| ქალი და მამაკაცი |

ზესტაფონი თბილისს ოთხით დაშორდა
ზესტაფონი თბილისს ოთხით დაშორდა
კარგა ხანია, რაც საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი ასე თავდაჯერებით არ მოქცეულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის სათავეში. არადა, იმერლებს კარგი გუნდი ჰყავთ და თუ დღევანდელი სიტუაციით ვიმსჯელებთ, ჩემპიონობასაც იმსახურებენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის მეოთხედი მიილია და წინასწარ დასკვნების გამოტანა ნაადრევია. თუმცა, ამ ლამაზ ქალაქში საფეხბურთო ზეიმი მაისში ცუდი საცქერი არ იქნებოდა.
წავიდა გუნდიდან ნესტორ მუმლაძე და "ტორპედომ" ქულების აკრეფვაც დაიწყო ახალი თავკაცის, გიგატაძის ხელმძღვანელობით, თუმცა იმის დაჯერება ნამდვილად არ გვინდა, რომ მუმლაძეს "ვიღაც ებრძოდა".
ამასობაში ქვემოქართლური დერბი შედგა და მოულოდნელად, ფინანსურად არცთუ ძლიერად მყოფმა "სიონმა" რუსთავის "ოლიმპი" ბეჭებზე გააკრა. ეს კი ნამდვილი სენსაცია გახლდათ.
ნამდვილი დერბი ქუთაისში
სამწლიანი შესვენების შემდეგ ქუთაისში საფეხბურთო ზეიმი შედგა. პირველი წრის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში რიონისპირელებმა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, თბილისის "დინამოს" უმასპინძლეს. იყო დრო, როცა ამ ორი გუნდის უშუალო დაპირისპირებისას ქვეყნის ჩემპიონი გამოვლენილა. მართალია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, უსახსრობის გამო "ტორპედო" უმაღლეს ლიგასაც დაემშვიდობა, მაგრამ მთავარი მაინც ძალაში დარჩა, ამ ჯერზე ნაკლები მნიშვნელობით, მაგრამ ქართულ ფეხბურთში ელ–კლასიკო მაინც დაბრუნდა.
მე–6 წუთზე თბილისელებმა ლამაზი ,სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ედნილსონის პასის შემდეგ კაკუბავა მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და შორეულ ძელთან მდგარ კოშკაძეს მაღლივი გადაცემა გაუკეთა. თბილისელთა კაპიტანს ხელს აღარავინ უშლიდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ამის შემდეგ, ტორპედოელთა ჯერიც დადგა. მე–14 წუთზე, მათ სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. ქემუხტაშვილმა მახვილგონივრული პასით შეტევაში ფოფხაძე ჩართო, მან საბანაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დიღმელაშვილს დაუგორა. ყოფილი დინამოელის ძლიერ დარტყმულს ლორია ადგილზე დაუხვდა. თითქმის მაშინვე ჩიკვილაძემაც გაისროლა სახიფათოდ, თუმცა დინამოელთა კიპერი ისევ უშეცდომო გახლდათ.
მე–18 წუთზე, გიგაურის მოჭრილი დარტყმის შემდეგ, ლორია ნახტომით მიწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. 24–ე წუთზე რიონისპირელებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. კემუხტაშვილმა კარგი გადაცემით საბანაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მართალია, ერთ–ერთ დინამოელს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში არ გააჩერა, რადგან მიიჩნია, რომ ტორპედოელი საგოლე მდგომარეობაში გახლდათ. ქუთათურთა ფორვარდს კი საბოლოო დარტყმა გაუცუდდა და კარის აღების შანსიც დაიკარგა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე საბანაძეს კიდევ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა მისი ძლიერად დარტყმული ოდნავ გადასცდა ხარიხას.
მეორე ტაიმი სანახაობრივად ბევრად უკეთესი გამოდგა. პირველი შეტევა ისევ "დინამოსი" გახლდათ. კახელიშვილის დარტყმამ კარის ძელს ახლოს ჩაუქროლა. მასპინძელთა საპასუხო ჩხვლეტა კი შედეგიანი გამოდგა.
54–ე წუთზე, რიონისპირელთა გააზრებული კომბინაციის შემდეგ, თარხნიშვილი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში შევარდნილი ქემუხტაშვილისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მართალია, ლაშამ ბურთი ვერ დაიმორჩილა, მაგრამ თანაგუნდელებს ამაგი ჩიკვილაძემ დაუფასა და ძლიერი დარტყმით დინამოელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
ორიოდე წუთში ქემუხტაშვილიც ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ამჯერად ლორიამ ივარგა. თითქმის მაშინვე, მუჯირმაც გაიბრწყინა. მისი მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ, ჯიუსი, პრაქტიკულად, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. კამერუნელმა ფორვარდმა ეროვნულ ჩემპიონატში მობრუნებული თანაგუნდელი აღარ გააწბილა და ზუსტი დარტყმით ანგარიშში წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ მომენტები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა. 62–ე წუთზე ფოფხაძე ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას, თუმცა, უშედეგოდ. ორიოდე წუთში კახელიშვილი დრიბლინგით გასცდა რამდენიმე "ტორპედოელს" და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერადაც გაისროლა, მაგრამ ქუთათურთა კიპერი ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
იქვე ჯიუსმა "ტორპედოელები" კინაღამ მეორედ დაამწუხრა – ფარულავასა და მიგინეიშვილის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ ის საგოლე პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ ბოლო წამს ისევ ფარულავამ ივარგა, ფეხებში ჩაუწვა ფორვარდს და სიტუაცია განმუხტა. შემდგომ სამწუთიან ინტერვალში "ტორპედომ" ზედიზედ ორჯერ შეუტია. ჯერ ჩიკვილაძის მიერ საჯარიმოდან ძლიერად დარტყმული ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას, შემდეგ კი გიგაურსაც მოეცარა ხელი.
71–ე წუთზე მატჩის კულმინაციური მომენტიც ვიხილეთ – მორიგი საჰაერო ორთაბრძოლისას ჯიუსმა ხელით ითამაშა. რადგან კამერუნელ ფორვარდს ერთი გაფრთხილება უკვე ჰქონდა მიღებული, არბიტრმა მისი ხელმეორედ "გაყვითლება" და შესაბამისად, მოედნიდან გაძევება მიზანშეუწონლად მიიჩნია და მხოლოდ ჯარიმის დაფიქსირებით შემოიფარგლა. ამან მატჩზე დამსწრე გულშემატკივართა ვნებათაღელვა გამოიწვია და ვიღაცამ მოედანზე პლასტმასის ბოთლიც გადმოაგდო.
ორ წუთში მასპინძლებს თავიანთ მარადიულ მეტოქესთან გამარჯვების მომტანი გოლის გატანაც კი შეეძლოთ – საბანაძემ ერთი მეორის მიყოლებით ორ მცველს გვერდი აუქცია და ლორიასთან პირისპირ გასულმა მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა. თბილისელთა გასახარად, ბურთი ძელმა აისხლიტა და კარის აღების 100%–იანი შანსიც დაიკარგა.
მატჩის შემდეგ
კახი კაჭარავა ("დინამო"):
– დღეს ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ. მოგება ორივე გუნდს შეეძლო. ვფიქრობ, ანგარიში სამართლიანია. მოხარული ვარ, ეროვნულ ჩემპიონატში ასეთი მატჩები რომ არსებობს. ეს ქართულ ფეხბურთს ალამაზებს.
გიორგი გიგატაძე ("ტორპედო"):
– ამ ზეიმს ქუთაისი 3 წელი ელოდა. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა, მოგებაც შეგვეძლო. ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.
ზესტაფონმა ადვილდ იმარჯვა
"ზესტაფონმა", 2009 წლის მსგავსად, პირველი წრე წელსაც ცხრილის სათავეში ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაასრულა. თავიდანვე ჩანდა, რომ პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებაში არც ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება იქნებოდა იოლი საქმე და არც გოლის გატანა. ამის მიუხედავად, სტუმრებმა პირველს უფრო იოლად მიაღწიეს, ვიდრე მეორეს, თუმცა, ამასაც შეიძლება ახსნა მოეძებნოს. ვეტერინარებმა, შეიძლება ითქვას, ბურთის კონტროლი იოლად დაანებეს მეტოქეს, თავად კი კონტრშეტევებისა და სტანდარტულიდან კარში დარტყმის იმედად დარჩნენ. ასეთმა არჩევანმა პირველ ტაიმში თუ მცირედი შედეგი მაინც მისცა ვიტელებს, მეორეში საქმე სხვაგვარად აეწყო.
სტუმრად თამაშის მიუხედავად, გეგუჩაძემ ტრადიციას არ უღალატა და ძირითადში ორი გამოკვეთილი ფორვარდი გაამწესა. მათგან ნიკა გელაშვილი ცოტათი წინ იყო წაწეული, რაც მას მუდმივად თბილისელ მცველთა ყურადღების ცენტრში ყოფნის გარანტიას აძლევდა. პირველ ტაიმში შექმნილი მომენტებიდან, ყველაზე ეფექტური და სახიფათო სწორედ გელაშვილის გვართან ასოცირდება. 39–ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში მყოფმა მაღალი ტრაექტორიით წამოსული ბურთი მიიღო, ერთი შეხებით დაამუშავა იგი და ძირს დაუშვებლად გაგზავნა კარის მიმართულებით. გელაშვილის დარტყმული ხარიხას გადაცდა.
იმერელთა მეორე ფორვარდს, ჯაბა დვალს რაც შეეხება, იგი მეორე ტაიმში უფრო ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში, მანამდე კი შეხვედრის ბედის გადამწყვეტი შემთხვევა მოხდა. 58–ე წუთზე თბილისელმა დავით მაისაშვილმა არბიტრისგან მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და ვადაჭკორიამ გასახდელისკენ მიუთითა. ასეთ მატჩში რიცხობრივი უპირატესობა არცთუ უმნიშვნელო ფაქტორია. როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენეს, "ვიტელების" კაცნაკლულობამ უქულოდ დარჩენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.
61–ე წუთი მიმდინარეობდა, როცა "ზესტაფონის" მიერ უზადოდ გათამაშებულ სტანდარტს გელაშვილის საგოლე დარტყმა მოჰყვა. მარცხენა ფრთიდან შოთა გრიგალაშვილის შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი ხიდეშელმა ქუსლით პასი მოაყოლა, რომელზეც ერთდროული რეაქცია ჰქონდა გიორგი ონიანსა და ნიკა გელაშვილს. საბოლოოდ, მცველმა ფორვარდს დაუთმო დარტყმის მისია და არც შემცდარა – 0:1.
გატანილი გოლის შემდეგ სულ უფრო ხშირად ხვდებოდა მეტოქის მცველთა ყურადღების არეალში ზესტაფონელი დვალი. იგი ხშირად უგებდა საჰაერო ბრძოლებს მასზე ტანმაღალ თბილისელ მცველებს. ერთ–ერთი ასეთი დუელისას ჯაბას თავური ხარიხას მცირედით გადასცდა. 79–ე წუთზე ზესტაფონელმა ფორვარდმა მიზანს მაინც მიაღწია და მანაც, გელაშვილის მსგავსად, საკმაოდ გააზრებული კომბინაციის შედეგად, მოედნის ცენტრიდან ონიანის პასის შემდეგ, გელაშვილმა უკან გორგიაშვილს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი ვიტელთა დაცვის შუაში გატარებული გადაცემით დვალი კიპერთან პირისპირ დატოვა. ფორვარდს ძაძამიას მოტყუება და ცარიელ კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია – 0:2.
მატჩის დამთავრებამდე სტუმრებს, ანალოგიური კომბინაციის შემდეგ, კიდევ ერთხელ მართებდათ თბილისელთა დამწუხრება, მაგრამ ფიფიას ზუსტი პასით კიპერთან პირისპირ დარჩენილმა გელაშვილმა ძაძამიას მოტყუებას ძლიერი დარტყმა ამჯობინა.
არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ვეტერინარებს, კერძოდ კი, ჩიმაკაძეს, გოლის გატანის ერთადერთი შანსი მიეცათ. მასპინძელთა ფორვარდი ცრუმოძრაობით გასცდა იმერელ მცველებს და სახიფათოდაც დაარტყა. ამ დღეს თითქმის უსაქმოდ მყოფ როინ კვასხვაძეს სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და ამიტომაც არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება.
იმავ წუთს ჯაბა დვალს დუბლის შესრულების შანსი მიეცა, თუმცა, კიპერისაგან დაუცველი კუთხისთვის დამიზნებული ბურთი კარის ჩარჩოს მცირედით ასცდა.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"):
– ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამას წინაპირობაც ჰქონდა, ამ სეზონში პირველად მოგვიწია ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში. რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, 3 ქულა მოვიპოვეთ და პირველი წრე პირველ ადგილზე დავამთავრეთ.
ოლიმპი დაბლა დაეშვა
ეროვნულ ჩემპიონატში კარგა ხანია ასეთი მოულოდნელი შედეგები არ დაფიქსირებულა. თითქოს, იოლად პროგნოზირებადი ჩანდა პირველი წრის დასკვნითი ტური, მაგრამ, როგორც შედეგებმა აჩვენა, არც მთლად ასე ყოფილა საქმე.
"სიონისა" და "ოლიმპის" ბოლოდროინდელ შეხვედრებში უპირატესობას, როგორც წესი, რუსთაველები ფლობდნენ. ცნობისთვის, ბოლოს ბოლნისურმა გუნდმა რეგიონული დერბი 2009 წლის 23 მაისს მოიგო (1:0). კვირას ჩემპიონი მინდორზე კვლავ თემურ მახარაძემ გაიყვანა, რომელსაც ფოთში განცდილი გამანადგურებელი მარცხის (1:5) შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობისაგან ორმატჩიანი დასვენება ჰქონდა ნათხოვნი (სხვა ვერსიით, მწვრთნელი ცუდი შედეგის გამო იყო დასჯილი).
მახარაძის დროულმა დაბრუნებამ 36–ე წუთზე შედეგიც გამოიღო. დავით ბოლქვაძის ზუსტი პასით ირაკლი მოდებაძე კიპერთან პირისპირ დარჩა და "ოლიმპმა" ანგარიში გახსნა. ამ მომენტის გარდა, რუსთაველებს პირველ ტაიმში სხვაც არაერთი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, "სიონმა" კი პრაქტიკულად ერთადერთი შანსი არ გაუშვა ხელიდან – მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ყველაზე უკეთ რევაზ გოცირიძემ ისარგებლა და გუნდები შესვენებაზე დაზავებულები გაიყვანა – 1:1.
მეორე ტაიმში უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა. თუმცა, რაც უნდა დიდ უპირატესობას ფლობდეს გუნდი, თუ იღბალმაც არ გადმოხედა, ყველა ცდა ფუჭი იქნება. ჰოდა, სწორედ ასეთი ეპიზოდი იყო, როცა ბოლნისელები ანგარიშში დაწინაურდნენ. ვლადიმერ უგრეხელიძემ ისეთი მაკრატელა დაურტყა ზურაბ ბათიაშვილს, ფეხბურთის შედევრებში რომ მოიხსენიებენ ხოლმე. ეს მე–60 წუთზე მოხდა. ამის შემდეგ მახარაძემ შეცვლები კი განახორციელა, მაგრამ შედეგი "ოლიმპის" არც ერთ კონტრშეტევას აღარ მოჰყოლია. ამ წაგებით ჩემპიონმა "ზესტაფონთან" ჩამორჩენა ხუთ ქულამდე გაზარდა.
ფოთში შედგა ბადრი კვარაცხელიას, როგორც მთავარი მწვრთნელის დებიუტი. მოგეხსენებათ, მან "ტორპედოსთან" "სპარტაკის" მარცხის შემდეგ, გოჩა ჩიქოვანი შეცვალა ცხინვალელთა თავკაცის პოსტზე. თუ მისი კოლეგის, ბესიკ შეროზიას მატჩისშემდგომ კომენტარს დავესესხებით, კვარაცხელიას შეგირდებმა მასზე არცთუ ცუდიშთაბეჭდილება დატოვეს. ბოლო მატჩისგან განსხვავებით, "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში 4 ახალი ფეხბურთელი (ალავიძე, ბაბულაიძე, ნარიმანიძე, ძაგანია) გამოჩნდა. სტუმრები 83–ე წუთამდე გაუძალიანდნენ ფოთელებს, მაგრამ შეცვლაზე შემოსული რევაზ ჯიქიას მიერ მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში ძლიერ დარტყმულს უკვე ვერაფერი მოუხერხეს.
3 ოქტომბერი, ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 500 მაყურებელი
სიონი (ბოლნისი) – ოლიმპი (რუსთავი) 2:1 (1:1)
სიონი: ბობღიაშვილი, რაქვიაშვილი, თარგამაძე, ორბელაძე, კობაური, ნოზაძე, ვაშაკიძე, ნემსაძე, ქურასბედიანი (ლაშა ჭელიძე, 57), უგრეხელიძე (ლევან ჩხეტიანი, 90), რევაზ გოცირიძე (ისიანი, 82).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფშიძე.
ოლიმპი: ბათიაშვილი, დობროვოლსკი (გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე, 46), ქავთარაძე, რეხვიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, ჯაფარიძე, ქემოკლიძე, ღონღაძე, დავით ბოლქვაძე (ახალკაცი, 79), რაზმაძე (ჯაბა უგულავა, 63), ალექსანდრე კვახაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
გაფრთხილებები: გოცირიძე (5), უგრეხელიძე (11), ქემოკლიძე (55), კობაური (84), უგულავა (85).
გოლები: 0:1 მოდებაძე (36), 1:1 გოცირიძე (40), 2:1 უგრეხელიძე (60).
მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი)
3 ოქტომბერი, ფოთი. ფაზისი. 700 მაყურებელი.
კოლხეთი (ფოთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (0:0)
კოლხეთი : გიზო შენგელია, ჭითანავა, ცხვიტარია, ლემონჯავა (გულუა, 74), ინწკირველი, თედიაშვილი (რევაზ ჯიქია, 63), ჯოჯუა, გვალია (წიქარიშვილი, 90), სიჭინავა, ციცხვაია, სილაგავა.
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია.
სპარტაკი: ნიკა დაუშვილი, ჭაფოძე, ბოიომო, გიორგი ალავიძე, შოთა კაშია, ბაბულაიძე, შონია, მგელაძე (ჯაყელი, 19), დეკანოიძე (ბუზალაძე, 86), ნარიმანიძე (კლოვისი, 86), ძაგანია.
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია.
გაფრთხილებები: თედიაშვილი (24), ალავიძე (46), ციცხვაია (90).
გოლი: 1:0 ჯიქია (83)
მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)
3 ოქტომბერი. სამტრედია. ე.მანჯგალაძე. 1.500 მაყურებელი
სამტრედია – ბაია 3:1 (0:)
სამტრედია: ძაგანია, კუპრეიშვილი, თ.შალიკაშვილი, გოგია, ბაკურაძე (ნინუა 83), ქებაძე, ტყემალაძე, ჩომახიძე, პავლიაშვილი, კვერენჩხილაძე (კირკიტაძე 73), კაკალაძე (ბაკარანძე 59).
მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია
ბაია: ზუხბაია, კვეკვესკირი, კვესიეშვილი, ჭიჭვეიშვილი, რ.ონიანი, დოლიძე, გოგობერიშვილი, წურწუმია (ლომია 66), კ.ჩხეტიანი (სიხარულია 86), ახალაია, მეგრელაძე
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
გოლები: 0:1 ახალაია 57, 1:1 ბაკურაძე 58, 2:1 ბაკარანძე 64, 3:1 კირკიტაძე 81
გაფრთხილებები: კვერენჩხილაძე (69), ჭიჭვეიშვილი (79), ქებაძე (88), კვესიეშვილი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ბაკარანძე (80)
მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი
2 ოქტომბერი, ქუთაისი. ცენტრალური. 11.000 მაყურებელი
ტორპედო – დინამო 1:1 (0:0)
ტორპედო: მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, სევასტი თოდუა, ჩიკვილაძე (გურული 86), დიღმელაშვილი, მერაბ გიგაური, გიორგი დათუნაშვილი (გივი ჩხეტიანი 67), თარხნიშვილი, კემუხტაშვილი (ცნობილაძე 79), საბანაძე
მწვრთნელი: გიორგი გიგატაძე
დინამო: ლორია, თომაშვილი, გივი კვარაცხელია, კაკუბავა, ოთარაშვილი, ედნილსონი, ხმალაძე, კახელიშვილი, კოშკაძე, ჯიუსი (ქანთარია 87), მუჯირი (თექთურმანიძე 84)
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლები: 1:0 ჩიკვილაძე (54), 1:1 ჯიუსი (59)
გაფრთხილება: ფოფხაძე (34), ჯიუსი (50), კაკუბავა (75)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია
2 ოქტომბერი, რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ბეჭვაია, კასრაძე, ადამაძე, მაისაშვილი, ლიპარტია (ზაქრაძე, 82), კლიმიაშვილი (კორიფაძე, 82), ჯანელიძე (ვასაძე, 62), გურეშიძე, ჩიმაკაძე, ღანიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი.
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი (გორგიაშვილი, 55), ძარია (ფიფია, 77), აფციაური (ბაბუნაშვილი, 59), გრიგალაშვილი, გელაშვილი, დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გაფრთხილებები: მაისაშვილი (34), ძარია (50), ხიდეშელი (51), მაისაშვილი (58), ბენაშვილი (67)
გაძევება: მაისაშვილი (58).
გოლები: 0:1 გელაშვილი (61), 0:2 დვალი (79).
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
გათამაშების ცხრილი
1.ზესტაფონი 9 7 0 2 19–7 21
2.დინამო 9 5 2 2 12–7 17
3.ოლიმპი 9 5 1 3 13–10 16
4.კოლხეთი 9 4 2 3 11–8 14
5.ვიტ ჯორჯია 9 4 1 4 10–12 13
6.სიონი 9 3 4 2 7–9 13
7.ბაია 9 3 3 3 10–12 12
8.სამტრედია 9 2 1 6 11–18 7
9.ტორპედო 9 1 4 4 5–8 7
10.სპარტაკი 9 1 2 6 8–15 5
ბომბარდირები: გია მეგრელაძე (ბაია) – 6, ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) – 5, ირაკლი მოდებაძე )ოლიმპი – 5, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) – 4.

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 