| ქალი და მამაკაცი |

ლუიშ ფიგუ სასწაულს ელოდება
დაბალ დონეზე თამაშს უთამაშებლობა ჯობია
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლუიშ ფიგუ მილანის "ინტერის" დირექტორატის წევრი გახდა, სადაც დღემდე აქტიურად საქმიანობს. გარდა ამისა, ის კეთილი ნების ელჩია და შიდსით დაავადებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო მატჩებსაც აწყობს.
37 წლის ყოფილი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორის, ბანკ უნიკრედის ოფიციალური წარმომადგენელიცაა და მის მიერ გამართულ აქციებშიც მონაწილეობს. სწორედ უნიკრედის მიერ ორგანიზებული ტროფი–ტურის ეგიდით მან მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის თასის პრეზენტაცია მოახდინა, რომელსაც ბრაზილიელი ვარსკვლავები, ჯოვანი ელბერი და კაფუ დაესწრნენ.
სხვათა შორის, სექტემბერ–ოქტომბერში თასს, გერმანიის გარდა, ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთსა და ავსტრიაში ჩაიტანენ. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ფიგუმ მიუნხენში მისცა.
– ისეთ ფორმაში ხართ, რომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა მოედანზე თქვენი შესაძლო დაბრუნების თაობაზე. მაგალითად, რუსეთში ნებისმიერი კლუბი დიდი სიამოვნებით მიგიღებთ და ფასზეც არ დაფიქრდებიან...
– არა, არა. ერთია, როდესაც ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებ, ხოლო სულ სხვაა, ისე იყო მომზადებული, რომ უმაღლესი დონის მატჩებში თამაში შეგეძლოს. ალბათ, ამისთვის მზად არ ვარ.
– ხომ შეგეძლოთ ბევრი თქვენი კოლეგისთვის მიგებაძათ და სათამაშოდ კატარში ან ხმელეთის იმ ნაწილზე წასულიყავით, რომელზეც უკვე გითხარით...
– ეს ჩემი გზა არ არის. როცა ჩემპიონთა ლიგის თასი აღგიმართავს, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონი ყოფილხარ, უფრო დაბალი რანგის ტურნირები შენთვის, უბრალოდ, არ არსებობს.
– ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში თქვენი ფავორიტი ვინ არის?
– "ინტერი".
– მიკერძოებული ხართ. "ინტერში" ხომ ერთ–ერთ დირექტორად მუშაობთ...
– არ ვმალავ, რომ მიკერძოებული ვარ, მაგრამ ამავე დროს, ობიექტურიც. გასულ სეზონთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში დანაკარგი მინიმალურია, მხოლოდ ორი ფეხბურთელი.
კარგად ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის არსებობის მანძილზე მისი მოგება ზედიზედ ორჯერ ვერავინ შეძლო, თუმცა "ინტერი" ტრადიციის დასარღვევად მზადაა.
– სერიოზულად ამბობთ, რომ მინიმალური დანაკარგი განიცადეთ?
– ფეხბურთელებს ვგულისხმობდი.
– მწვრთნელი?!
– დანაკარგია და კიდევ როგორი. თუმცა, რაფაელ ბენიტესი მოვიდა – ადამიანი, რომელსაც მწვრთნელობაზე, გუნდის შიგნით ურთიერთობებზე და ფეხბურთზე თავის შეხედულება აქვს. მას საინტერესო კონცეფციები გააჩნია. ვფიქრობ, ბენიტესს ყველაფერი გამოუვა.
– მოურინიუ თქვენთვისაც განსაკუთრებულია?
– დიახ. ის ერთადერთი და განუმეორებელია.
– "რეალისთვის" სუპერშენაძენია?
– თუ მოურინიუ შედეგს აჩვენებს, მაშინ, მადრიდში მასში არ შემცდარან. ფეხბურთში სუპერშენაძენები არ არსებობს, რადგან წარმატების გარანტიას არავინ და არაფერი, არავითარი ფული და სახელები იძლევა.
– რომელი უფრო ძლიერია – "ბარსელონა" თუ "რეალი"?
– ორივე ძალიან ძლიერია. "ბარსელონა" ფანტასტიურად თამაშობს. ამ გუნდს პროფესიონალ მსროლელს შევადარებდი, რომელიც ტირში მიდის და საჩუქრებს მიყოლებით იგებს.
– ლიგის კიდევ ერთ ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნს" ასახელებენ. თქვენ ლუის ვან გაალის ხელმძღვანელობით გითამაშიათ. რას იტყვით მის შესახებ?
– ლუის ვან გაალი? ის ლუის ვან გაალია. სუპერ კვალიფიცირებული მწვრთნელია, მაგრამ ძალიან, ძალიან სპეციფიკური ადამიანია, ურთიერთობაში რთული. თუმცა, მისი მუშაობის შედეგი სახეზეა. წინა სეზონში მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იგივეს განმეორება ისევ შეუძლია.
– ცოტა ხნის წინ ევროპულ არენაზე ინგლისური კლუბების ჰეგემონია იყო, მაგრამ მათ პოზიციები უცებ დათმეს. ასე რატომ მოხდა?
– საფეხბურთო სამყაროს მართვა მუდმივად შეუძლებელია. ინგლისელებს წარმატებული პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ პოზიციები ცოტა დათმეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინგლისში ფეხბურთი უფრო დაბალი დონის გახდა. უბრალოდ, არსებობს ობიექტური ფაქტორები, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები, თაობათა ცვლა და ნებისმიერი სხვა მიზეზი.
– უნიკრედიტის ელჩის როლი დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ?
– მართალი გითხრათ, ჟურნალისტებთან ურთიერთობა და პრესკონფერენციებში მონაწილეობა უფრო რთულია, ვიდრე ფეხბურთის თამაში. უფრო დაძაბული ცხოვრების გრაფიკი მაქვს.
სამაგიეროდ, შემიძლია ხალხს სიამოვნება მივანიჭო. გულშემატკივრებისთვის დიდი პატივია ჩემპიონთა ლიგის თასს შეეხონ და ავტოგრაფი ჩამოართვან იმ ადამიანებს, ვისაც გულშემატკივრობენ.
– მიკარნახებთ, ფულის ჩადება რომელ აქციებში უფრო მომგებიანი იქნება?
– მე ისეთი ეკონომისტი ვარ... მხოლოდ საკუთარი ოჯახის ბიუჯეტის განკარგვა თუ შემიძლია, მაგალითად, ვიცი, რა თანხა უნდა მივცე მეუღლეს, როდესაც პურის საყიდლად მიდის.

კავშირი ტეგთან: რაფაელ ბენიტესი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 