asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ისინი ლეგენდებად დარჩნენ
ისინი ლეგენდებად დარჩნენ
ისინი ლეგენდებად დარჩნენ

2010-09-30 10:16:09



ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია "ბარსელონა" და შესაბამისად, ყურადღების დიდი ნაწილი მასზეა გადატანილი. გავა რამდენიმე ათეული წელი და ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს კატალონიელთა შემადგენლობაში თამაშობენ, ლეგენდების რიცხვში ჩაეწერებიან და მათზეც ისე ისაუბრებენ, როგორც ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებზე.

და სანამ ეს ფეხბურთელები ლეგენდებად ჩაეწერებიან, მოდით, ის ფეხბურთელები გავიხსენოთ, რომლებიც თავის დროზე ამ გუნდის გულშემატკივრებს მთელ სიცოცხლეს უძღვნიდნენ.

ხუან გამპერი

სეზონი კლუბში – 1899–1903

მატჩები – 51

გოლები – 120

ხუან გამპერი არის "ბარსელონას" დამაარსებელი (1899 წლის 29 ნოემბერი), რის შემდეგაც ხუთჯერ იყო "ბარსას" პრეზიდენტი 1908 წლიდან 1925–მდე. შვეიცარელი ცოცხალი მაგალითი იყო იმისა, როგორი უნდა ყოფილიყო სპორტსმენი. ხუან გამპერი (დაიბადა ვინთერტურში, შვეიცარია, 1877 წლის 22 ნოემბერს, გარდაიცვალა 1930 წელს) წარმატებული იყო ცურვაში, რაგბში, ველორბოლაში, მძლეოსნობაში და ყველაზე მეტად ფეხბურთში. ის ბარსელონაში 1898 წელს ჩავიდა და სანტ გერვასის ქუჩებში სპორტში ვარჯიშობდა, ხოლო 1899 წელს ბარსელონაში ფეხბურთი დაიბადა.

მან დააარსა გუნდი და იყო მისი კაპიტანი, ამასთანავე, მას არ აუღია საპრეზიდენტო როლი საკუთარ თავზე 9 წლის განმავლობაში. მისი დონე სხვებთან შედარებით საოცარი იყო, ამიტომ ბევრი ოცნებობდა მისნაირად თამაშზე. ის ფორვარდი იყო და ისეთი ტიპის გოლები გაჰქონდა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან უჩვეულოა.

ტიტულები:

1901–02 – მაკაიას თასი

1902–03 – ბარსელონას თასი

ხუან მანუელ ასენსი

სეზონი კლუბში: 1970–1980

თამაში: 848

გოლი: 125

ასენსი

ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, რომელიც "ბარსას" რიგებში თამაშობდა 70 იან წლებში. ასენსი (ალიკანტე, 1949) იყო ბეჯითი ნახევარმცველი, დიდებული გუნდის ლიდერი. მას ჰქონდა გასაოცარი დარტყმა მარცხენა ფეხით, ისევე, როგორც თავით.

"ბარსამ" ხუანი "ელჩედან" შეიძინა და მან "კამპ ნოუზე" თავისი მაქსიმუმი აჩვენა, სადაც ყოველთვის ემახსოვრებათ თავისი ერთგულებით. მისი საუკეთესო ერა იყო 1973–74 წლების სეზონი, როდესაც მან პრიმერა დივიზიონი მოიგო, ხოლო შემდეგ გუნდი თასების მფლობელთა თასსაც დაეუფლა მისი კაპიტნობისა და გატანილი გოლის წყალობით.

მისი კატალონიური კარიერა 1980–81 წლების სეზონში დამთავრდა, როდესაც ის მექსიკურ "პუებლაში" გადავიდა. თავისი საყვარელი მაისური მან ბოლოს 1981 წლის 24 მაისს ჩაიცვა, ამხანაგურ მატჩში "ბარსასა" და მის ახალ კლუბს შორის. აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ის მმართველობაში გადავიდა და ერთი პერიოდი "ბლაუგრანას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელიც იყო.

ტიტულები:

თასების მფლობელთა თასი – 1978–79

ბაზრობათა თასის სუპერფინალი – 1971

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74

ესპანეთის თასი – 1970–71, 1977–78

კარლოს კომალალა

სეზონი კლუბში: 1903–13

მატჩები: 145

გოლები: 172

კარლეს კომალალა

კარლეს კომალალა (მადრიდი, 1887 – ბარსელონა, 1976) ხუან გამპერის პირადი მეგობარი და მისი ღირსეული შემცვლელი იყო, როცა კლუბის დამაარსებელმა თამაში შეწყვიტა 1903 წელს. კომალალა განსაკუთრებით ნაყოფიერი ბომბარდირი იყო.

კარლესის მამა კანარის კუნძულებიდან იყო, დედა ბასკი ჰყავდა, თვითონ მადრიდში დაიბადა, მაგრამ კატალონიაში გაიზარდა. ის არა მარტო შესანიშნავი შემტევი, არამედ უნიკალური ადამიანიც იყო, რომელიც დიდხანს თამაშობდა, ხოლო სპორტიდან წასვლის შემდეგ კლუბის დირექტორობას მოჰკიდა ხელი 1909–დან 1911 წლამდე.

მას შემდეგ მან ორი ირლანდიური კლუბი, "გალენო" და "უნივერსტარიო" დააარსა. კომალალა ფეხბურთის გარდა რაგბით, ცურვითა და ჟურნალისტიკით ერთობოდა. იგი იყო აგრეთვე კატალონიის გიმნასტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი.

და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, ის ასევე იყო კლუბის გერბის დიზაინერი, როდესაც მან მოიგო 1910 წელს ჩატარებული სახალხო ჩემპიონატი.

ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონი – 1909–10, 1911–12

კატალონიის ჩემპიონი – 1904–05, 1908–09, 09–10, 10–11

იოჰან კრუიფი

სეზონი კლუბში: 1973–1978

თამაში: 227

გოლი: 83

იოჰან კრუიფი (ამსტერდამი, ჰოლანდია, 1947) ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო თავის დროზე ის მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად ითვლებოდა.

მისმა არანორმალურად მაღალი დონის თამაშმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მფრინავმა ჰოლანდიელმაც სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი (1971, 1973, 1974).

ჰოლანდიელი ვარსკვლავი "ბარსამ" 1973 წლის აგვისტოში "აიაქსთან" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეიძინა. პირველივე სეზონში კრუიფმა "სცენაზე აფეთქება" მოახდინა და დიდად დაეხმარა გუნდს 1973–74 წლების პრიმერა დივიზიონის მოგებაში, პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში.

ფანებს მუდამ ემახსოვრებათ მისი გატანილი გოლი მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ და "ბერნაბეუზე" 5:0 გამარჯვება. სამწუხაროდ, შემდეგ სეზონებში კრუიფის დონემ დაიწია და "ბარსამ" მას შემდეგ მხოლოდ სამეფო თასის მოგება მოახერხა 1977–78 წლებში. კრუიფმა კლუბი 1978 წელს დატოვა.

1988 წელს ის კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ერა შექმნა: მისმა ოცნების გუნდმა ზედიზედ 4–ჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი და კლუბის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაც, "უემბლიზე", 1992 წელს. იოჰანმა კლუბი 1996 წელს დატოვა.

1999 წელს ის ევროპის საუკუნის ფეხბურთელად აირჩიეს, 2006 წლის სექტემბერში კატალონიის მთავრობამ ის წმინდა ხორდის პრიზით დააჯილდოვა, ხოლო 2010 წელს კრუიფი "ბარსელონას" საპატიო პრეზიდენტად დანიშნეს.

ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74

ესპანეთის თასი – 1977–78

პაულინო ალკანტარა

სეზონი კლუბში – 1912–1927

მატჩები – 357

გოლები – 357

პაულინო ალკანტარა

პაულინო ალკანტარა დაიბადა ფილიპინებზე, ილოილო სიტიში, 1896 წლის 7 ოქტომბერს. გარდაიცვალა 1964 წლის 13 თებერვალს. ფილიპინური წარმოშობის ესპანელ ფეხბურთელს, რომელიც კლუბის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელია, 357 მატჩში 357 გოლი აქვს გატანილი. ასევე ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე უთამაშია "ბარსელონას" რიგებში.

მისი მშობლები ფილიპინელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ბარსელონაში გადმოსახლდნენ. პაულინიო, სანამ მას ჟოან გამპერი აღმოაჩენდა, "გალენოში" (ფილიპინები) თამაშობდა.

მისი დებიუტი "ბარსელონაში" კლუბ "კატალას" წინააღმდეგ 1912 წლის 25 თებერვალს, კატალონიის თასზე შედგა. მაშინ პაულინიო 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის იყო. "ბარსელონამ" იმ დღეს 9:0 მოიგო და ალკანტარამ პირველი 3 გოლი გაიტანა.

1916 წელს მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყვნენ ფილიპინებზე. ალკანტარა იქ მედიცინას სწავლობდა, მაგრამ ფეხბურთი არ დავიწყებია და მანილის "ბოჰემია სპორტინგში" ირიცხებოდა.

1917 წელს იგი ფილიპინების ნაკრებში თამაშობდა, შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატზე. მან ასევე ითამაშა ფილიპინების ნაკრებში მაგიდის ჩოგბურთში.

1918 წელს მისი ოჯახი ესპანეთში დაბრუნდა და პაულინიოც დაბრუნდა "ბარსელონაში". მაშინ გუნდის მწვრთნელი იყო ყოფილი კაპიტანი, ჯეკ გრინველი, რომელმაც ჩაატარა პატარა ექსპერიმენტი და პაულინიო დაცვაში ათამაშა, მაგრამ გულშემატკივართა პროტესტმა აიძულა ის, რომ თავდასხმაში დაებრუნებინა ალკანტარა.

1919 წელს პაულინიო დაეხმარა კლუბს კიდევ ერთხელ კატალონიის ჩემპიონატის მოგებაში და ესპანეთის თასის მოგებაში ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

ესპანეთის თასის ფინალში მათ "ბილბაო" 2:0 სძლიეს და პაულინიომ დუბლი შეასრულა. ამ დროს "ბარსელონაში" გამოჩნდნენ: საგიბარბე, რიკარდო სამორა, ხოსეპ სამიტიერი და ფელიქს სასუმაგა.

1922 წელს პაულინო ალკანტარამ ესპანეთის თასის ფინალში 2 გოლი გაიტანა "რეალ უნიონის" წინააღმდეგ, თამაში კი 5:1 დასრულდა "ბარსელონას" გამარჯვებით.

1926 წლის ესპანეთის თასის ფინალში პაულინომ გაიტანა გადამწყვეტი გოლი "ატლეტიკო" მადრიდის წინააღმდეგ და "ბარსელონამ" ამ გოლის წყალობით 3:2 იმარჯვა.

1927 წელს, 31 წლის ასაკში ალკანტარამ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ექიმი გახდა. იმავე წლის 5 ივლისს, "ბარსელონა" ამხანაგურად გაეჯიბრა ესპანეთის ნაკრებს, რათა პატივი მიეგოთ პაულინო ალკანტარასათვის.

1931–34 წლების ჩათვლით იგი კლუბის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ტიტულები:

კატალონიის 10–გზის ჩემპიონი: 1913, 1916, 1919, 1920, 1921, 1922, 1924, 1925, 1926, 1927

ესპანეთის თასის ხუთგზის მფლობელი: 1913, 1920, 1922, 1925, 1926

მიგელ ბერნარდო ბიანკეტი, მიგელი

სეზონი კლუბში: 1973–1989

თამაში: 664

გოლი: 27

მიგელ ბერნანდო ბანკეტი

"ტარზან" მიგელი (სეუტა, 1951) ის ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (664). ის აგრეთვე კლუბის ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო მცველი იყო.

დომენეკ ბალმანუას რჩეული, მიგელ ბერნანდო ბანკეტი, ცნობილი როგორც მიგელი, მოვიდა "ბარსაში" 1973–74 წლების სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში მან მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოახერხა თავისი სამხედრო სამსახურის ვალდებულების გამო, შემდეგ სეზონში მიგელმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება დაიწყო.

"ბარსას" სამი ნომერი ყველა მწვრთნელის მოღვაწეობისას ძირითადი შემადგენლობის რეგულარული მცველი იყო, გარდა უდო ლატეკის მოღვაწეობის დროს, რომელმაც გაუგებრად დატოვა ბიანკეტი სათადარიგოთა სკამზე 1981–82 წლების სეზონში.

მიგელი სიამაყის გრძნობით აღსავსე ფეხბურთელი იყო: მან ერთ–ერთი თასის ფინალი, 1979 წელს, მოტეხილი ლავიწის ძვლით ითამაშა. ის იყო მამაცი, ტექნიკური, შეუბრალებელი ფეხბურთელი მაღალი ნახტომითა და კარგი თავით, რაც მას ძალიან ეხმარებოდა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში თამაშის დროს. მიგელი "ბარსას" ნამდვილი ლეგენდაა.

ტიტულები:

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973–74, 1984–85

ესპანეთის თასი – 1977–78. 1980–81, 1982–83, 1987–88

ესპანეთის ლიგის თასი – 1982–83, 1985–86

ესპანეთის სუპერთასი – 1983

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კრუიფი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online