| ქალი და მამაკაცი |

მოურინიუ ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა
ხავი: მოურინიუ ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა
"ბარსელონას" ერთ–ერთმა ლიდერმა ხავი ერნანდესმა ესპანეთის ჩემპიონატის გუნდის მიერ "მალიორკასთან" ჩატარებულ ბოლო მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემის გამო, რომელიც მას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აწუხებდა და რომელშიც ბრწყინვალედ იასპარეზა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ამის გამო ხავი, რომელიც ამხანაგურ მატჩებსაც კი არ ტოვებს, იძულებული გახდა პეპ გვარდიოლას და ვისენტე დელ ბოსკეს დალაპარაკებოდა და ეცნობებინა, რომ შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად ჯობდა მისთვის ორკვირიანი დასვენების საშუალება მიეცათ.
– რახან თქვენ პაუზის აღება გადაწყვიტეთ, ე.ი. საქმე სერიოზულადაა...
– ძალიან მტკივა. ეს პრობლემა ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე მაწუხებდა, სულ ვიტანჯებოდი. ვთამაშობ, მაგრამ თამაშისგან სიამოვნებას ვერ ვღებულობ. ვესაუბრე დელ ბოსკესა და პეპს და ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ახლა უმჯობესია, 15 დღე დავისვენო, ვინაიდან თამაშის დროს თავს ცუდად ვგრძნობ. ტკივილით თამაში კარგს არაფერს მოიტანს და ასე შორს ვერ წახვალ. ამასთან, საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გაიწყვიტა აქილევსის მყესი მარიომ ("ხეტაფეს" მოთამაშე) და ამან მაიძულა საკუთარ თავზე მეზრუნა.
– ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ჩათვალეს, რომ თქვენ ნაკრებიდან გაგიშვეს.
– ასეთი ჭორებისგან არავინაა დაზღვეული და მე ვერაფერს გავაკეთებ და ეს ნაკრებში ჩატარებული 98 მატჩის შემდეგ. არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ეს ყოველივე კონტროლს არ ექვემდებარება. ეს იმას უნდა ჰკითხოთ, ვინც ასეთ რამეს ამბობს. დელ ბოსკეს დავურეკე, ვუთხარი, რომ ასე თამაშს ვერ გავაგრძელებდი, მან კი მიპასუხა, პრობლემა არ არისო. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით. ასევე ვუთხარი, რომ ვერც კვირას ვითამაშებდი, მან კი მიპასუხა, რომ მაშინ განაცხადში არ შემიყვანდა. ჩვენ დაახლოებით ნახევარი საათი ვისაუბრეთ. ის ყველაფერს მიხვდა.
– თქვენს გარეშე "ბარსას" პრობლემები მოემატება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სახლში გაჭირვებით იგებს თამაშებს.
– მთავარია, პირველმა გახსნა ანგარიში. გასულ სეზონში ჩვენ უფრო ხშირად პირველები ვიტანდით გოლს, რის შემდეგაც მეტოქე იხსნებოდა. სხვა შემთხვევაში მეტოქე საკუთარ საჯარიმოში იკეტება და ასეთი მასირებული დაცვის გარღვევა ძნელდება. პირველ შემთხვევაში კი მაყურებელი უკვე იმ "ბარსას" ხედავს, როგორიც უყვარს. ამ სეზონში კი "რუბინმა", "ერკულესმა", "პანათინაიკოსმა" პირველებმა გაგვიტანეს გოლი თამაშის დასაწყისში.
– თქვენი აზრით, კონტრშეტევები თქვენი გუნდისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს?
– დაბეჯითებით ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია პირველმა გაიტანო გოლი, ეს საჭირო თავდაჯერებულობას გმატებს, ხოლო მათ აიძულებს ფრეს მისაღწევად წინ წავიდნენ. "რუბინი", "ერკულესი"... ისინი მოედანზე ფრეს მისაღწევად გამოვიდნენ და ანგარიშში დაწინაურდნენ, გაიტანეს გოლი, რომელსაც არც კი ესწრაფვოდნენ, როგორც შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ისინი მოგებას არ ცდილობდნენ, ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ გაიმარჯვეს. ამ მხრივ არ გვიმართლებს.
– გუნდის სათამაშო დონე იგივე დარჩა?
– დიახ. თამაშიც, მოტივაციაც და დინამიკაც...
– თუ შეიძლება გვითხარით, როგორ შეიძლება მოტივირებული იყოს ის, ვინც პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო?
– გამარჯვებას ეჩვევი და ყოველ ჯერზე უფრო მეტი გინდება. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, უპირატესობაა. ნაკრები კონფედერაციის თასის გათამაშებაში დამარცხდა, რაც ჩვენთვის კარგი შეჯანჯღარების ტოლფასი იყო. თუ შენ თუნდაც ერთხელ გაუგებ გამარჯვებას გემოს, მერე ის აღარასდროს მოგბეზრდება. გამარჯვებები ნარკოტიკივითაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. კარგი წინათგრძნობა მაქვს. გუნდში კარგი ატმოსფეროა, მშვიდად ვმუშაობთ... ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რათა ისევ მოვიგოთ რამდენიმე ტიტული.
– რაიმე განსაკუთრებული გამოწვევა თუ გაქვთ?
– ბევრია. გავუსწროთ მას, ვისაც უფრო მეტი ჩემპიონატი აქვს მოგებული, გავუსწროთ კლუბს, რომელსაც უფრო მეტი პრიზი აქვს მოპოვებული, გავაუმჯობესოთ დრიმ–ტიმის მიღწევა – გამარჯვება ზედიზედ ოთხ ჩემპიონატში.
– თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ თქვენ მიზანს ყველა ტურნირში გამარჯვება წარმოადგენს. მართლაც მიგაჩნიათ, რომ ყველა ტურნირში მიაღწევთ გამარჯვებას?
– რამის ასი პროცენტით მტკიცება შეუძლებელია. "ბარსაში" საკითხებს ჭკვიანურად და თავმდაბლად ვუდგებით, მაგრამ ამავე დროს საკმარისი ამბიციაც გვაქვს საიმისოდ, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ ფანატიზმის გარეშე. ვინაიდან ჩვენ უკვე გავხდით ერთადერთი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ყველა ექვსივე ტურნირი მოიგო. რთული იქნება, მაგრამ სამი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
– "ინტერმა" ვერ მოახერხა ექვსი ტიტულის აღება...
– ჰოდა, ყველა დარწმუნდა, ეს რამდენად რთულია. ასეთი რამის განმეორება შეიძლება, მაგრამ არა გაუმჯობესება და მისი გადაფასება რთულია.
– როგორც ჩანს, გასულ სეზონში დაგროვილი 99 ქულის გადამეტება რთული იქნება.
– ამ სეზონში ყველაფერი გაცილებით რთული იქნება.
– ტიტულისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალის" გარდა სხვა კონკურენტები თუ გეყოლებათ?
– ვფიქრობ, "ატლეტიკო" ადრინდელზე გაცილებით ძლიერად გამოიყურება, მათ თავდაჯერებულობა შეემატათ თასებზე მიღწეული გამარჯვებების შემდეგ. მათზე ისეთი ზეწოლას აღარ აქვს ადგილი. ისე ძალიან აღარ აკრიტიკებენ და ფეხბურთელებს შეუძლიათ საკუთარი სიამოვნებისთვის ითამაშონ. "სევილიამ" სუსტად დაიწყო, ვნახოთ, როგორ აეწყობა მათი საქმე მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ. "ვალენსია" ძლიერად გამოიყურება.
– "რეალი" გასულ წელთან შედარებით უარესად თამაშობს?
– ჯერჯერობით "რეალი" მთლად კარგად არ გამოიყურება, მაგრამ შედეგები გასული სეზონის იდენტური აქვს. ისინი დევნას აგრძელებენ. მათ ჩემპიონთა ლიგაში ორ მატჩში ექვსი ქულა აქვთ, ქვეყნის ჩემპიონატში კი ერთი ქულით გვისწრებენ, ასევე მათ ჯერ თამაში არ წაუგიათ, ისევე, როგორც "ვალენსიას" და მართალია, მათ არ გააჩნიათ ისეთივე საფეხბურთო ფილოსოფია, როგორიც ჩვენ გვაქვს, ისინი აგრძელებენ თამაშების მოგებას და სეზონის ბოლომდე კონკურენტუნარიანი იქნებიან.
– თქვენი აზრით, მათი გუნდის ორი სიმბოლოს, გუტისა და რაულის დაკარგვა მათზე აისახა?
– არა მგონია. გუნდში დარჩნენ კასილასი, არბელოა, ხაბი ალონსო... ისინი გამოკვეთილი ფეხბურთელები არიან. კრიშტიანუ რონალდუ, რაც უნდა თქვათ, გამარჯვებულის მენტალიტეტითაა. კიდევ იგუაინი, ასევე ახალბედებსაც სურთ თავის გამოჩენა, სურთ დაამტკიცონ, რომ "რეალში" თამაშს იმსახურებენ. და რაც მნიშვნელოვანია, მათ ჰყავთ გამარჯვებული მწვრთნელი, რომელიც შეჯიბრს აღმერთებს.
– თქვენ ხომ იცნობდით მოურინიუს. არ გაკვირვებთ, რომ იგი ხშირად ახდენს მაყურებლის პროვოცირებას?
– ასეთი ხასიათი აქვს და ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. ჩვენ აქედან სარგებელი უნდა მივიღოთ. მისმა ქცევამ მოტივაცია უნდა შეგვმატოს. იგი სკანდალურ ატმოსფეროში თავს კომფორტულად გრძნობს. მათ ისინი უყვარს. ზოგჯერ ქომაგებს დამატებითი მოტივაცია სჭირდებათ და იგი შესაძლოა ასეთ მოტივაციად იქცეს. მასზე დიდი ფსონი დაიდო. მასში დიდი თანხა გადაიხადეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ის ადამიანი, რომელიც "ბარსაში" იყო, ჩვენ გვიცნობს და სურს სამაგიერო გადაგვიხადოს... ამ მხრივ მოურინიუ ჩვენ გარკვეულ სამსახურს გვიწევს.
– რთულია მის მიერ დაგებული ხაფანგებისთვის თავის არიდება?
– არა. მე მას კარგად ვიცნობ. მისი აზროვნება მესმის. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და საკუთარ თამაშზე. მიმაჩნია, რომ მოურინიუზე გადამეტებულად ბევრს საუბრობენ, ბოლოსდაბოლოს, როდესაც საქმე თამაშამდე მიდის, ის ხომ არ გამოდის მოედანზე.
– მაგრამ იგი ქმნის ატმოსფეროს...
– ეს ყოველივე მძალიან ნიშვნელოვანია თქვენთვის, მას მედიისთვის, ეს კი უკვე ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ და შევეჯიბროთ.
– საქმე ისაა, რომ მათ გუნდში მოიყვანეს მწვრთნელი, რომელშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს, ჩვეულებრივ კი ისინი ასე მხოლოდ იმისთვის არ იქცევიან, რომ "ბარსა" ტახტიდან ჩამოაგდონ.
– სწორედ ამიტომ უნდა ვეძებოთ ამაში პოზიტივი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა ტახტიდან ჩამოგვაგდონ, ვინაიდან მათ უკვე ორი წელია ტიტული არ მოუგიათ, ეს კი მათზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს.
– ბოლო წლებში მადრიდული პრესისი ზეწოლა აუტანელი გახდა. ეს თქვენზე რამენაირად მოქმედებს?
– როგორც კიდევ ერთი დამატებით მოტივაცია. ხშირად ადამიანებს სტიმული სჭირდებათ, რათა უფრო გაძლიერდნენ, ასე რომ, ვცდილობ ამ ყოველივეს საპირისპირო მხრიდან შევხედო; რაც უფრო ძლიერად გვიპირისპირდებია, მით უფრო ვძლიერდებით ჩვენ. ჩვენ ყოველთვის რაღაცეები გვესმის, ამას ვერსად დაემალები, მაგრამ მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. საშინელი არაფერი ხდება, ამით ჩვენ უფრო ვძლიერდებით.
– გასახდელში გაზეთებში დაბეჭდილ სათაურებს ხომ არ კიდებთ, რომლებიც გაღიზიანებენ?
– (იცინის) არა. დროდადრო ჟურნალებიდან ფოტოსურათებს ვკიდებთ, რომელზეც ჩვენ ვართ ასახულნი, მაგრამ არა ყოველდღე, რა თქმა უნდა.
– კიდევ ერთი შესანიშნავი მოტივაცია – ჩემპიონთა ლიგის ფინალი "უემბლიზე".
– დიახ, ასეთი მოტივაციები გვჭირდება. გასულ სეზონში ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იყო და ერთადერთი გოლის გამო ვერ მივაღწიეთ მიზანს. წელს "უემბლიზეა" და იქ მოხვედრა ძალიან გვინდა.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: რონალდუ

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 