| ქალი და მამაკაცი |

ნაწილი პირველი
ნაწილი პირველი
ალკოჰოლი, ქალები, "ბინძური" ფეხბურთი და კონფლიქტები გულშემატკივრებთან – ეს ყველაფერი ცუდი ბიჭების სავიზიტო ბარათია. ხშირად თამაში ზარალობს ასეთი ადამიანების გამო, მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ თამაში არ არის...
ეფენბერგის ცნობილი ჟესტი
შტეფან ეფენბერგი ერთ–ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა მსოფლიო ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე. წარმოუდგენლად რთული ხასიათის მოთამაშე ეფენბურგმა "ბაიერნის" მოთამაშემ, მიუნხენელი გულშემატკივრები ორ ბანაკად გახლიჩა. ერთნი შტეფანის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ, მეორენი კი მას დასანახად ვერ იტანდნენ. "ბაიერნის" მეტოქეთა ფანები ეფენბერგს მონეტებსა და ბოთლებს ესროდნენ, ხოლო კლუბის გულშემატკივრები ბურთთან მის ყოველ შეხებას სტვენით ხვდებოდნენ. ეფენბერგს გერმანიის ეროვნული ნაკრების ქომაგებთანაც მეტად "თბილი" ურთიერთობა ჰქონდა...
ყველაფერი კი 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიწყო. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც გერმანიის ნაკრები სამხრეთ კორეელებს ეთამაშა, გერმანელმა გულშემატკივრებმა მატჩის ბოლოს უნიათო თამაშისთვის თავის ფეხბურთელებს სტვენა დაუწყო, რის პასუხადაც თავიანთი მისამართით შტეფანის ხელის შუა თითი იხილეს. სწორედ ამ ჟესტს დაერქვა შემდეგში "ეფენბერგის ჟესტი". ხოლო იტალიაში, როდესაც იგი "ფიორენტინას" შემადგენლობაში თამაშობდა, ეფენბერგი კინაღამ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივ ტიფოზებთან, რომლებმაც გერმანელი ლეგიონერისთვის ჭკუის სწავლება გადაწყვიტეს.
გულშემატკივრების გარდა შტეფანს არც ბევრ თავის თანაგუნდელთან და მწვრთნელთან ჰქონდა "გულთბილი" დამოკიდებულება. გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი ევრო 1992–ს წინ იძულებული გახდა ეფენბერგი გუნდის შემდაგენლობიდან ამოეგდო. აღმოჩნდა, რომ ეს ნაკრების გამოცდილმა ფეხბურთელებმა მოითხოვეს, რომელთაც 22 წლის ნახევარმცველი გამუდმებული კრიტიკული შენიშვნებით აღიზიანებდა, როგორც ვარჯიშებზე ისე უშუალოდ მატჩის დროს.
ასევე უნდა აღინიშნოს ეფენბერგის ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, ქალებითა და ჩხუბით გატაცება. გავიხსენოთ მისი ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც მან პირდაპირ გადაუარა თავის ზოგიერთ ყოფილ პარტნიორს, მწვრთნელსა და კიდევ ბევრ სხვასაც. შტეფანმა არც ლეგენდარული ლოთარ მათეუსი დაინდო და შეურაცხმყოფელი ფრაზებით უხვად შეამკო.
ამჟამად შტეფან ეფენბერგი აშშ–ში ცხოვრობს თავის მეორე მეუღლე კლაუდიასთან ერთად, რომელიც, სხვათა შორის, "ბაიერნში" თავის ყოფილ პარტნიორ ტომას შტრუნცს წაართვა, ეს კიდევ ერთი ხმამაღალი სკანდალური ისტორია იყო მის კარიერაში.
ჰოლივუდელი ძვალთამტვრეველი
ამჟამად ვინი ჯონსი ცნობილი კინომსახიობია, ჰოლივუდის ვარსკვლავი, არც ისე შორეულ წარსულში კი იგი ერთ–ერთ ყველაზე ბინძურ მოთამაშედ ითვლებოდა ინგლისის ფეხბურთში. ერთხელ ჯონსმა მსაჯისგან ყვითელი ბარათი მატჩის დაწყებიდან სამ წამში მიიღო, ხოლო ინგლისის ჩემპიონატის ერთ–ერთ მატჩში ვინიმ უმძიმესი ტრავმა მიაყენა "ტოტენჰემის" და ინგლისის ნაკრების მცველ გარი სტივენსს, რის გამოც ფეხბურთელი იძულებული გახდა ნაადრევად დაესრულებინა თავისი სპორტული კარიერა. კიდევ ერთი ლეგენდარული ეპიზოდი ჩვენი გმირის მონაწილეობით "ნიუკასლთან" მატჩში მოხდა, როდესაც მან ლეგენდარულ პოლ გასკოინს ხელი მეტად ინტიმურ და მტკივნეულ ადგილზე მოუჭირა.
ვინიმ თავისი თამაშით სახელი "უიმბლდონში" თამაშის დროს გაითქვა, რომელსაც იმ დროს მეტსახელად "გიჟების ბანდას" უწოდებდნენ. ამ გუნდს კი ასე იმის გამო ეძახდნენ, რომ "უიმბლდონის" ფეხბურთელები მთელ ღამეს გოგონებთან ერთად ლუდის ბარებში ატარებდნენ, მეორე დღეს კი მოედანზე გადიოდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, ზოგჯერ თამაშსაც კი იგებდნენ.
ჯონსი თავისი ხასიათის გამო ხშირად იყო პოლიციის განყოფილებების სტუმარი. ის მუდმივად მთვრალი იჯდა ავტომობილის საჭესთან, ასევე მუდმივად ხდებოდა რომელიმე მასობრივი ჩხუბის მონაწილე. იშვიათად, რომ ყვითელი პრესის ფურცლებზე ჯონსის სახე არ გამოჩენილიყო. ვინი ჩხუბობდა ყველასთან – გულშემატკივრებთან, მეტოქეებთან და მეზობლებთანაც კი. 1997 წელს ის კინაღამ ციხეში აღმოჩნდა, მეზობელის ცემის გამო, რომელთანაც საზღვრის გამო იჩხუბა, მაგრამ ვინის გაუმართლა და მისი სასჯელი მხოლოდ 1.150 ფუნტის გადახდითა და 100 საათი საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოთი შემოიფარგლა.
ჯონსმა მეტსახელად სეკირა მიიღო, თავისი უხეში თამაშისთვის, რომელიც ხშირად ბინძურ ილეთებში გადადიოდა. ზოგიერთი მონაცემით ვინიმ თავისი სპორტული კარიერის მანძილზე მოედნიდან 15 გაძევება დაიმსახურა, ყვითელ ბარათებზე ხომ ზედმეტია საუბარი, მათი დათვლა ფაქტიურად წარმოუდგენელია და ალბათ მათი რიცხვი თავადაც არ იცის, ხოლო სრული სურათის წარმოსადგენად ნაწყვეტს მოვიტანთ მისი ავტობიოგრაფიიდან.
– სასტუმროში შედგა ჩემი "უიმბლდონის" მოთამაშედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია. ერთობლივი სადილის დროს შევნიშნე როგორ გაუჩინარდნენ ათი წუთით გლინ ჰოჯსი და მარკ მორისი. ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ წუთას არ მიმიცია, მაგრამ როდესაც ნომერში დავბრუნდი (მე კი უოლი დაუნსთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც გაცილებით ადრე ერთობლივი დროსტარებებით ვიცნობდი), იქ ნამდვილი დარბევა ვიხილე. ლოგინის თეთრეული მრავალჯერ იყო გამონასკვული, ჩემი ჩასაცმელი აბაზანაში იყო ჩაყრილი, რომელშიც კეთილ თანაგუნდელებს წყლის ჩასხმა არ დავიწყებიათ. სარკე სკოლის დაფისთვის დაემსგავსებინათ, რომელზეც ჩემი მისამართით "კეთილი" სურვილები უხვად მიეწერათ.
– ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და გავიგონე: "ვინი ჯონს, შობელძაღლო ონანისტო! გგონია, თუ კონტრაქტს ხელი მოაწერე, ისეთივე მაგარი ბიჭი გახდი, როგორებიც ჩვენ ვართ? ქვეშაფსიავ, სულიც ამოგხდომია!" ტელეფონი კიდევ დიდხანს რეკავდა. ბასეტის ნომრიდანაც კი დარეკეს! ყურმილს აღარ ვიღებდი და უცბად კარზე დააკაკუნეს... უოლმა კარი გააღო და ოთახში მთვრალების ბრბო შემოიჭრა მეტად მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან ერთად.
– შიშისგან კინაღამ სული გამეპარა: "ღმერთო ჩემო, რას იფიქრებს ბასეტი!" ბიჭებმა კი გართობა შემომთავაზეს. უცბად მოძებნეს ჭიქები, ხოლო გოგონამ უცბად მოიშორა ჩასაცმელი. მან სიმღერა დაიწყო, მას ყველა აჰყვა: "თუ გსურს ბედნიერი იყო, ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ ვიქცევით!" მე მათ კეთილგონიერებისკენ მოვუწოდებდი, მანამდე სანამ მოთმინების ფიალა არ ამევსო. ერთად მოვაგროვე იმ მეძავის ჩასაცმელი და ბიჭებს სახეში მივაყარე. ისინი მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულ სახეს იღებდა და ნომრიდან გაიძურწნენ.
– ამ დროს კი უოლი თავის ლოგინზე იწვა და სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა: "არ გეწყინოს, ეს ჩვენ ვართ. ეს – "უიმბლდონია". დენის უაიზი, ლორი სანჩესი... ისინი სუპერვარსკვლავები არ არიან, ისინი ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭები არიან, რომელთაც პირველ დივიზიონში თამაშის ბედნიერება ხვდათ წილად. ასეთია ჩვენი სული! კეთილი იყოს შენი მობრძანება, ვინი! და ყოველთვის გაუფრთხილდი შენი ნომრის გასაღებს!"
– "გიჟების ბანდაო" ამბობთ? სწორედაც! ასე პირველად ტონი სტენსონმა გვიწოდა "დეილი მირორიდან". ის მთელმა ქვეყანამ აიტაცა! მე კი ამ ბანდის წევრი გავხდი!
გაგრძელება იქნება
მოამზადა კახა ხატიაშვილმა

კავშირი ტეგთან: მათეუსი

კავშირი ტეგთან: მათეუსი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 