asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანხელ დი მარია: მიყვარს ლამაზი გოლების გატანა
მიყვარს ლამაზი გოლების გატანა
ანხელ დი მარია: მიყვარს ლამაზი გოლების გატანა

2010-09-30 10:16:00



მადრიდის "რეალში" ახლად გადასული არგენტინელი ანხელ დი მარია ახალ გუნდს კარგად შეეწყო და თავს შესანიშნავად გრძნობს.

მას "რეალში" თავისი თანამემამულეები დახვდნენ, რომელთა დახმარებითაც ახალ გუნდში ადაპტაცია არ გასჭირვებია, არც ენობრივი ბარიერი აქვს და შესაბამისად, მას ისღა დარჩენია, მეგობარ გოგონას ნაკლები დრო დაუთმოს და მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე იფიქროს.

– ვინ უფრო ხშირად უსტვენს, "ბენფიკას" გულშემატკივრები თუ მადრიდის "რეალის"?

– ყველა გუნდს ჰყავს თავისი გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, მადრიდი ძალიან მომთხოვნია. აქ ყოველთვის უნდა გაიმარჯვო და ითამაშო კარგად, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, შეიძლება გაიმარჯვო კარგი თამაშის გარეშეც.

– რა სხვაობას ხედავთ პორტუგალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს შორის?

– აქ ფეხბურთი უფრო მომთხოვნი და ხისტია, მოწინააღმდეგეები ხშირად მიმართავენ პრესინგს და ახდენენ ზეწოლას.

– მართალია, რომ პატარაობისას დედათქვენს სავარჯიშოდ ველოსიპედით დაჰყავდით?

– დიახ, სტადიონამდე ნახევარი საათის გზა იყო.

– თქვენი მშობლები ჩამოვიდნენ მადრიდში?

– სამ თვეში ჩამოდიან როსარიოდან.

– და თქვენი მეგობარი გოგონა?

– ის აქ არის, ჩემთან ერთად. ბოლო წელს ლისაბონშიც ერთად ვცხოვრობდით.

– როგორ გაიცანით იგი?

– ჩემი ბიძაშვილის დამსახურებაა. ისინი მეგობრები არაინ.

– ინიციატივა ვინ გამოიჩინა თქვენი გაცნობისას?

– მე ვთხოვე ჩემს ბიძაშვილს, რომ გაეცნო იგი.

– თქვენს საუკეთესო მეგობრად მადრიდში ფერნანდო გაგო ითვლება...

– ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული. ის აქ ძალიან მეხმარება.

– თქვენ ასევე კარგი ურთიერთობა გაქვთ მეორე თანამემამულესთან, გონსალო იგუაინთან...

– მე ისე კარგად არ ვიცნობ მას, როგორც ფერნანდოს, მაგრამ უკვე ვიცი, რომ დიდებული პიროვნებაა. აქ მას საბოლოოდ გავიცნობ.

– შეძელით დი სტეფანოსთან საუბარი ოფიციალური ფოტოს გადაღების დროს?

– არა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მასთან საუბარი.

– კრიშტიანუსთან ურთიერთობთ?

– მე მასთან ყოველთვის ვსაუბრობ. ის მორიდებული და შესანიშნავი ადამიანია, ამასთან, ბრწყინვალე პროფესიონალი.

– მაგრამ ის არც ისე მორიდებული პიროვნება ჩანს...

– როგორც ჩანს, მოედანზე იცვლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ძალიან მორიდებულია.

– რონალდუ ხშირად გეუბნებათ, მომეცი ბურთიო?

– (იცინის) ის არაფერს მეუბნება. მე გამიმართლა, მის გვერდით თამაში რომ მიწევს.

– მესი თუ კრიშტიანუ?

– ორივე ძლიერია. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

– "რეალის" შემადგენლობაში თქვენ ულამაზესი გოლები გაგაქვთ...

– მიყვარს ლამაზი გოლების გატანა, ჩემი პოზიციაც ამას მავალდებულებს.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რონალდუ
კავშირი ტეგთან: რონალდუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online