| ქალი და მამაკაცი |

ქუთაისში მწვრთნელი შეიწირეს
ქუთაისში მწვრთნელი შეიწირეს
ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთი ტური მიილია და უკვე ერთი საკადრო გადაადგილებაც მოხდა – ნესტორ მუმლაძე ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. იმერლებმა რუსთავში "ვიტ ჯორჯიასთან" წააგეს და მუმლაძემ ყოფილ გუნდთან წაგება საკუთარ თავს ვერ აპატია და წავიდა... არადა, სანამ "ტორპედოში" მივიდოდა, ვისოლმა "ავაზაში" მიიყვანა და წესით, წყნარად და მშვიდად უნდა ემუშავა, მაგრამ მოხსნას თუ გადადგომას მაინც ვერ ასცდა.
ალბათ, თუ ასე გააგრძელებს, იგივე ბედი ელის რუსთავის "ოლიმპის" თავკაც თემურ მახარაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც რუსთაველებმა სტუმრად ფოთში 1:5 წააგეს "კოლხეთთან". ჩემპიონი წააქციეს ფოთში, ფაზისელებმა მიწასთან გაასწორეს და მათ მიმართ საქებარი სიტყვების მეტი არაფერი გვეთქმის.
ასევე ჩინებულად ითამაშა ბოლნისის "სიონმა", რომელმაც შინ თბილისის "დინამო" 1:0 დაამარცხა და ამდენად, "ზესტაფონს" გალიდერების საშუალება მისცა, რომელიც სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე დამკვიდრდა.
ვინ იცის, იქნებ ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს რომელიმე გუნდის ჩემპიონობის დროც დადგა?
ადგა და წავიდა...
ნესტორ მუმლაძეს ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ჰქონდა, როდესაც შეგირდებთან ერთად მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა. მაშინ, ვეტერინარები უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობასთან ფავორიტებად განიხილებოდნენ, ხოლო მათსავით ლიდერებთან გამარჯვებული არაერთხელ გამოსულან. თუმცა, "ტორპედოში" მისვლის მერე, მუმლაძე სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა და ამჯერად ყოფილ კლუბთან დაპირისპირება აუტსაიდერის რანგში მოუწია. ბევრს არ ჰქონდა იმის განცდა, რომ ქუთაისელები ნავსს "ფოლადზე" გატეხდნენ და ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას სწორედ "ვიტ ჯორჯიასთან" მოიპოვებდნენ. საბოლოოდ, ასეც მოხდა და მათ მორიგი მარცხი იწვნიეს, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მეტოქესთან შედარებით მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთა სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ალბათ, 3 ქულასაც აიღებდნენ. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", გატანილი გოლის გარდა მასპინძლები მეტოქის კარს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ და ამ შემთხვევაში ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
"ტორპედო" დასაწყისიდანვე აქტიურობდა და მე–5 წუთზე სტუმრების მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, თბილისელთა მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, ხოლო მარჯვენა მახვილი კუთხიდან საბანაძის დარტყმულს მეტოქე ფეხბურთელი გადაეღობა. ორ წუთში მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში გადაცემა ჩიკვილაძემ გააკეთა, მაგრამ ნიკა კვასხვაძემ მარცხენა მცველ ღანიაშვილის შეცდომით ვერ ისარგებლა და კარგი პოზიციიდან ძალიან უხეიროდ დაარტყა.
მალე ფოფხაძე–საბანაძე–კემუხტიშვილის სამსვლიანის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მიზანს ააცილა. "ტორპედოელთა" კართან ვითარება პირველად 27–ე წუთზე გამწვავდა, როდესაც მაჭავარიანმა და კარიდან გამოსულმა ქვილითაიამ ერთმანეთს ვერ გაუგეს, ლიპარტია კი ცენტრალური მცველის მიერ თავით მოგერიებული ბურთის შედეგიანად დარტყმას შეეცადა, თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისელთა გოლკიპერს ვერ აჯობა.
36–ე წუთზე შეტევაში ჩართულ განაპირა მცველ ჩიკვილაძის მორიგ პასს კვლავ კვასხვაძის უზუსტო დარტყმა მოჰყვა. 39–ე წუთზე, ჩიკვილაძის გადაცემის შემდეგ, კვასხვაძემ ვერ მიუსწრო ბურთს, რომელიც ძაძამიამ ფეხით ცუდად მოიგერია, იქვე მდგომმა საბანაძემ კი ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა ჩიმაკაძემ, რომელმაც ლიპარტიას კარგი პასის მერე მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთი მკერდით ჩამოიღო, ერტ მეტოქეს გასცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ცაციათი ცხრიანში სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა. გაშვებულ გოლში ნაწილობრივ დამნაშავე ქვილითაიაც იყო, რომელმაც ბურთი თავის კუთხეში გაუშვა და შესვენებაზე მუმლაძემ ამიტომაც შეცვალა.
თუმცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე კარიდან გამოსულმა ძაძამიამ ბურთის მარტივად მოგერიების ნაცვლად, მისი დამუშავება გადაწყვიტა და დაკარგა კიდეც, ხოლო შემდეგ ორთაბრძოლისას საბანაძეს სახეში ხელიც უთავაზა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დასაჯეს. ვეტერინართათვის საბედნიეროდ, ყველაფერი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მოხდა, თორემ პენალტს ვერ გადაურჩებოდნენ.
მეორე ტაიმი 5 წუთის განახლებული იყო, თორნიკე თარნხნიშვილმა მოედნის ცენტრიდან ბურთიანად თბილისელთა საჯარიმომდე ირბინა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა კვასხვაძე, რომელმაც გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა – მარჯვენა კუთხიდან კარს დიდი მანძილით ააცილა. 61–ე წუთზე, ვეტერინართა შეტევისას, კორიფაძემ ბურთი "ტორპედოს" საჯარიმოსთან მიიღო და შორეულ კუთხეში დაარტყა, სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა. 78–ე წუთზე ისევ თარხნიშვილმა წამოიწყო შეტევა და ამჯერად ვეტერინართა საჯარიმოში საბანაძე მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი ძაძამიამ ხელებში ვერ შეიმაგრა, თუმცა ქუთაისელებიდან დამატებაზე არავინ აღმოჩნდა. მე–80 წუთზე შორი მანძილიდან ჩიკვილაძემ დაარტყა და მასპინძლების მხსნელი გვერდითი ძელი აღმოჩნდა.
მატჩის მიწურულს, სანიკიძის დარტყმის მერე, ძაძამიამ ბურთი ცხვირწინ მოიგერია, ხოლო ნახევარი მეტრის მოშორებით მდგომმა დიღმელაშვილმა ისე სუსტად დაარტყა, რომ ბურთს კვლავ ვეტერინართა გოლკიპერი დაეუფლა. ამ ეპიზოდში ტორპედოელთა ნახევარმცველისთვის ალბათ, არგატანაზე ადვილი გატანა იყო.
მერაბ კოჭლაშვილი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი):
– ვიცოდით, "ტორპედო" შეტევაზე წამოვიდოდა, ამიტომ, ვითომ უპირატესობა დავუთმეთ, კონტრშეტევაზე რომ გვეთამაშა. საერთოდ, ყოველ მეოთხე დღეს თამაშის ჩატარება არ შეიძლება, რადგან გუნდი ელემენტარულად ძალების აღდგენას ვერ ასწრებს და საწვრთნელ პროცესსაც ნორმალურად ვერ ვგეგმავთ.
"დინამო" წაგებას ვერ გადაურჩა
სეზონში მეორედ გადაეღობა "დინამოს" ქვემოქართლური ბარიერი და ვერც ამჯერად გადალახა. პირველად თბილისელთა მეტოქე რუსთავის "ოლიმპი" იყო და მაშინაც 0:1 წააგო.
შეხვედრას რაც შეეხება, მის დაწყებამდე გუნდებს ჩემპიონატში თითო წაგება კი ჰქონდა, მაგრამ ძალიან პესიმისტი უნდა ყოფილიყო "დინამოს" გულშემატკივარი, "სიონთან" შარშანდელი სტარტის გამეორებისა რომ შეშინებოდა. მით უფრო, მატჩის დასაწყისი თბილისელთა სათამაშო უპირატესობით აღინიშნა. გივი კვარაცხელია პირველსავე წუთზე კოშკაძის ჩაწოდებულ კუთხურზე თავით თამაშისას დაემუქრა ბობღიაშვილის კარს. მასვე ცოტა ხანში ბოლნისელი ვაშაკიძის სახიფათო იერიშისას განხორციელებულ დარტყმულზე მოუწია რეაგირება.
თამაშის ტემპი თავიდანვე მაღალი იყო და კარგა ხანს ასე გაგრძელდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი მე–19 წუთზე მასპინძელთა კართან შეიქმნა, როცა შეტევაში გიორგი კახელიშვილი ჩაერთო. მან უხერხული სიტუაციიდან, პირითი ხაზიდან მაინც შეძლო კარში დარტყმა და ბურთი მისგან შორეულ ძელს მოახვედრა.
კახელიშვილი ხუთიოდე წუთში ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. დონალდ ჯუისის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი ბობღიაშვილმა მოიგერია. დამატებაზე ჯერ კახელიშვილმა ითამაშა, მერე თექთურმანიძემ, მაგრამ კიპერი ძველებურად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
თითქოს ყველაფერი ანგარიშში სტუმართა დაწინაურებისკენ მიდიოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. 25–ე წუთზე "სიონის" ვეტერანის, გივი დიდავას მიერ წამოწყებული შეტევა ლაშა ვაშაკიძის ძლიერი საგოლე დარტყმით დასრულდა – 1:0. სხვათა შორის, გოლიდან ცოტა ხანში, დიდავა ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.
გატანილი გოლის შემდეგ ბოლნისელთა მწვრთნელებმა, გასაგები მიზეზების გამო, აქცენტი დაცვაში ყურადღებით თამაშზე გააკეთეს. თუმცა, მეორე ტაიმში, კონტრშეტევაზე ჯერ გია თოდუას, შემდეგ რევაზ გოცირიძეს თავის გამოჩენის რეალური მომენტები მიეცათ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი იყო მიზანთან, როცა 73–ე წუთზე ლორიასთან პირისპირ დარჩა, კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და ყველა სხვაობის გაორებას დაელოდა, მაგრამ ბურთი ძელმა მოიგერია.
"დინამოს" შეტევებს სიმწვავე შემატა ტრავმის შემდეგ მინდორზე დაბრუნებულმა მათე ვაწაძემ. იგი შეცვლაზე შემოსვლიდან მეორე წუთზევე საკმაოდ ახლოს იყო გატანილ გოლთან, მაგრამ ბობღიაშვილმა შესაშური რეაქცია გამოავლინა.
მატჩის ბოლო წუთებზე თბილისელებმა კიდევ ერთი რეალური საგოლე შანსი გააცუდეს. 85–ე წუთზე "სიონის" კართან ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ჯერ ვაწაძე დაემუქრა მასპინძელთა კარს, მერე კაკუბავა. ბობღიაშვილმა ორივე შემთხვევაში ჩინებული რეაქცია გამოავლინა და საკუთარ გუნდს ძალიან საჭირო 3 ქულა შეუნარჩუნა.
იმერული დერბის უპირატესობა
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურებში დასავლეთ საქართველოს გუნდები ერთმანეთთან არკვევენ ურთიერთობას. სამტრედიაში გამართული შეხვედრა პირველ წრეში ბოლო ასეთი დაპირისპირება გახლდათ. ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. სამტრედიელები ყველა საშინაო შეხვედრას განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან, ხოლო საჩემპიონოდ შემართულ ზესტაფონელებისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა ვთქვათ სამტრედიელთა არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის შესახებაც, თუმცა, ფაქტია, რომ გუნდი ყველა შეხვედრას დიდი მონდომებით თამაშობს.
შეხვედრის დებიუტი სტუმართა დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც ზესტაფონელებმა მშვენივრად გამოიყენეს და უკვე მე–18 წუთისთვის ორბურთიანი ფორით დაწინაურდნენ. მე–13 წუთზე, ფეროელთა მორიგი იერიშისას, შეტევაში ელიავა ჩაერთო. მის მიერ მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დვალმა ერთი შეხებით აფციაურს დაუგდო. თორნიკე სიტუაციაში კარგად გაერკვა და ძლიერი დარტყმით ძაგანიას კარის გადარჩენის არავითარი შანსი დაუტოვა – 0:1.
ხუთიოდე წუთის შემდეგ სტუმრებმა თავიანთი უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. სამტრედიელები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტული კი უზადოდ გიორგი ონიანმა შეასრულა. ფეროელთა მცველმა უძლიერესი დარტყმით ბურთი სამტრედიელთა ცხრიანში გაახვია – 0:2.
ამის შემდეგ თამაშის ტემპმა იკლო, თუმცა ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლები 32–ე წუთზე გამოცოცხლდა. გამოცდილი ფორვარდის, მიხეილ კაკალაძის გარღვევა სტუმრებმა მხოლოდ აკრძალული ხერხით შეძლეს.
საჯარიმოს შესრულება მასპინძელთა შტატიანმა დამრტყმელმა, ჩომახიძემ ითავა. დარტყმული ცოცხალ კედელში მყოფ ერთ–ერთ ზესტაფონელს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და მოძრაობადაწყებული როინ კვასხვაძისაგან საპირისპირო კუთხეში აღმოჩნდა – 1:2.
ცოტა ხანში სამტრედიელებს გათანაბრების შანსი მიეცათ. ჩომახიძის მიერ შესრულებული კიდევ ერთი საჯარიმო კვასხვაძემ გაჭირვებით მოიგერია. თითქმის მაშინვე კაკალაძის დროული გადაცემის შემდეგ კვერენჩხილაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მის დარტყმულს ბენაშვილი ჩაუწვა და სიტუაციაც განიმუხტა.
43–ე წუთზე კი ზესტაფონელებს ვეღარაფერი უშველიდა, ჩომახიძის მოჭრილ საჯარიმო დარტყმას რამდენიმე სანტიმეტრი რომ არ დაკლებოდა. ბურთი სტუმართა კარის ძელს გაეხახუნა და ბადე გარედან შეარხია.
იგრძნეს რა საშიშროების მოახლოება, ზესტაფონელები გააქტიურდნენ და ტაიმის ბოლოს სამტრედიელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს. ფეროელთა შორის ყველაზე აქტიურმა აფციაურმა რიგრიგობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან გასულმა ასევე ერთ–ერთ საუკეთესო მოთამაშეს, დვალს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. ჯაბას ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მისი ძლიერად დარტყმული ძელმა აისხლიტა, ხოლო განმეორებითი დარტყმა საერთოდ აცდა კარის ჩარჩოს. ტაიმის დასრულებამდე აფციაურმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ჩვეული რეიდი განახორციელა, მეკარეც ჩამოიტოვა, თუმცა მახვილი კუთხიდან ზუსტად ვეღარ დაარტყა.
მეორე ნახევარიც იგივე სცენარით გაგრძელდა. 54–ე წუთზე დვალმა და აფციაურმა მასპინძელთა საჯარიმოში კედელი გაითამაშეს, რის შედეგადაცეს უკანასკნელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა. თორნიკეს გატანა თავადაც მართებდა, თუმცა მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ცარიელი კარის წინ მდგომ დვალს გადააწოდა. მართალია, ჯაბამ გოლი კი გაიტანა, მაგრამ ასისტენტმა გაბრიაძემ თამაშგარე დააფიქსირა და შესაბამისად, გოლიც არ ჩაითვალა. 63–ე წუთზე ამ ტანდემის აქტიურობას ახლადშემოსული გორგიაშვილის სახიფათო გასროლა მოჰყვა, თუმცა ძაგანიამ ნახტომში ბურთის დაუფლება მოახერხა. 72–ე წუთზე ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა. დვალი–აფციაურის მორიგი კომბინაციას თორნიკეს უძლიერესი დარტყმა მოჰყვა. ბურთი ჯერ ხარიხას შეეხო და იქიდან კარის ბადეში ჩაეშვა. გატანილი გოლს გულშემატკივართა აღშფოთება მოჰყვა. მათი აზრით, აფციაურმა თამაშგარე მდგომარეობიდან დალაშქრა და აგრესია იმით გამოხატეს, რომ სტადიონის სარბენ ბილიკზე პლასტმასის ბოთლი გადმოაგდეს.
ამას მასპინძელთა გააქტიურება მოჰყვა და პავლიაშვილს გატანის შანსიც მიეცა, თუმცა მისი უძლიერესად დარტყმული ონიანმა თავით მოიგერია. ცოტა ხანში კვასხვაძემ მორიგი სეივი განახორციელა. ჩომახიძის მიერ საჯარიმოდან დარტყმულს იგი ხარიხას და ძელის გადაკვეთასთან მიწვდა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის მიწურულს სამტრედიელთა ფანები არბიტრს კიდევ ერთხელ შემოსწყრნენ. სტუმართა საჯარიმოში ტანმაღალ ხიდეშელთან ბურთისთვის ბრძოლაში ერთ–ერთი სამტრედიელი დაეცა. გულშემატკივართა აზრით, ფეროელთა მცველმა წესი დაარღვია და ისინი სილაგავასგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა.
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი):
– შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხით – არა. თუმცა ასეთ მინდორზე ტექნიკური ფეხბურთის ჩვენება შეუძლებელია.
გელა სანაია ("სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი):
– მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ისინი ყველა კომპონენტში გვჯობდნენ, თუმცა, ჩვენ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამაში გასაკვირი არაფერია. სიტუაცია ნელ–ნელა რეგულირდება და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
აუტსაიდერების სენსაცია
ამ მატჩის მთავარი მოვლენა ის გახლდათ, რომ მასპინძლებს, რომლებიც წყვილის ფავორიტები იყვნენ, მთავარი მეგოლე გიორგი მეგრელაძე აკლდათ. ფორვარდს საყოფაცხოვრებო ტრავმა მიუღია (მთავარი მწვრთნელის თქმით, მას სახლში ფეხი სარკეზე გაუჭრია) და "ბაიას" მესვეურებმა იგი განაცხადში არ შეიყვანეს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც გათამაშების ერთ–ერთ აუტსაიდერთან ზუგდიდელთა სამატჩო ჩამონათვალში ვერ მოხვდა, როინ ონიანი იყო. ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებულია და სასჯელს იხდის.
ვერ გეტყვით, რამდენად მრისხანე იქნებოდა "ბაიას" შეტევები ჩემპიონატის ბომბარდირი რომ ჰყოლოდათ შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტია – მეგრელაძის არყოფნამ ცხინვალელთა დაცვას საქმე ერთიორად გაუიოლა. სტუმრები იმთავითვე საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ აქცენტს და როგორც საბოლოოდ გამოჩნდა, არჩევანმა გაამართლა.
მატჩში პირველი გოლი 48–ე წუთზე გავიდა. არბიტრის გადაწყვეტილებით, სტუმარმა კორსანტიამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამოც "სპარტაკი" თერთმეტმეტრიანით დასაჯა. მეგრელაძის მინდორზე არყოფნის გამო პენალტი ლუკა გუგუჩიამ დაარტყა – 1:0.
საპასუხო გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმის შუაგულში კურიოზულ სიტუაციაში გაიტანეს. შეცვლაზე ახალმა შემოსულმა ვალერი ბოლქვაძემ ზუხბაიას კართან ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა. მოსაგერიებლად ამხტარ ზუგდიდელთაგან ბურთი ყველას გადაახტა დავით ჭიჭვეიშვილის გარდა – 1:1.
მატჩის შემდეგ
გელა ინალიშვილი ("სპარტაკის" მწვრთნელი):
– თამაში კონტრშეტევებზე ავაწყვეთ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გაეშვათ. მეორეში, როცა პენალტი გაგვიტანეს, შეტევაზე გადავეწყვეთ. ორი თავდამსხმელით ვთამაშობდით და საპასუხო გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ ფრე ამ მატჩის ლოგიკური შედეგი იყო.
ელგუჯა ქომეთიანი ("ბაიას" მთავარი მწვრთნელი):
– დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ. გოლი რომ გავიტანეთ, ფეხბურთელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს. არადა, საქმისადმი ასეთი უნიათო მიდგომა არავითარ შემთხვევაში შეიძლება. რომ იტყვიან, გამოსასწორებელი კიდევ ბევრი გვაქვს.
ფოთმა საწმისი ფოთში დაწოვა
"ფაზისზე" გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ არის ფეხბურთი სპორტის ყველაზე საინტერესო და არაპროგნოზირებადი სახეობა. ვინც საქართველოს მიმდინარე პირველობას თვალს ყურადღებით ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ რამდენიმე გუნდი სხვებისგან გამორჩეულია. სწორედ ამ რამდენიმე გუნდს შორის წყდება ჩემპიონისა და პრიზიორების ბედი, ხოლო დანარჩენნი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე აკეთებენ აქცენტს. მოწინავეთა შორისაა რუსთავის "ოლიმპიც", რომელიც მე–7 ტურამდე ლიდერობდა კიდეც ჩემპიონატს. თანაც, თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს ბოლო წლების "ოლიმპის" შედეგებს, ძნელად გავიხსენებთ ამ გუნდის ისეთ მარცხს, როგორიც ფოთში იწვნიეს.
ქვეყნის ჩემპიონისა და ლიგის დებიუტანტის დუელში 4 ბურთიანი სხვაობის დაფიქსირება არავის გაუკვირდებოდა, ეს რომ ჩემპიონის სასარგებლოდ ყოფილიყო, მაგრამ ნებისმიერ ჩემპიონატში დებიუტანტის ასეთი გამარჯვება ქვეყნის უპირველეს გუნდთან ნამდვილად მთავარ სენსაციად იქნებოდა მიჩნეული. თანაც, ცალკე უნდა აღინიშნოს კოლხთა ნასიამოვნები და აღფრთოვანებული ქომაგები. ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, "კოლხეთის" ფანები საკუთარი გუნდისგან ასე გახარებული უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ ყოფილან.
მატჩი თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო. მასპინძლები არ შეეპუვნენ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და დებიუტშივე რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. ამ კუთხით განსაკუთრებით ფოთელთა შემტევი დათა სიჭინავა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც თავისი შორეული დარტყმებით და კარგად შესრულებული სტანდარტულებით კოლხ ქომაგთა ერთმა ნაწილმა წარსულში ცნობილი კოლხი ნახევარმცველის, ზაველი ღაღანიძის მემკვიდრედაც კი მიიჩნია. სიჭინავას პირველი მცდელობის შემდეგ "ოლიმპის" კარს ბურთი მცირედით აცდა, ხოლო მეორედ, დათას ხელი ბედიაშვილმა შეუშალა.
"ოლიმპის" ფეხბურთელები შეეცადნენ ბურთი დაეჭირათ და ე.წ "პირველ ნომრად" ეთამაშათ. სიმართლე ითქვას, რუსთაველებს ბურთის დაჭერა ასე თუ ისე გამოუვიდათ, თუმცა, მეტოქის მოედანზე მათ მოქმედებებს სიმწვავე აკლდა.
თავის მხრივ, კონტრშეტევებზე თამაში ააგეს ზღვისპირელებმა, რომლებიც მობილურად ახდენდნენ ოლიმპელთა შეტევების ჩაშლას და სახიფათოდაც უტევდნენ. მე–19 წუთზე ანგარიში გაიხსნა. სიმართლე ითქვას, ამ დროს გვარიანად შესცოდეს "ოლიმპის" მცველებმა, რომლებმაც პოზიციური შეცდომა დაუშვეს, რითიც მშვენივრად ისარგებლა მატჩის უდაოდ საუკეთესო მოთამაშე დავით ციცხვაიამ და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერი დარტყმით ბედიაშვილს შანსი არ დაუტოვა – 1:0.
ანგარიშში ჩამორჩენამ რუსთაველები გაააქტიურა. კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მათი უპირატესობა ბურთის ფლობის მხრივ, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა რუსთაველებს კვლავ არ გამოსდიოდათ. სამაგიეროდ, სტუმართა მცველებს შეცდომები მოსდიოდათ ხშირად და ისინი ვერაფრით ახერხებდნენ ციცხვაიას ნეიტრალიზებას. მოუხელთებელ ფორვარდს პირველ ტაიმში კიდევ ორჯერ მიეცა გატანის შანსი თავისი მეურვეების წყალობით, მაგრამ პირველ შემთხვევაში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბედიაშვილს ვერაფერი მოუხერხა, ხოლო მეორედ მისი დარტყმული რუსთაველთა კარს ზემოდან გადაცდა.
რაც შეეხება ოლიმპელებს, მათ რამდენჯერმე სახიფათოდ კი ჩააწოდეს ფოთელთა საჯარიმოში, მაგრამ საქმე დარტყმამდე არ მისულა და ამ მომენტებსაც მათ აქტივში ვერ ჩავუწერთ.
მეორე ტაიმი იგივე სცენარით გაგრძელდა. ბურთს კვლავ "ოლიმპის" ფეხბურთელები ფლობდნენ, ხოლო მასპინძლები მათ კონტრშეტევებით პასუხობდნენ. 56–ე წუთზე მათი ასეთი მცდელობა მეკარესთან პირისპირ ციცხვაიას გასვლით დასრულდა, მაგრამ ფორვარდს ამჯერად კიპერმა აჯობა. იმავე წუთს სიჭინავამ გაისროლა საჯარიმოდან ძლიერად და ბედიაშვილმაც მცირედი შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, ძელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მალე რუსთაველებმა გოლიც გაიტანეს. ბოლქვაძის მიერ შესრულებულ სტანდარტულზე ირაკლი მოდებაძემ იყოჩაღა და სილაგავასთან ორთაბრძოლაში თავით დარტყმა შეძლო. ფოთელთა კიპერმა შენგელიამ რეაგირება ვერ მოასწრო და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
კოლხებმა სტუმრებს სიხარული არ აცალეს და წუთის შემდეგ თავიანთი უპირატესობა აღადგინეს. მეორე გოლი ფოთელებმაც კუთხურიდან გაიტანეს. სიჭინავას ჩაწოდებულს ციცხვაიამ მახვილი კუთხიდან დაჰკრა თავური, რუსთაველთაგან კი მას ხელი ვერავინ შეუშალა – 2:1.
როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, ამ მომენტმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. გოლმა "ოლიმპის" წევრებზე დამაბნეველად იმოქმედა, ხოლო კოლხებს ფრთები შეასხა. მათ მალე მესამეც გაიტანეს. ციცხვაიამ ამჯერად ასისტენტის როლი შეასრულა და თანაგუნდელი სილაგავა ბედიაშვილთან პირისპირ დატოვა. კოლხთა ნახევარმცველი უზადოდ გაისარჯა და თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა – 3:1. მალე თავად სილაგავამ დატოვა რუსთაველთა კიპერთან გვალია და თანაგუნდელმაც თავისიანები არ დააღალატა. ლაშამ ძლიერად დაარტყა და მოწინააღმდეგის კარის ბადე მეოთხედ შეარხია. მატჩის კულმინაცია კი, შეცვლაზე შემოსული ლევან გულუას გოლი იყო, მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა – 5:1.
არმაზ ჯელაძე ("ოლიმპის" მწვრთნელი):
– დღეს უსუსურად გამოვიყურებოდით. ფეხბურთელებმა ვერც ერთი დავალება შეასრულეს. "კოლხეთმა" დამსახურებულად მოიგო და ვულოცავთ ამ წარმატებას.
ბესიკ შეროზია ("კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი):
– ჩვენი მეტოქე მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ბიჭების თავდადებამ და სწორად შერჩეულმა სათამაშო ტაქტიკამ წარმატება მოგვიტანა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვიდგას, დიდი მადლობა ფეხბურთელებს.
24 სექტემბერი. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2.000 მაყურებელი
სამტრედია – ზესტაფონი 1:3 (1:2)
სამტრედია: ძაგანია, ჩხიკვაძე, კირთაძე (ხუმარაშვილი, 64), ლაშა ქებაძე, თორნიკე შალიკაშვილი, ბაკურაძე (ირაკლი შალიკაშვილი, 77), ჩომახიძე, კაკალაძე, კვერენჩხილაძე (კირკიტაძე. 46) ,ტყემალაძე, პავლიაშვილი.
მწვრთნელი: გელა სანაია.
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი, ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (ფიფია, 71), აფციაური, გელაშვილი (ალადაშვილი, 71), დვალი, ბაბუნაშვილი (გორგიაშვილი, 53).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გოლები: 0:1 აფციაური (13), 0:2 ონიანი (18), 1:2 ჩომახიძე (32), 1:3 აფციაური (72).
გაფრთხილება: გელაშვილი, ბენაშვილი, ტყემალაძე, პავლიაშვილი.
მსაჯი: ლაშა სილაგავა
24 სექტემბერი. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 300 მაყურებელი
სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)
სიონი: ბობღიაშვილი, რაქვიაშვილი, ორბელაძე, კობაური, თარგამაძე, ნოზაძე, დიდავა (ქურასბედიანი, 33), უგრეხელიძე, ვაშაკიძე, გია თოდუა (ისიანი, 66), რევაზ გოცირიძე (ოქროპირიძე, 77).
მწვრთნელი: გ.ყიფშიძე
დინამო: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, გივი კვარაცხელია, ხმალაძე, ლილუაშვილი (ნიკოლოზ ფირცხალავა, 64), კოშკაძე (მუჯირი, 77), ჯუისი, კახელიშვილი, თექთურმანიძე, მეტრეველი (ვაწაძე, 52).
მწვრთნელი: კ.კაჭარავა
გაფრთხილება: გოცირიძე (77), ვაშაკიძე (88).
გოლი: 1:0 ვაშაკიძე (25).
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი).
24 სექტემბერი. რუსთავი. "ფოლადი". 400 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:0 (1:0)
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ბეჭვაია (კ), კასრაძე, ადამაძე, ღანიაშვილი, გურეშიძე, მაისაშვილი, კლიმიაშვილი (კორიფაძე 76), ჯანელიძე (ზაქრაძე 55), ლიპარტია, ჩიმაკაძე (გოგიაშვილი 89).
მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
ტორპედო: ქვილითაია (მიგინეიშვილი 46), ფოფხაძე, თოდუა, მაჭავარიანი, ჩიკვილაძე, გიგაური, დიღმელაშვილი, ნიკა კვასხვაძე (სანიკიძე 62), თარხნიშვილი, კემუხტიშვილი (ხაჭიპერაძე 70), საბანაძე.
მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
გოლი: ჩიმაკაძე (42)
გაფრთხილება: მაჭავარიანი (33), გურეშიძე (35), ძაძამია (45), კასრაძე (59), სანიკიძე (80)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
25 სექტემბრი. ფოთი. "ფაზისი". 2.000 მაყურებელი
კოლხეთი (ფოთი) – ოლიმპი (რუსთავი) 5:1 (1:0)
კოლხეთი: გიზო შენგელია, ჭითანავა (წიქარიშვილი, 86), მახვილაძე, ინწკირველი, გველესიანი, სილაგავა, თედიაშვილი, ჯოჯუა (ცხვიტარია, 84), გვალია, სიჭინავა, ციცხვაია (გულუა, 78).
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
ოლიმპი: ბედიაშვილი, ქავთარაძე (გიორგი ჭელიძე, 55), ლაშა ჯაფარიძე (ხოჭოლავა, 57), გეწაძე, მოდებაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ღონღაძე (ახალკაცი, 74), რაზმაძე, ბერიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ბოლქვაძე.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
გოლები: 1:0 ციცხვაია (19), 1:1 მოდებაძე (59), 2:1 ციცხვაია (60), 3:1 სილაგავა (69), 4:1 გვალია (81), 5:1 გულუა (89)
გაფრთხილება: მახვილაძე (40), ჯოჯუა (45), ინწკირველი (65), გულუა (79).
მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე
25 სექტემბერი. ზუგდიდი. "გულია თუთბერიძე". 1.000 მაყურებელი
ბაია (ზუგდიდი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:0)
ბაია: ზუხბაია, კვეკვესკირი, გოგობერიშვილი, ჭიჭვეიშვილი, კვესიეშვილი, აკობია, ეხვაია (ახალაია, 81), წურწუმია, კახა ჩხეტიანი, სიხარულია (შოთა ლომია, 76), გუგუჩია (კუკავა, 89).
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
სპარტაკი: გრიშიკაშვილი, ჭაფოძე, მგელაძე, ბოიომო, კორსანტია, შონია, შოთა კაშია (ნიკოლოზ მაისურაძე, 79), ჩალაძე, ხაჭვანი (ვალერი ბოლქვაძე, 65), ბუზალაძე (კლოვისი, 30), დეკანოიძე.
მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი.
გაფრთხილება: კვესიეშვილი, კუკავა, წურწუმია, ჩალაძე, კორსანტია.
გოლები: 1:0 გუგუჩია (48), 1:1 ჭიჭვეიშვილი (66, საკუთარ კარში).
მსაჯი: მალხაზ ბეუქლიშვილი (ყვარელი)
გათამაშების ცხრილი
1.ზესტაფონი 7 5 0 2 14–6 15
2.დინამო 7 4 1 2 9–6 13
3.ოლიმპი 7 4 1 2 9–8 13
4.ვიტ ჯორჯია 7 4 1 2 10–8 13
5.კოლხეთი 7 3 2 2 9–6 11
6.სიონი 7 2 4 1 4–5 10
7.ბაია 7 2 3 2 7–8 9
8.სპარტაკი 7 1 2 4 7–12 5
9.სამტრედია 7 1 1 5 8–14 4
10.ტორპედო 7 0 3 4 2–6 3
ბომბარდირები: გიორგი მეგრელაძე (ბაია) – 5 (1 პენალტით), ჯაბა ლიპარტია (ვიტ ჯორჯია) – 5 (1), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) – 4, ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია, ტორპედო) – 3, თეიმურაზ შონია (სპარტაკი) – 3.

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

კავშირი ტეგთან: კახა თარგამაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 