| ქალი და მამაკაცი |

პაოლო როსი – 1982 წლის ადამიანი
პაოლო როსი – 1982 წლის ადამიანი
ახლახანს დაბადებიდან 54 წელი შეუსრულდა პაოლო როსის, რომლის ნიშნითაც ჩაიარა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატმა. იტალიელი ფორვარდი გახდა მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი, "ოქროს ბურთის" ლაურეატი.
შესაძლოა, სხვადასხვაგვარი მიდგომა გვქონდეს ასტროლოგიის მიმართ, მაგრამ 1982 წელი მართლაც ვარსკვლავური გამოდგა პაოლო როსისთვის. ასე მას არც მანამდე უთამაშია და არც მას შემდეგ. იმ წელს იგი იტალიის კერპი გახდა და დღემდე ასეთად რჩება, ვინაიდან სწორედ იგი დაეხმარა "ესკადრეს" მესამედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებაში, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ. ასეთ რამეს აპენინებზე, სადაც ფეხბურთი უბრალოდ თამაშზე მეტს ნიშნავს, არ ივიწყებენ. იმ წელს როსიმ ყველა შესაძლო ტიტული მიიღო, გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი, ხოლო წლის შედეგების მიხედვით "ოქროს ბურთი" მიიღო.
ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. უკვე 17 წლის ასაკში პაოლოს მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ეს ტკივილი მას მაინც აწუხებდა მთელი კარიერის მანძილზე. "იუვენტუსის" იუნიორთა გუნდიდან იგი განთესეს, სამაგიეროდ, მას თვალი "ვიჩენცამ" დაადგა. ჭაბუკ ფორვარდს ენდობოდნენ, მან კი მადლობა იმით გადაუხადა, რომ სერია ბ–ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რამაც მის გუნდს ელიტურ დივიზიონში აღზევება შეაძლებინა. მომდევნო სეზონში როსი უკვე სერია ა–ს მთავარი გოლეადორი გახდა, ხოლო "ვიჩენცამ" თავის სადებიუტო წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა.
1978 წელს პაოლო თავის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა და მართალია, იქ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლებოდა, თავისი გოლების გატანა მაინც მოახერხა.
– გუნდში ბევრი შესანიშნავი და გამოცდილი ფორვარდი ირიცხებოდა, რომელთაც თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს და ამიტომ ვფიქრობდი, რომ თამაშის მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. საკუთარ თავს კი მესამე რიგის სათადარიგოთა რიცხვს მივაკუთვნებდი, – ამბობდა მაშინ როსი. პაოლომ პირველივე მატჩში ფრანგებთან შეხვედრაში გამოიჩინა თავი, შემდეგ უნგრელებთან მეორე შეხვედრაშიც, რამაც იტალიელებს საშუალება მისცა სამი მოგებით დამაჯერებლად დაეკავებინათ ჯგუფში პირველი ადგილი. მეორე ჯგუფურ რაუნდში (მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ჯგუფური რაუნდი იმართებოდა) "სკუადრა აძურამ" სამ მატჩში მხოლოდ ერთხელ იზეიმა გამარჯვება და გამარჯვების გოლი ავსტრიის ნაკრების კარში (1:0) სწორედ პაბლიტომ გაიტანა (ასე შეარქვეს მას გულშემატკივრებმა). ასევე იყო ფრედ დამთავრებული მატჩი გფრ–თან (0:0) და დამარცხება ჰოლანდიელებთან (1:2). საბოლოოდ იტალიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ მესამე ადგილისთვის მატჩით დაკმაყოფილდნენ, რომელშიც უფრო ძლიერი ბრაზილიის ნაკრები აღმოჩნდა. იმავე წელს როსი იტალიის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ამას მოჰყვა ჩავარდნა. "ვიჩენცა" ქვევით დაეშვა და როსი იჯარით გაანათხოვრეს "პერუჯაში". შემდეგ კი სკანდალმაც დაიქუხა. პაოლოს მოთამაშების ჯგუფთან ერთად ტოტალიზატორებში უკანონო ფსონების დადებასა და საჭირო შედეგების უზრუნველყოფაში დასდეს ბრალი. კერძოდ, გამოვლინდა, რომ სწორედ მან უზრუნველყო "აველინო" – "პერუჯას" მატჩის ანგარიში – 2:2, ხოლო პაბლიტოს პირობას ის წარმოადგედა, რომ მას დუბლი უნდა შეესრულებინა.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ როსის სამი წლით აუკრძალა ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ შემდეგ სასჯელის ვადა ერთ წლამდე შეუმცირა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. დისკვალიფიკაციის ვადა აპრილში იწურებოდა, ამ დროისთვის კი "იუვენტუსმა" როსის ტრანსფერი 1 მილიონ დოლარად გამოისყიდა.
"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ენცო ბეარზოტმა გარისკა და პაოლო თავის გუნდში აიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ლანძღავდა. სხვაგვარად არც იქნებოდა, ვინაიდან იმის გარდა, რომ პაოლო ორი წლის უთამაშებელი იყო, მისი სახელი ლაფში იყო ამოსვრილი. გარკვეული დრო გავა და იტალიაში ისევ იფეთქებს, ამჯერად "მოჯგეიტი" და როსის საქციელი მასთან შედარებით ბავშვურ თამაშად გამოჩნდება.
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ესპანეთი მასპინძლობდა, პაოლო როსიმ თავისი პირველი გოლი მხოლოდ მეხუთე მატჩში გაიტანა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პირველ ჯგუფურ ეტაპზე იგი საკმაოდ უფერულად გამოიყურებოდა, ისევე, როგორც მთლიანობაში იტალიის ნაკრები, ხოლო უკვე მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ბრძოლა ნახევარფინალში გასასვლელად მიდიოდა, პაოლომ სამი გოლი გაუტანა ბრაზილიელებს (3:2), შემდეგ ნახევარფინალში ორჯერ შეარხია პოლონელთა კარის ბადე (2:0), ხოლო თავისი გოლების ფეიერვერკი გერმანელებთან ფინალურ მატჩში დაასრულა, რომელიც იტალიელებმა 3:1 მოიგეს, ხოლო პირველი გოლის ავტორი სწორედ როსი გახდა.
ამ ტრიუმფის შემდეგ როსის კიდევ რამდენიმე არცთუ ურიგო სეზონი ჰქონდა "იუვენტუსის" შემადგენლობაში, რომელთაც რამდენჯერმე მოიგეს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ქვეყნის თასი და ასევე ევროპის ჩემპიონთა თასიც, იგი 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადშიც იყო შეყვანილი, მაგრამ პაოლო ძველებურად ვეღარ კაშკაშებდა. მას სულ უფრო ხშირად აწუხებდა მუხლი და საბოლოოდ კარიერა 31 წლის ასაკში, "ვერონაში" დაასრულა.
დიდ სპორტთან გამომშვიდობების შემდეგ პაოლომ ბიზნესს მიჰყო ხელი და საკმაო წარმატებებსაც მიაღწია. ახლა მას ფეხბურთი მხოლოდ როგორც მაყურებელს, ისე აინტერესებს.
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 