asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეს ადამიანი მინდორზეც და მის გარეთაც საოცრებაა
ეტოო მესის ვერ ელევა
ეს ადამიანი მინდორზეც და მის გარეთაც საოცრებაა

2010-09-30 10:16:07



ზლატან იბრაჰიმოვიჩი კატალონიურ "ბარსელონაში" აღარ თამაშობს, ამით ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ყიდვა დიდი შეცდომა იყო, შესაბამისად, სამუელ ეტოოს გაშვებაც.

ეტოო ის ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ, ორი წლის მანძილზე, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ჯერ "ბარსელონასთან" ერთად, შემდეგ კი მილანის "ინტერში".

გუნდიდან წასვლის სურვილი მას არ ჰქონია, მაგრამ, ვინ გააჩერა. იბრაჰიმოვიჩი რომ შეიძინეს ესპანელებმა, ეტოო ხურდაში მისცეს და ამით ძალიან დაამცირეს კამერუნელი, რომელიც ნამდვილად თავის საუკეთესო წლებს ითვლიდა.

ახლა კი ბევრი რამ ირკვევა ისეთი, რაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ კატალონიელებმა არა მარტო შეცდომა დაუშვეს, არამედ სულელური ნაბიჯიც კი გაადგეს მისი გუნდიდან გაშვებით.

– სამუელ, როგორ გრძნობთ თავს მილანში?

– მე ეს ქალაქი ძალიან მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ისეთია, როგორიც ზუსტად ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს.

– თქვენ რომელი ქალაქი მოგწონთ?

– რამდენჯერმე ვიყავი მიუნხენში და ძალიან მომეწონა.

– "ბაიერნიც" ხომ არა?

– რატომაც არა?!

– იქ ხომ არ გადახვიდოდით?

– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ რატომღაც, "ბაიერნს" ჩემი სტილის ფორვარდი ნამდვილად არ სჭირდება.

– გერმანელები, შეიძლება ითქვას, მოკლე მინდორზე თამაშობენ, ესპანელები და იტალიელები შედარებით დიდზე...

– შედარებით? გაცილებით დიდზე. მოკლე სტადიონები აქვთ ინგლისელებსაც და იქ თამაში ყველას უჭირს. სირბილი დაწყებული არ აქვს, რომ უკვე ბურთი გადასულია (იცინის).

– ნაკლები სისწრაფე არ ჰქონდა ტიერი ანრის, რომელიც ჩინებულად თამაშობდა ინგლისში...

– და ითამაშა იტალიაში?

– მგონი, ერთი სეზონი...

– დიახ, ის იტალიას ვერ შეეწყო. ტიერისთან დიდი ბოდიში, მაგრამ მე გაცილებით სწრაფი ვარ. ამდენად, ჩემთვის ესპანური და იტალიური მინდვრები უფრო მისაღებია, ვიდრე ინგლისური, გერმანული...

– მესის ტრავმა რომ მიაყენეთ, ნახეთ?

– ეს საშინელება იყო. ლამის ვიტირე, ამ ბიჭს რომ ვუყურებდი.

– დღეს ყველა იმაზე საუბრობს, განზრახ ჩაარტყა თუ არა უიფალუშმა მესის...

– არა, განზრახ ნამდვილად არ ჩაურტყამს, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ უიფალუში ვერ ხვდებოდა, რომ წესებს არღვევდა. ამდენად, ის აუცილებლად იმსახურებდა დასჯას.

– უიფალუში 12 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ეს ბევრი არ არის?

– შეიძლება ბევრია, მაგრამ ფაქტია, მან საშინლად ითამაშა.

– თქვენ ადრე აცხადებდით, რომ მესისთან განსაკუთრებული ურთიერთობები გქონდათ...

– ახლაც მაქვს. მე და ლეო მეგობრები ვართ, ახლო მეგობრები. მასთან ერთად თამაში მართლაც ბედნიერება იყო. ისეთია, მინდორზე ხომ არ დაიშურებს შენთვის სულს, მინდვრის გარეთ კი საუკეთესო მეგობარია.

კარგად მახსოვს ორი წლის წინ რაც ხდებოდა. ლეოს გუნდში სიტყვა ეთქმის მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ არის. მითხრეს, რომ "ბარსელონა" უნდა დამეტოვებინა, ვინაიდან გუნდში იბრაჰიმოვიჩი უნდა მოსულიყო.

მოკლედ, კაცს არ ვგავარ, წასვლა ნამდვილად არ მინდა, არც გუნდის შეცვლა მეხატება გულზე. გადის რამდენიმე საათი და მეძახიან. ვიფიქრე, რომ კატალონიელებმა გადაიფიქრეს ჩემი გაშვება. მეუბნებიან, შენ ისეთი ადამანი მოაგზავნე ჩვენთან, წესით, უნდა დაგტოვოთ, მაგრამ გვარდიოლა ამბობს, რომ არ სჭირდები, იბრაჰომოვიჩი ურჩევნიაო. მე ვუთხარი, არავინ მომიგზავნია–მეთქი. ლეო მესი იყო მოსული, პრეზიდენტს ესაუბრა. ლაპორტამ პირდაპირ უთხრა, არც მე მინდა მისი გაშვება, მაგრამ გვარდიოლა ითხოვს მის გაყიდვასო.

ყველაფერი ნათელი იყო. მესი მერე გვარდიოლასთანაც მივიდა და თხოვა, დატოვეთ სამუელი. როგორ არ უნდა მოგეწონოთ მისი თამაში, როდესაც საუკეთესოაო. გვარდიოლამ ლაპორტასთან გაუშვა.

მოკლედ, აქედან არაფერი გამოვიდა. ლეო ერთადერთი ფეხბურთელი იყო გუნდში, რომელმაც ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ჩემი წასვლა არ უნდოდა და მისი მადლობელი ვარ.

– როგორც გავიგეთ, თქვენ მისი "ინტერში" გადაყვანა გსურდათ...

– მსურდა? თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა არ მინდა?

– ესაუბრეთ მორატის?

– მორატისაც ვესაუბრე და ბენიტესსაც.

– რა პასუხი მიიღეთ?

– "ბარსელონა" თუ დათანხმდება მესის გაყიდვას, ის აუცილებლად მილანში მოვა.

– კატალონიელები თუ გაყიდიან მესის, ვის მიიყვანენ უკეთესს?

– ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, თუ ვინმეს "ინტერში" სურს, რომ გუნდმა ტიტულები მოიპოვოს და ლამაზი ფეხბურთი აჩვენოს, მესი უნდა მიიყვანონ. ის შეუდარებელია.

– ლეო რას ამბობს?

– (იცინის) არაფერს. ამაზე მასთან არ მისაუბრია.

– ბენიტესთან მუშაობა როგორია?

– ჩინებული მწვრთნელია, გამორჩეული. მე მისი მადლობელი ვარ. როდესაც გუნდში მოვიდა, ყველა ფეხბურთელს გაესაუბრა. მე პირდაპირ ვუთხარი, მათამაშეთ იქ, სადაც ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან გუნდს–მეთქი. მან ისეთი პოზიცია შემირჩია, ნამდვილად გახარებული ვარ. და რაც მთავარია, დაცვითი ფუნქციებისგან თითქმის და არა სულ, გათავისუფლებული ვარ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online