| ქალი და მამაკაცი |

თურქები ფეხბურთით ტკბებიან
გუუს ჰიდინკი: თურქები ფეხბურთით ტკბებიან
გუუს ჰიდინკი, რუსეთის ეროვნული გუნდიდან წასვლის შემდეგ, თურქეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. 63 წლის ჰოლანდიელი იმ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ჯერ კიდევ 1990–1991 წლებში მუშაობდა, როდესაც "ფენერბახჩეს" მთავარი მწვრთნელი იყო.
თურქეთის ნაკრებში ჰოლანდიელის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა – მისმა შეგირდებმა, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში, ჯერ სტუმრად ყაზახებს აჯობეს (3:0), ხოლო შემდეგ საკუთარ მოედანზე ბელგიელები დაამარცხეს (3:2) და პირველ ადგილზე მყოფ გერმანიას მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.
უეფას ოფიციალური ვებ–გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰიდინკი აცხადებს, რომ 8 ოქტომბერს სტუმრად გერმანელებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
– თურქეთის ნაკრების სათავეში ჩადგომით კმაყოფილი ხართ?
– უდავოა, რომ კმაყოფილი ვარ. თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნავს, მათ დიდი გეგმები აქვთ, რაც მომწონს. ძალიან მიყვარს ფეხბურთი იმიტომ, რომ ის ერთ ადგილზე არ დგას.
– თურქეთში მუშაობის გამოცდილება ადრეც გქონდათ, როდესაც "ფენერბახჩეს" წვრთნიდით, მაგრამ ეს პერიოდი თქვენთვის არცთუ წარმატებული იყო. ვიდრე ნაკრების თავკაცობას დათანხმდებოდით, ეს თუ გაიხსენეთ?
– საქმე ისაა, რომ თურქეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ეს ერთ–ერთი მიზეზია იმაისა, ამ სამუშაოს რატომაც დავთანხმდი. შეიძლება ითქვას, რომ თურქებისთვის ფეხბურთი ცხოვრების წესია.
– თქვენი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით?
– ალბათ, შემდეგის თქმა შეიძლება – თურქები ფეხბურთის თამაშით ტკბებიან. ამჟამად გუნდში გვყავს როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასევე, გამოცდილი მოთამაშეები.
ვთვლი, რომ ეს დიდი პლუსია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასპარეზობა მაღალ დონეზე გიწევს. გარდა ამისა, ჩვენს ფეხბურთელებს კარგად ესმით, რას ელიან მათგან მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ.
– თურქეთის ნაკრებიდან ვის გამოარჩევდით?
– დიდ სიამოვნებას ვიღებ, როდესაც თვალს არდა თურანის თამაშს ვადევნებ. ის ფანტასტიური ფეხბურთელია.
– ფიფას მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში თურქეთმა ბოლო წლების განმავლობაში მისთვის ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა და პოზიცია 7 საფეხურით გაიუმჯობესა. თქვენთვის ეს რას ნიშნავს?
– ჩემი აზრით, მალე ტოპ–15–ში უნდა მოვხვდეთ. თუმცა, სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით საუკეთესო ხუთეულში ყოფნის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამის შესახებ საუბარი არც ღირს.
– თურქეთის ნაკრებში თქვენი მთავარი საზრუნავი რა არის?
– რაც შეიძლება მალე უნდა განვსაზღვროთ ჩვენი თამაშის ის ასპექტები, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდება. თურქ მოთამაშეებს ტექნიკასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, თუმცა, რასაც აგრესია და კაცური თვისებების გამოვლენა ჰქვია, ამაში უნდა მოვუმატოთ. გარდა ამისა, მსურს, რომ მათ ფეხბურთის სხვა ხედვა ჩამოუყალიბდეთ.
– ჯგუფში გერმანიასთან მოგიწევთ დაპირისპირება და ამჟამინდელი ბუნდესნაკრების თაობაზე რა აზრის ხართ?
– გერმანიამ სამხრეთ აფრიკის მოედნებზე თავი საუცხოოდ წარმოაჩინა. გარდა ამისა, გერმანელები შესარჩევ ტურნირებს ყოველთვის მაღალ დონეზე ატარებენ და ჩავარდნა არ აქვთ.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბუნდესნაკრები ფინალურ ეტაპებზეც ძლიერად გამოდის და არაერთი მიღწევა აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ იოახიმ ლიოვის შეგირდებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.
– გერმანიის გარდა, შესარჩევ ციკლში თამაში ბელგიასთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და ავსტრიასთან მოგიწევთ. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა რამდენად რეალურია?
– ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის. მეორე ამოცანა კი,შემადგენლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელების დამკვიდრებაა. შევეცდებით, შემტევი სტილი შევიმუშავოთ, რომელიც თურქი ფეხბურთელების ხასიათს ასახავს. გულშემატკივრებს მათი გუნდის შეტევების ყურება ყოველთვის უყვართ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 