asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რაზე ოცნებობს უნაი კასილასი
რაზე ოცნებობს უნაი კასილასი
რაზე ოცნებობს უნაი კასილასი

2010-10-12 17:12:27



უნაი კასილას ფერნანდესი მადრიდული კლუბის, "მოსტოლესის" ვარსკვლავური შენაძენია. ეს კლუბი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. უნაი იკერ კასილასის ძმაა.

კასილასების ოჯახის ყველაზე უმცროს წარმომადგენელს (უნაი 22 წლისაა) სურს თავისი კვალი დატოვოს ფეხბურთის ისტორიაში და გააკეთოს ეს იმის მიუხედავად, რომ უკვე ბავშვობაშივე კარგად ესმოდა: იკერი – იკერია, უნაი – უნაი. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც უნაიმ ექსკლუზიურად მისცა ერთ–ერთ გაზეთს.

– ბევრმა არ იცის, რომ უნაი კასილასი ამ სეზონიდან "მოსტელოსის" შემადგენლობაში იასპარეზებს. როგორ აღმოჩნდით ამ კლუბში?

– მე უკვე მოვასწარი რამდენიმე კლუბში ასპარეზობა. შედარებით სერიოზულ დონეზე გამოსვლა თავიდან კლუბ "მახადაონდეში" დავიწყე, ასევე ვითამაშე "ვილიავისიოს დე ოდონში".

იყო გუნდები ბოადილიას რაიონში, იქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ამ კლუბებში წარმატებით განვითარდა ჩემი კარიერა. "მოსტელოსში" გადასვლის ძირითადი მიზეზი კარიერაში მეტის მიღწევის სურვილი იყო. გადავწყვიტე ძალები აქ მოვსინჯო.

– როგორია თქვენი ერთი, ჩველებრივი დღე?

– დილით ადრე ვდგები და უნივერსიტეტში მივდივარ. შარშანდელთან შედარებით, წელს ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა, ვინაიდან შარშან საღამოს სმენა ვიყავი, წელს კი დილით მიწევს წასვლა. ამასთან ერთად ვცდილობ ვიპოვო სამსახური იმ დარგში, რომელიც ძალიან მომწონს, ეს საბაზრო ურთიერთობები და მეწარმეობაა. და ყველაფერი ეს უნდა შევუთავსო ვარჯიშებს, რომელიც შუადღის შემდეგ ტარდება.

– შარშან თქვენ საფრანგეთში იყავით, რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ ამ ქვეყანაზე?

– იქ ვისწავლე, როგორ უნდა დაუკავშირო ერთმანეთს ოჯახში ყოფნა, სწავლა და ფეხბურთი. მე ვალდებული ვიყავი თვითონ მეყიდა პროდუქტები და მომემზადებინა საჭმელი. იქ მომიხდა იმის სწავლა, რასაც აქ, სახლში ყოფნისას აზრადაც ვერ გაივლებ. იქ ყოფნა დამეხმარა დამეფასებინა ახლობლები, რომლებიც გვერდით არ მყავდნენ, ისინი ძალიან მენატრებოდნენ.

ეს იყო დიდი გამოცდილება, ვინაიდან მე გავეცანი იქაურ კულტურას, ენას, როგორ ფუნქციონირებს უნივერსიტეტი და როგორ ვითარდება ფეხბურთი სხვა ქვეყანაში. იქ ფეხბურთი მჭიდროდ არის დაკავშირებული გულშემატკივართან და არ არის უსაშველო სხვაობა გრანდებსა და პატარა კლუბებს შორის.

– როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

– უმჯობესია, ეს კითხვა ჩემს მეგობრებს დაუსვათ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად ლაქლაქა ვარ და მიყვარს ხუმრობა.

– და როგორც ფეხბურთელს?

– ცენტრალური ნახევარმცველი ვარ. მიყვარს შეტევა და თუ შესაძლებლობა მაქვს დაცვის დახმარების (ეს კი ყველაზე ცუდად გამომდის), ამასაც მთელი გულით ვცდილობ. ყოველთვის ვოცნებობდი მეპოვა ჩემი საკუთარი სტილი.

– არსებობს ფეხბურთელი, რომელთანაც მსგავსებას ისურვებდით?

– ყოველთვის მომწონდა ხავი ერნანდესის სტილი. მის თამაშს ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს, ვინაიდან ის თამაშობდა ჩემს ძმასთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. ეს ის ფეხბურთელია, რომელის ყურებაც არასდროს მომბეზრდება.

– თქვენ 22 წლის ხართ, გეგმავთ პრიმერაში ასპარეზობას?

– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. კონცენტრირებული ვარ მხოლოდ იმაზე, როგორ დავეხმარო "მოსტოლესს" ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ჩემი მიზანი სპორტით დაკავებაა და თუ რამე გამომივა, ყვეალფერი წინაა. ამ ეტაპზე პრიმერაზე არ ვფიქრობ.

– რა მიზანი გაქვთ?

– როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მიზანი თანდათან განვითარება და კლუბის დახმარებაა. ამისთვის ყველაფერს გავიღებ, რაც შემიძლია.

– საიდან მოდის თქვენი ოჯახის ესეთი ლტოლვა ფეხბურთისადმი?

– ეს ცოტა უცნაურია, ჩემი ძმა მეკარეა, მე კი მინდვრის მოთამაშე. ყოველთვის ვიყავი ამ მეკარის პერსონალური გულშემატკივარი და თვითონაც მსურდა მეკარეობა, ვინაიდან მე და დედა ყოველთვის დავდიოდით იკერის ვარჯიშებზე და ყურადღებით ვაკვირდებოდი მას.

დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ოჯახის ფეხბურთისადმი ლტოლვა სწორედ აქედან მოდის, დედისგან, ასევე ვუყურებდით ბევრ მატჩს და ვთამაშობდით ეზოში. მე ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარს, ვიდრე ყურება. ვაღიარებ, რომ "ბერნაბეუზე", "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირების ბოლო ექვსი მატჩიდან მხოლოდ ერთს ვუყურე.

– თქვენ ვინმე გადარებდათ იკერს?

– ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, თუმცა, მინდა განვაცხადო, რომ იკერი – იკერია, უნაი – უნაი.

– თქვენ და იკერს როდესმე გითამაშიათ ერთმანეთის პირისპირ?

– სიმართლე გითხრათ, არა. თუმცა, შესაძლოა სოფელში, მაშინ, როდესაც ჩემი ძმა 16–17 წლის იყო, მე – 9–ის. სხვა დროს არასდროს გვითამაშია ერთმანეთის პირისპირ. ეს ცოტა უცნაურია, ვინაიდან მისი კარის მისამართით ურტყამდა და დაარტყამს ათასობით ფეხბურთელი, მე კი, მის ძმას, ეს არც ერთხელ არ გამიკეთებია (იცინის).

– წარმოიდგინეთ პენალტების სერია: "მოსტელოსსა" და მადრიდის "რეალს" შორის. როგორ წარმოიჩენდით თავს ამ სერიაში?

– ვიფიქრებდი დამერტყა მისთვის მარჯვენა ხელისკენ, ვინაიდან ის ცაციაა. ისე კი ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავურტყა მას პენალტი. ამას ვერ გავბედავდი (იცინის).

– იკერი გაძლევთ რჩევებს, როგორ უნდა იცხოვროთ და გაიზარდოთ საფეხბურთო სამყაროში?

– დიახ. მაშინ, როცა რთული მომენტები მიდგას ცხოვრებაში. ის მეუბნება, რომყოველთვის უნდა შევძლო თავის შეკავება. ის განსაკუთრებით მთხოვს, რომ არ ვილაპარაკო ჩვენს ცხოვრებაზე, ვინაიდან ეს ყველაზე მთავარია ჩვენთვის.

– თქვენი პროგნოზი პრიმერაზე, ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასზე და იმაზე, რომელ პოზიციას დაიკავებს "მოსტელოსი"...

– ვფიქრობ, პრიმერა დივიზიონს "ბარსელონა" მოიგებს. ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ, "რეალი" ნახევარფინალამდე მიაღწევს, გამარჯვებული კი ფრანგული კლუბი გახდება (იცინის).

ღმერთმა ქნას, "სამეფო თასი" "ბლანკოსმა" მოიგოს, ვინაიდან ეს ერთადერთი ჯილდოა, რომელიც ჩემს ძმას არ გააჩნია, თუმცა, მეორეს მხრივ, თუ ვერ მოიგებს, საშინელება არ მოხდება, რადგან ერთხელ მე მოვიგებ ამ ტიტულს "მოსტელესთან" ერთად და იმით ვიამაყებ, რომ მე მოგებული მექნება ეს ჯილდო, მას კი არა (ხარხარებს). რაც შეეხება "მოსტელესს", ჩვენ გვსურს რაც შეიძლება ზედა პოზიციებზე ვიმყოფებოდეთ, ასე რომ, ყოველ კვირას ჩვენ მოედანზე სამი ქულისთვის გავალთ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კასილასი
კავშირი ტეგთან: სამი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online