჩა და ამ დროს გუნდის მეორე ფორვარდმა ყველაფერი მიატოვა და რიოში კარნავალზე გაემგზავრა, ხოლო თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ცხოვრებაში არასდროს გაუცდენია ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონის სხვა აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ბრაზილიელი გუნდიდან გაერიცხა.
ედმუნდოს ყველაზე ცნობილი მტერი ლეგენდარული რომარიო იყო. მათი ერთმანეთის მიმართ სიძულვილი არცთუ იშვიათად ურთიერთშეურაცხყოფაში და ხელჩართულ ჩხუბშიც კი გადადიოდა. ისეთი შემთხვევაც კი იყო, როდესაც თანამემამულეებმა პირდაპირ მოედანზე იჩხუბეს, მატჩის დროს, მიზეზი კი ის იყო, რომ ვერაფრით გადაწყვიტეს, ვის უნდა შეესრულებინა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. საბოლოოდ რომარიომ, რომელმაც "კამათში" გაიმარჯვა, პენალტი გააფუჭა.
– მეფემ დიდსულოვნად დართო დარტყმის ნება პრინცს, – განაცხადა მოგვიანებით ედმუნდომ.
ხოლო მომდევნო თამაშში რეაბილიტირებულმა რომარიომ განაცხადა:
– აი, ახლა სამეფოში ყველა კმაყოფილია – მეფე, პრინცი და მასხარაც კი.
ნორვეგიელი ჰოლანდის საშინელება
როი კინი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომლისაც თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა. 1990–იანი წლების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში ირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი და მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი საყრდენი ნახევარმცველი იყო. თუმცა, ზოგჯერ მისი აგრესიული თამაშის მანერა საშინელ შედეგებს იწვევდა. თუმცა, ეს მისი ფეხბურთი იყო, მას სხვაგვარად არ შეეძლო. 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ კინმა ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, რომლის საჭიროება სრულიად არ არსებობდა, მეორე ყვითელი ბარათი გამოიმუშავა და იძულებული გახდა "ბაიერნთან" ფინალური მატჩი გამოეტოვებინა.
– მართალია, ყოველმხრივ ვცდილობდი სახეზე ვაჟკაცური გამომეტყველება შემენარჩუნებინა, ეს ყველაზე საშინელი ეპიზოდი იყო ჩემს კარიერაში, – განაცხადა მოგვიანებით კინმა.
კინი პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე ჩხუბობდა ალან შირერთან და პატრიკ ვიერასთან, ხოლო 2001 წელს მუხლის უმძიმესი ტრავმა მიაყენა ნორვეგიელ ალფ–ინგე ჰოლანდს, რის შემდეგაც მან ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა, ამ ეპიზოდს წინ უძღოდა 1998 წლის ეპიზოდი, როდესაც კინმა ჰოლანდთან შეჯახების დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის დიდი ნაწილის გამოტოვება მოუხდა. სამი წლის შემდეგ კი ირლანდიელმა გადაწყვიტა, რომ სამაგიეროს გადახდის დრო მოვიდა. "მანჩესტერ სიტისთან" დერბიში, რომელშიც ნორვეგიელი თამაშობდა, კინმა ჰოლანდს მუხლში გასაგიჟებელი სიძლიერის დარტყმა მიაყენა. ეს ფაქტიურად სკანდინავიელის კარიერის დასასრული იყო. როიმ წითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა 5.000 ფუნტის ოდენობით.
მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში კინმა აღიარა, რომ მეტოქეს ტრავმა განზრახ მიაყენა და 1998 წლის ინციდენტის სამაგიერო გადაუხადა.
– მიიღე ნაძირალავ და აღარ გაბედო ჩემთვის გზაზე გადადგომა, – ეს არის სიტყვები სწორედ იმ სკანდალური ავტობიოგრაფიიდან. ამ წიგნში ასევე დაბეჭდილი იყო სხვა მრისხანე და კიდევ უფრო უცენზურო გამონათქვამები ჰოლანდის მისამართით. წიგნის გამოსვლის შემდეგ კინს კიდევ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და უკვე 150.000 ფუნტის გადახდა დააკისრეს ჯარიმის სახით.
გარდა იმისა, რომ კინი ბევრ რამეს აკეთებდა, ასევე არანაკლებ ლაპარაკობდა. ერთხელ მან საკუთარი აზრი გამოთქვა "მანჩეტსერ იუნაიტედის" მცველის, რიო ფერდინანდის თამაშთან დაკავშირებით გუნდის მიერ წაგებული ერთ–ერთი თამაშის შემდეგ.
– საკუთარ თავს სუპერვარსკვლავად მხოლოდ იმის გამო მიიჩნევ, რომ კვირაში 120.000 ფუნტს იღებ და "ტოტენჰემთან" მატჩში მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში თამაშობ კარგად, – განაცხადა ირლანდიელმა.
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიკი მაკარტისთან სკანდალის შემდეგ როიმ თავისი დამრიგებელი სასტიკად გააკრიტიკა. თუ შეიძლება მის ნათქვამს კრიტიკა ეწოდოს.
– იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები ავად არ მოგეჩვენებათ, მაგრამ მიკ მაკარტი ჯოჯოხეთში უნდა ჩალპეს... მიკ, შენ ცრუპენტელა, მახინჯი ხარ. მე შენ არ მიმაჩნიხარ არც მოთამაშედ, არც მენეჯერად, მე შენ არ გთვლი ადამიანად. შენ უბრალოდ მახინჯი ხარ და შეგიძლია ეს მსოფლიო თასი უკან შეიტენო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენთან საქმეს ვიჭერ ის არის, რომ შენ ჩემი ქვეყნის ნაკრების მენეჯერი ხარ, – ვერაფერს იტყვით, "მშვენიერი" სიტყვებია.
ამ ინციდენტის გამო როი კინმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 