| ქალი და მამაკაცი |

ედუარდოს ინგლისურ ამინდთან შეგუება გაუჭირდა

დონეცკის "შახტარმა", რომელიც განხორციელებული ტრანსფერებით პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ–ერთი ლიდერია, ახალი სეზონის წინ მორიგი ხმაურიანი შენაძენი გააკეთა.
უკრაინულმა კლუბმა ლონდონის "არსენალიდან" ხორვატული პასპორტის მქონე ბრაზილიელი ედუარდო 6 მილიონ გირვანქად შეიძინა. დონეცკში გადასვლამდე 27 წლის ფორვარდმა ინგლისში სამი სეზონი (2007–2010) გაატარა და 68 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
თუმცა, მას უფრო მეტის გაკეთებაში ხელი 2008 წლის 23 თებერვალს "ბირმინჰემთან" მიღებულმა ტრავმამ შეუშალა, როდესაც მეტოქის ფეხბურთელმა, მარტინ ტეილორმა ფეხი მოტეხა.
ედუარდოს გამოსაჯანმრთელებლად ერთი წელიწადი დასჭირდა და გასაკვირი არ არის, რომ გასულ სეზონში მან მეტოქის კარი მხოლოდ ხუთჯერ აიღო. სეზონის წინ "არსენალმა" ფორვარდის გაყიდვა გადაწყვიტა და ბრაზილიელ–ხორვატი "შახტარმა" შეიძინა, რომელიც, სხვათა შორის, ჯგუფში ლონდონის "არსენალთან" ერთად მოხვდა.
გთავაზობთ ინტერვიუს ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩის ჩამტარებელ და 18 გოლის გამტან ედუარდოსთან, რომელიც მან უკრაინულ გამოცემა "სეგოდნიას" მისცა.
– ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში თქვენი ყოფილი კლუბის, ლონდონის "არსენალის" მიერ პორტუგალიის "ბრაგას" 6:0 დამარცხება როგორ აღიქვით, გაგიკვირდათ?
– არა, რატომ? ეს რა სიურპრიზია? "არსენალი" დიადი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირებზე საუცხოო შედეგებს აჩვენებს. მით უმეტეს, საკუთარ სახლში.
– "შახტარის" შანსები "არსენალის" წინააღმდეგ როგორია?
– საუცხოო, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ჩვენ ტექნიკური გუნდი გვყავს. ჩვენ შეგვიძლია "არსენალი" გავაოცოთ. გახსოვთ ალბათ, გასულ სეზონში "ოლიმპიაკოსმა" მეთოფეებს 1:0 მოუგო. რა თქმა უნდა, "ემირეიტესზე" უფრო გაგვიჭირდება.
– "არსენალს" საკუთარ მოედანზე ასეთ სახიფათოს რა ხდის – აკუსტიკა თუ მოედნის საფარია განსაკუთრებული?
– საერთო ჯამში, ატმოსფერო. მთელი მატჩის განმავლობაში, სტადიონის ტრიბუნები არ ჩუმდება, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენს მიერ "პარტიზანთან" ჩატარებული მატჩის დროს იყო.
– ყველაზე ძნელად ლონდონში რას შეეგუეთ? ავტომანქანის მარჯვენა საჭეს?
– ლონდონშიც მქონდა იმის უფლება, რომ მემოძრავა ავტომანქანით, რომელსაც საჭე მარცხნივ აქვს, ისევე, როგორც სხვა უცხოელ ფეხბურთელებს. ყველაზე რთული ამინდთან შეგუება იყო – ეს გამუდმებული წვიმები...
– "არსენალში" თქვენი საუკეთესო მეგობარი ვინ იყო?
– წარმოიდგინეთ, რომ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. თუმცა, ყველაზე მეტ დროს დენისლსონთან ვატარებდი. ისიც ხომ ბრაზილიელია.
– ჩემპიონთა ლიგაში ჩასატარებელი მატჩების შემდეგ, მაისურებს "არსენალის" რომელ ფეხბურთელებს გაუცვლით?
– ლონდონში მსურს მაისური სესკ ფაბრეგასს გაუცვალო, ხოლო დონეცკში დენილსონს.
– "ემირეიტსზე" დაბრუნებულს როგორი შეგრძნება გექნებათ?
– რა თქმა უნდა, ემოციები დამეუფლება. თუმცა, პროფესიონალი ვარ და ჩემი ამჟამინდელი გუნდის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ. გარდა ამისა, ამ მატჩამდე სხვა თამაშებიც იქნება და პირველ ყოვლისა, მათზე ვფიქრობ.
– ლუჩესკუსა და ვენგერის შედარება შეგიძლიათ?
– ისინი ერთმანეთს გვანან. ორივე ლეგენდები არიან. ორივე მათგანს საუცხოო შედეგები აქვს. ორივე დიდი გუნდების მწვრთნელია. სხვაობა ის არის, რომ არსენ ვენგერი "არსენალში" 15 წელიწადია მუშაობს, ხოლო ლუჩესკუ "შახტარში" მხოლოდ შვიდი. ორივეს სურს, რომ მათმა გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი ითამაშონ.
– "არსენალში" იმდენი ბრაზილიელი არ არის, რამდენიც "შახტარში"...
– თუმცა იქ ტალანტები მთელი მსოფლიოდან არიან შეკრებილნი.
– თქვენს ამჟამინდელ მომზადების დონეს რამდენი პროცენტით აფასებთ?
– ასი პროცენტით მზად ვარ.
– ცოტა ხნის წინ ლუჩესკუმ თქვა, რომ ასი პროცენტით მზად არ ხართ...
– უბრალოდ, მას ჩემი გამოცდა უნდა. ყველაფერი, რაც მსურს – თამაშია.
– კარიერაში გატანილი გოლებიდან ყველაზე ლამაზად რომელს თვლით?
– ლამაზი თუ მნიშვნელოვანი? თუ მნიშვნელოვანზეა საუბარი, ერთ–ერთი მათგანი ზაგრებში, ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ბურთია, როდესაც 2:0 მოვიგეთ.
იგივე ისრაელის ნაკრებთან შესრულებული ჰეთ–თრიკი. ყველაზე ლამაზად კი, "არსენალის" შემადგენლობაში "ბარნლის" კარში გატანილ გოლს მივიჩნევ. მაშინ ბურთიმიწაზე დაუშვებლად მარცხენა ფეხის გარე ტერფით დავარტყი და შორეულ ცხრიანში შევარდა.

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 