| ქალი და მამაკაცი |

"ჩვენი წყვილი ეკრანზე ცხოვრების ბოლომდე დარჩება"

"კომედი შოუს" იუმორისტები ფაქო და ამიკო როგორც ეკრანზე, ცხოვრებაშიც სულ ერთად არიან. მათი მეგობრობა ჯერ კიდევ "კავეენიდან" დაიწყო და შემდეგ "რუსთავი 2"–ის იუმორისტულ გადაცემებში გრძელდება.
– რა ხდება ახალი თქვენს შემოქმედებით კოლექტივში?
ფაქო: ყველაფერი განახლებულია. რასაც ახლა ვაკეთებთ, წინა სეზონისგან განსხვავდება. მაგალითად, გაჩნდება ახალი ფრაზები, რომლებიც აგორდება და მაყურებელი აიტაცებს. მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძობთ. ორშაბათიდან პარასკევამდე დილის ათი საათიდან ვმუშაობთ, ზოგჯერ ეს შუაღამემდე გრძელდება.
ამიკო: ხანდახან შაბათ–კვირასაც ვმუშაობთ. დღესასწაულებზეც კი ვერ ვისვენებთ. ერთხელ, საახალწლო გადაცემისთვის დილის ხუთ საათამდე ვიმუშავეთ. ვცდილობთ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.
ფაქო: ამ სეზონში რაღაც სურპრიზები შემონახული გვაქვს, რომელსაც მალე მაყურებელიც ნახავს. თუმცა, წინასწარ ვერ ვიტყვით. მინდა ჩვენს ახალ შენობაზეც ვთქვა, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. მისი მდებარეობით ყველა უკმაყოფილოა, რადგან შორს არის. მაგრამ ჩემზე კმაყოფილი ადამიანი არ არსებობს. აქედან ზუსტად 34 მეტრის მოშორებით ვცხოვრობ. ამ 34 მეტრს გავივლი და მერე მე–12 სართულზე ავდივარ, მეტი არაფერი.
– განახლებულ "კომედი შოუში" თქვენი წყვილი ისევ დარჩა?
ფაქო: ჩვენი წყვილი ეკრანზე ცხოვრების ბოლომდე დარჩება. "ქლაბ შოუდან" ჩამოყალიბდა ის სტერეოტიპი, რომ ამიკო და ფაქო სულ ერთად იყვნენ. ახლაც ვცდილობთ, რომ ეს "კომედი შოუშიც" გაგრძელდეს. მთავარია, ეს ყველაფერი კარგად მოვირგოთ.
– როგორც ვიცი, თქვენი მეგობრობა ეკრანს მიღმაც გრძელდება.
ფაქო: რა თქმა უნდა, გრძელდება. მე ამიკოს მეჯვარე ვარ.
ამიკო: ეკრანს მიღმა, ჩვენ კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– ერთმანეთს "კომედი შოუმდე" იცნობდით?
ფაქო: კი, მანამდეც ვიცნობდით. "კავეენში" ერთად ვთამაშობდით. მას შემდეგ ერთად მოვდივართ.
ამიკო: უკვე ოთხი წელია, რაც ვმეგობრობთ.
ფაქო: ამ ადამიანმა თავი ყველაზე ცუდად დამამახსოვრა. ერთხელ ძალიან მკაცრად მეხუმრა. ახლა ამას ვერ მოვყვები. მისი ასეთი ხუმრობა ზოგს შეიძლება სწყენოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ხუმრობები მომწონს, არ მწყენია.
– ერთმანეთს გადაღების დროს ადვილად ეწყობით?
ფაქო: კი, ამიკო პრეტენზიული არაა და რასაც ვაკეთებ, იმას ჭამს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ ერთმანეთს მართლა კარგად ვეწყობით და ჩვენი ნაცნობობის მანძილზე არასდროს გვიჩხუბია. იშვიათად თუ ვკამათობთ, ისიც ძირითადად იმაზე, თუ რა ჯობია, რომ გავაკეთოთ ეთერში. ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვკამათობთ, მაგალითად, სად უნდა წავიდეთ. ზოგჯერ ღამის ხუთ საათზე ვდაობთ იმაზე, თუ სად წავიდეთ გასართობად. ამიკო რომ მეტყვის რომელიმე ადგილს, მე ვეუბნები, მანდ არ ჩამოვალ–თქო და ასე შემდეგ.
ამიკო: საბოლოოდ ვიმარჯვებ ხოლმე და იქ ჩამყავს, სადაც ჩასვლა არ უნდა.
ფაქო: ახლა ისევ ზაფხულის პერიოდია და ქალაქში ყველაფერი ბოლომდე გახსნილი არაა. მაგალითად, ღამე ბილიარდის თამაში მინდა ხოლმე, მაგრამ სად ვითამაშო, არ ვიცი.
ამიკო: ამ ბოლო პერიოდში უფრო ბოულინგი გვიტაცებს. მართალია, დიდი ხანია არაა, რაც ვთამაშობთ, თუმცა ერთი–ორჯერ რომ ვიყავით, ძალიან მოგვეწონა.
– კიდევ როგორ ერთობით ხოლმე?
ამიკო: კლუბებში ვერთობით. შეიძლება სახლიდან არც გავიდეთ, კომპიუტერში ფეხბურთი ვითამაშოთ ან იშვიათად ბანქოს ვთამაშობთ.
– ჰობი თუ გაქვთ?
ამიკო: თავიდან შემეძლო მეთქვა, რომ ჩემი ჰობი სიმღერა და ცეკვაა–თქო, მაგრამ ეს უკვე ჰობია კი არა, მოვალეობაა. ეს ძალიან მსიამოვნებს.
ფაქო: ჩემი ჰობი გართობაა, ანუ რითიც გავერთობი, ჩემი ჰობიც ისაა. მარტივად რომ ვთქვა, თავისუფალ დროს თავისუფლად ვატარებ. საერთოდ ერთფეროვნებას ვერ ვიტან და სულ ვცდილობ, რომ რაღაც გამოიცვალოს.
– სპორტის რომელიმე სახეობით თუ ხართ დაკავებული?
ფაქო: იშვიათად ფეხბურთს ვთამაშობთ ხოლმე. შიდა ჩემპიონატი გვაქვს და ახლა "რუსთავი 2"–ის ერთ–ერთ გუნდს უნდა შევხვდეთ.
ამიკო: დარწმუნებული ვართ, ეს ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდება. ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ფაქო: ძირითადად, სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. კიკბოქსინგზე ერთხელ გავედი და ისიც ჩემი სურვილით არ მოხდარა. რაც შეეხება ფეხბურთს, დღემდე მინდა ფეხბურთელობა, თუმცა უკვე ვხვდები, რომ ამისი შანსი აღარ მაქვს. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი, მაგრამ არ გამოვიდა.
– ამიკო, თქვენ საკმაოდ კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ. მომღერლობაზე არ გიფიქრიათ?
ამიკო: კი, ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ საბლოო ჯამში იქ გავჩერდი, სადაც ახლა ვარ. აქ თავს უფრო კარგად ვგრძნობ. ჩემ ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომ აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩემი მონაცემები აქ უკეთესად ფასდება, ვიდრე სხვაგან დაფასდებოდა. ადრე ვოცნებობდი, რომ ცნობილი მომღერალი გავმხდარიყავი. ეს სამსახური კი ისეთია, რომ ამ მხრივ არაფერში მზღუდავს.
– რა პროფესიის ხართ და თუ გიმუშავიათ თქვენი პროფესიით?
ფაქო: მე ჟურნალისტი ვარ. უნივერსიტეტში ყოფნის დროს სპორტული გაზეთის რედაქტორი ვიყავი. ეს მხოლოდ პრაქტიკა იყო. მეტი ამ პროფესიით არაფერი გამიკეთებია.
– ჟურნალისტიკაზე რატომ ჩააბარეთ?
ფაქო: საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაინტერესებდა, ანუ მინდოდა დეტექტივივით რაღაცეები გამომეძიებინა. თუმცა ამ პროფესიას ვერ გავყევი.
ამიკო: ფაქო რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა, იქ მარტო არ დავტოვებდი და მეც მასთან ერთად ვიქნებოდი. ეს შერლოკ ჰოლმსი იქნებოდა, მე – ვატსონი.
– ამიკო, თქვენ რა პროფესიის ხართ?
ამიკო: მე პროფესიით მეზღვაური ვარ, თუმცა გემზე არასდროს წავსულვარ. მეზღვაურობა ისეთი პროფესიაა, რომ მატერიალურად უფრო ძლიერი ხარ. ზღვაში უფრო დიდი ხელფასებია, ვიდრე ხმელეთზე. მიუხედავად ამისა, გულმა იქით არ გამიწია. ხმელეთი ვამჯობინე. თუმცა ცხოვრებაში არაფერს გამოვრიცხავ და შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ჩემი გემზე წასვლა საჭირო გახდეს.
ფაქო: თუ კარგი კრუიზი იქნება, გემზე მეც გამოგყვები.
– ეკრანზე ძალიან მხიარულები ხართ და ეკრანს მიღმაც ასეთები ხართ?
ფაქო: ეკრანს იქეთ ჩვენ ღრმა დეპრესიაში ვართ. მე პირადად სიძულვილის გრძნობა მეუფლება ხოლმე და ამას გამოვხატავ კიდეც. ყველას ვეუბნები, რომ მძულს. ეს ხუმრობით და სინამდვილეში ძალიან მხიარულები ვართ.
ამიკო: როგორებიც ეკრანზე ვართ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეთები ვართ. ჩვენი ორიგინალურობა სწორედ ამაშია, რომ არ ვთამაშობთ.
ფაქო: ვცდილობთ, რომ ეკრანზე სულ მხიარულად ვიყოთ. თუ რაიმე პრობლემა გვაქვს, არ შევიმჩნიოთ. ყოველდღიურობაში კი პრობლემაზე ფიქრი გიწევს. საერთო ჯამში, ხასიათი ეკრანზეც და ცხოვრებაშიც ერთი და იგივე მაქვს.
– გადაღებების მომენტში გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილხართ?
ამიკო: ჩვენთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, რადგან ვცდილობთ ამ მდგომარეობიდან ისევ ხუმრობით გამოვიდეთ.
ფაქო: ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, როდესაც შენს პარტნიორს ტექსტი ეშლება ან ავიწყდება. ამ დროს შენც იმაზე ფიქრობ, მას რა უნდა ეთქვა და შენი ტექსტიც გავიწყდება.
ამიკო: ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც ტექსტი არავის დავიწყებია, თუმცა რაღაც გაუთვალისწინებელი მომხდარა.
ფაქო: ერთხელ ერთ–ერთ სკეტჩში ხელში ფიალები უნდა დაგვეკავებინა, რომელშიც ცეცხლი ენთო. რეპეტიცია ისე გავიარეთ, ფიალები ცარიელი იყო. გადაღებაზე კი ცეცხლი რომ ავანთეთ, უცებ ეს ფიალები ძალიან გაცხელდა.
ამიკო: ძალიან სასაცილო მომენტი იყო, რადგან უკვე ხელები გვეწვებოდა.
– როგორია ხალხის რეაქცია თქვენს დანახვაზე?
ფაქო: როდესაც სახლში ავდივარ და ლიფტს ველოდები, ლიფტიდან გამოსულ ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებული რეაქცია აქვს და სახეს იცვლის. ერთხელ ლიფტთან მე და ამიკო ვიდექით და ეს განცვიფრება ორმაგი იყო. ცუდად არასდროს არავინ შეგვხვედრია, პირიქით, სულ მიღიმიან. ძირითადად, ამიკოს მიხსენებენ ხოლმე, ეგ რა მაგარიაო. უკვე დიდი ხანია, რაც "კომედი შოუ" არსებობს. ჩვენ ცოტა მოგვიანებით შემოვუერთდით, თუმცა თუ არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ არც არაფერი გაგვიფუჭებია.
ამიკო: ადრე ახლები ვიყავით, ახლა კი ძველებში გავდივართ. იმედია, აქ კიდევ დიდ ხანს ვიმუშავებთ და დამფუძნებლები გავხდებით. ძველების და დამფუძნებლების კრებები იმართება ხოლმე. ადრე არცერთს არ ვესწრებოდით. ახლა ძველების თათბირზე დავდივართ. მაინტერესებს, დამფუძნებელთა თათბირზე რა ხდება.
– თუ გიფიქრიათ იმაზე, რას გააკეთებთ, როდესაც "კომედი შოუში" აღარ იქნებით?
ფაქო: ამაზე არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაგრამ არ მინდა ვიფიქრო "კომედი შოუს" გარეშე როგორ ვიქნები, ან რას გავაკეთებ.
ამიკო: სხვათაშორის, ჩვენი გადაცემა არის პროექტი, რომელმაც წლებს გაუძლო და დღემდე რეიტინგულია. ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჩვენ კი ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა "კომედი შოუმ" ეს მდგომარეობა შეინარჩუნოს. ბიჭები ერთმანეთში რომ არ ვმეგობრობდეთ, საქმეს ასე კარგად ვერ გავაკეთებდით.
ფაქო: ეს მხოლოდ სამსახური არაა, მეორე ოჯახია. ერთმანეთში პატივისცემა რომ არ იყოს, ვერც გავძლებდით.
ამიკო: ეს არის ოჯახი, სადაც ქორწინება და შვილების გაჩენა არ ხდება.
ფაქო: რაღაც კანონები ჩვენც გვაქვს.
ამიკო: აქ იგივე სიტუაციაა, როდესაც ოჯახში სადილის დროს ყველა ერთად ჯდება და თუ სუფრასთან ვინმე აკლია, იმის გარეშე არ ჭამენ. თუ ვინმე გვაკლია, უიმისოდ საქმეს ვერ ვიწყებთ.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 