| ქალი და მამაკაცი |

ელენე ძალიან ლამაზი იყო, მხატვრებიც კი ხატავდნენ მის პორტრეტებს
ჯემალ ღაღანიძე: "ყველას უკვირდა, ელენე ცოლად რატომ გამომყვა"
ბატონი ჯემალ ღაღანიძე და მისი მეუღლე, ქალბატონი ელენე გერმესაშვილი, 44 წელია, რაც ცოლ–ქმარი არიან. როგორც საუბრისას აღნიშნეს, მათ დღესაც ისევე უყვართ ერთმანეთი და სიყვარული ხანდაზმულობას ულამაზებთ.
– ბატონო ჯემალ, სანამ ცოლს შეირთავდით, რამდენჯერ იყავით შეყვარებული?
– ქალებში განებივრებული არ ვყოფილვარ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სკოლაში მეხუთე კლასიდან გოგო–ბიჭები გაგვყარეს. ქალთა სკოლები ცალკე იყო, ვაჟთა – ცალკე. ერთმანეთს მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვხვდებოდით, რადგან სკოლაში თეატრის აბონემენტებს გვირიგებდნენ. მეორე – საშუალო სკოლის დამთავრებამდე ძალიან გამხდარი ვიყავი. ჩემნაირი გამხდარი თბილისში არავინ დადიოდა. თეატრში ნათამაშევი ჩემი პირველი როლი რომ ნახოთ, იტყვით, წელში გადატყდებაო. კარიკატურისტ ნოდარ მალაზონიას ზარმაც კოლმეურნეზე პლაკატი უნდა დაეხატა და ნატურად მე ამიყვანა. სახე სხვა იყო, მაგრამ ტანი მთლიანად ჩემი იყო. პლაკატს "დაჭრიჭინობდა დახტოდა" ერქვა.
– დღესასწაულებზე ხვდებოდით გოგონებს?
– დიახ. 1 მაისს, 7 ნოემბერს. ყველა ერთად შევიკრიბებოდით და ერთ–ერთი ჩვენგანის ბინაში წავიდოდით ღამისთევით საქეიფოდ. რამდენიმე წლის მერე ერთი ჩემი კლასელი გოგონა ამალია გამომიტყდა (მეხუთე კლასამდე ერთად ვიყავით), რომ მისთვის სიყვარული წერილით ამიხსნია.
– სტუდენტობის პერიოდში?
– არც მაშინ მყვარებია ვინმე. შეიძლება რაღაცა გამიფიქრებია ვიღაცაზე, მაგრამ ყველაფერი უმნიშვნელო იყო.
– როგორ გაიცანით ქალბატონი ელენე?
– მაშინ უკვე თეატრში ვმუშაობდი. საერთო ნაცნობმა თეატრში მოიყვანა და ერთმანეთს გაგვაცნო.
– გაცნობისთანავე მოგეწონათ ერთმანეთი?
ჯემალი: კი. ძალიან ლამაზი იყო, მხატვრებიც კი ხატავდნენ მის პორტრეტებს.
ელენე: მწვანე თვალები რომ შემომანათა, მაშინვე მომეწონა. პირველი შთაბეჭდილება ძალიან დადებითი იყო.
– არასოდეს გიღალატიათ მისთვის?
ჯემალი: თუ დამიჯერებთ, არა. მაშინ სირცხვილი იყო ოჯახის ღალატი. მართალია, თეატრს არ ეხებოდა, მაგრამ სხვა პროფესიის ადამიანი თუ ოჯახს უღალატებდა, ცეკაში, ბიუროზე გაჰქონდათ მისი საკითხი. ცნობილი ფაქტია, რომ ამის გამო ქალაქის მერი მოხსნეს თანამდებობიდან. მსახიობებს ამ საკითხში სახელი აქვთ გატეხილი, მაგრამ ჩვენ უფრო ოჯახის ერთგულნი ვართ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები. თანაც, ჩვენი მეუღლეები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ერთი ოჯახივით ვიყავით. გასტროლებზეც ერთად დავდიოდით. ერთხელ, მარჯანიშვილის თეატრში მუშად ვიღაცა ფულიანი ებრაელი მოეწყო, მას ეგონა, რომ თეატრის კულისებში ყველაფერი უმსგავსობა ხდებოდა. მაგრამ ერთ წელიწადში სამსახურიდან თავის ნებით წავიდა, რადგან მიხვდა, რომ ქალებთან გართობა არ გამოუვიდოდა.
– ქალბატონო ელენე, რა პროფესიის ხართ?
– ორი პროფესია მაქვს. პიანისტი ვარ და აღმოსავლეთმცოდნეობის ფილოლოგი.
– ქალბატონი ელენე რომ დაინახეთ, მაშინვე მიხვდით, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა?
– კი. ყველას უკვირდა, მე ცოლად როგორ გამომყვა. ის ლამაზი იყო, მე – შეუხედავი. თანაც, მასზე 10 წლით უფროსი. საქორწილო მოგზაურობაში რომ წავედით, სასტუმროში არ მიშვებდნენ, ეს ბავშვი ვის მოსტაცეო. სანამ ჩვენი პასპორტები არ ვაჩვენეთ, არავინ დაიჯერა.
– რამდენი წლის იყავით, ხელი რომ მოაწერეთ?
– 33 წლის მე ვიყავი, ელენე კი 23 წლის იყო. ხელი 1966 წელს მოვაწერეთ.
– როგორ აუხსენით სიყვარული?
ჯემალი: რამდენიმეჯერ თეატრში დავპატიჟე, მერე მანქანით გავასეირნე, მცხეთაშიც წავიყვანე და ბოლოს ერთმანეთი რომ გავიცანით, სიყვარულიც ავუხსენი.
ელენე: სიყვარული სასწაულად ამიხსნა: დედას გეფიცები, თუ ფეხბურთზე მეტად არ მიყვარდეო.
– ფეხბურთი ძალიან გიყვარდათ?
ელენე: კი, ძალიან უყვარდა. ერთხელ სტადიონზე გადახტა, გოლი რომ გაუტანიათ, მაშინ ამოიყვანეს მოედნიდან.
– დიდხანს აწვალეთ?
ელენე: არა. საერთოდ ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, რომ შუალედი არ მაქვს. ან მიყვარს, ან არ მიყვარს.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
ელენე: ორი კვირა ჯერ მოსკოვში ვიყავით, მერე ვოლგა–დონზე წავედით, მერე კი სოჭში ჩამოვედით.
– თქვენ ერთი ქალიშვილი გყავთ, ვაჟი არ გინდოდათ?
ჯემალი: რადგან ოჯახი გვიან შევქმენი, თანაც სულ გასტროლებზე ვიყავით, ერთ შვილზე შევჩერდით.
ელენე: ჯემალი სულ გასტროლებზე დადიოდა და თან დავყვებოდი. ერთ ბავშვს ჩვენი მშობლები მოუვლიდნენ, მაგრამ ორი და სამი ბავშვის დატოვება ცოტა რთული იყო. სხვათა შორის, ოჯახს გოგო უნდოდა. ჯემალის მამას ორი ბიჭი ჰყავდა და ჯემალის ძმასაც ორი ბიჭი ჰყავს. ამიტომ, ჯემალის მამა გოგოს ნატრობდა.
– რა პროფესიისაა თქვენი ქალიშვილი?
ჯემალი: ნათია პიანისტია. წარჩინებით დაამთავრა კონსერვატორია, მერე გერმანიაში წავიდა და ასპირანტურა დაამთავრა. ამიტომ იქ ჩარჩა. ამჟამად ტრაპიზონში სიმფონიური ორკესტრი ყალიბდება და ამ ორკესტრის ხელმძღვანელად უნდა დანიშნონ. ნათიამ ტრაპიზონის საპატიო წოდება მიიღო.
ელენე: ნათია ძალიან ნიჭიერი გოგონაა. სულ მეცადინეობდა. ისე გათხოვდა, რომ კინოში მარტო არ ყოფილა. რუსული სკოლა დავამთავრებინე ნათიასაც და სანდროსაც.
– რამდენი შვილიშვილი გყავთ?
– ერთი. სანდრო მიკუჩაძე– ღაღანიძე , რომელიც 22 წლისაა. ახლახან დაოჯახდა და ჩვენთან ცხოვრობს. თეატრალური ინსტიტუტი წელს დაამთავრა და რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. სპექტაკლში "ვარსკვლავ ბიჭუნა" მთავარი როლი ითამაშა.
– რუსთაველის თეატრში თქვენი შვილიშვილი რომ იყო, იმიტომ მიიღეს?
– რობერტ სტურუა თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა მოსვლას და ახალი თაობის აყვანას. რობიკომ უკვე მეოთხე თაობა აიყვანა. რობიკოს დაველაპარაკე და მითხრა, რომ უშტატოდ მიიღებდა. დეკემბერში უხელფასოდ გავაფორმეთ თეატრში. მერე რომელიღაცამ რეჟისორმა მოიტანა პიესა "ვარსკვლავ ბიჭუნა". მითხრეს, რომ სანდრო თეატრში მიმეყვანა. რომ მივიყვანე, ძალიან მოეწონათ და მთავარ როლზეც დანიშნეს.
– სანდროს რატომ აქვს ორი გვარი?
– სანდრომ მოისურვა ასე. რადგან ბიჭი არ მყავდა, გვარი რომ არ გაწყვეტილიყო, პასპორტში ოფიციალურად გააფორმა ორი გვარი. სანდროს ყველგან ორი გვარით მოიხსენიებენ, თეატრშიც და აფიშებშიც.
– ქორწინების შემდეგ თუ აღმოგიჩენიათ ერთმანეთში რაიმე თვისება?
ჯემალი: პირველად ელენე მკაცრი და მომთხოვნი მეჩვენა. მაგრამ გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან გულახდილი, მხიარული და სტუმართმოყვარე იყო. მისმა სტუმართმოყვარეობამ ძალიან მომხიბლა. ჩემი პროფესიის გამო ჩემს ოჯახში სულ სტუმრიანობა იყო, თანაც ფართიც დიდი მქონდა, ამიტომ ხშირად იშლებოდა ოჯახში სუფრა.
ელენე: ყველაზე მეტად გამაოცა მისმა კეთილშობილებამ და პატიოსნებამ. ქორწინების შემდეგ, უფრო მეტი დადებითი თვისება აღმოვაჩინე მასში, ვიდრე მეგონა. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ამისთანა შვილი, მეუღლე, მამა და ბაბუა არავინ მეგულება. თუ ვინმეს რამე უჭირს, ყველა მასთან მოდის.
– თქვენ 44 წელია, ერთად ხართ, სიყვარული ჩვევაში ხომ არ გადაიზარდა?
ელენე: ეს სიყვარული რაც დრო გადის, უფრო ძლიერდება, შენი ნაწილი ხდება.
– არ კამათობთ ხოლმე?
ჯემალი: პირველი ჩხუბი პურ–მარილით აღვნიშნეთ.
ელენე: ხუთწუთიანი კამათი ვიცით.
ჯემალი: შესარიგებლად პირველ ნაბიჯს მე ვდგამ. მდგომარეობიდან გამომყავს. ერთ ისტორიას მოგიყვებით. მოსკოვში სასტუმრო "როსიაში" ვიყავით და წამოსვლამდე რაღაცაზე წავკამათდით. ლენამ ჩაიცვა და მითხრა, თბილისში წავედიო. მაგრამ ოთახის ნომრის კარი კი არ გააღო, აბაზანაში შევიდა.
ელენე: თან "პისეცის" ქურქი მეცვა და "პისეცის" ქუდი მეხურა. აბაზანაში გათბობა იყო ჩართული და ისე ცხელოდა, რომ ოფლი ჩამომდიოდა.
– თუ გცხელოდათ, ქურქი რატომ არ გაიხადეთ?
ელენე: გაბრაზებული ვიყავი და აღარ გავიხადე. 2 საათი და 10 წუთი აბაზანაში, უნიტაზზე ჩაცმული ვიჯექი. ზუსტად 2 საათისა და 10 წუთის შემდეგ (ეს დრო უნდოდა მოსკოვიდან თბილისამდე), ჯემალი აბაზანაში შემოვიდა და მითხრა: ჩქარა ადექი, წამოდი, ქვევით მთელი ტელევიზია და ჟურნალისტები არიან მოსული, სურათი უნდა გადაგიღონო. გამიკვირდა, ვიფიქრე, მართლა რაღაცა მოხდა–მეთქი. მაგრამ ჯემალმა მითხრა: პირველი შემთხვევაა როდესაც ქალი, მოსკოვიდან თბილისში უნიტაზით ჩამოფრინდაო.
ჯემალი: ასეთ რაღაცას ვეტყოდი და გავაცინებდი. ერთხელ სასტუმროს ნომერში მაისურის გარეცხვა ვთხოვე. მაგრამ ისეთი გამირეცხა, რომ არ ჩაიცმეოდა.
ელენე: გარეცხვა არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი. თანაც, სასტუმროს ნომერში რა უნდა გარეცხო? როგორც შევძელი, გავრეცხე და რადიატორზე გადავუკიდე გასაშრობად. დილით მაისური რომ აიღო, კინაღამ გაგიჟდა. თეთრ მაისურს გრიმებიც ეტყობოდა და რადიატორის ჟანგიც. ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ვუთხარი: ჯემალ, გულით გაგირეცხე–მეთქი. მან კი მიპასუხა: გულით კი არა, საპნით უნდა გაგერეცხაო.
– ქალბატონო ელენე, არ გიყვართ დიასახლისობა?
ელენე: არა. სამზარეულო არ მიყვარს. მიყვარს ინტერიერის მოწყობა, საყიდლებზე წასვლა და მოტანა. ოჯახში საგარეო საქმეთა მინისტრს მეძახიან.
ჯემალი: თუ სუფრა იშლება ოჯახში, დამხმარე ქალს მიიხმარს. ხანდახან მეც დამიხმარებს.
– თქვენი საყვარელი კერძი რომელია?
ჯემალი: ორი უკიდურესობა მიყვარს: ლობიო და საცივი. საცივს ლენა ამზადებს. ლობიოს – მე. ძალიან კარგი ლობიოს გაკეთება ვიცი.
ელენე: საცივი, მწვადი და ხინკალი.
– რისი ჩუქება გიყვარდათ თქვენი მეუღლისთვის?
– კაბების. ლენას ჩაცმა ძალიან უყვარდა. გასტროლებზე როცა ვიყავი, ერთ კაბას ვუყიდდი, მაგრამ ძალიან კარგს და ძვირს.
– გაჭირვების პერიოდი თუ გქონიათ?
ელენე: კი. ეს ყველა ოჯახშია, მაგრამ ამას პრობლემა არ მოჰყოლია.
ჯემალი: ოჯახში ისეთი ნივთები გვაქვს, რომ ერთი ნივთი რომ გაყიდო, მთელი წელი გაცხოვრებს, მაგრამ არასოდეს გამიყიდია.
– გიყვართ ანტიკვარული ნივთების შეძენა?
ელენე: კი. ყველაფერს გასტროლებზე ვყიდულობდით, თანაც კაპიკებში. მაგრამ ზოგი ისეთი იყო, რომ ჩვენ გავუკეთეთ რესტავრაცია.
ჯემალი: მთელი ოჯახი ჩვენი მოწყობილია, არავითარი მამაპაპური დანატოვარი ჩვენ არ გვქონია.
ლია ოსაძე

კავშირი ტეგთან: ჯემალ ღაღანიძე

კავშირი ტეგთან: ჯემალ ღაღანიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 