asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თარგამაძე “პორტუში” გადადის
სიახლე
თარგამაძე “პორტუში” გადადის

2011-11-14 12:26:00



საქართველოს ეროვნული ნაკრების და უკრაინული “ოლექსანდრიას” გარემარბი დავით თარგამაძე კარიერას პორტუგალიურ გრანდ “პორტუში” გააგრძელებს.
გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიელებთან წინასწარ კონტრაქტს ნოემბრის ბოლოს გააფორმებს, ხოლო 2012 წლის დასაწყისში, როდესაც ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, “დრაგაუზე” (“პორტუს” საშინაო არენა - რედ.) გადაბარგდება.
ხსენებული გამოცემა იუწყება, რომ “პორტუს” სელექციონერები ევრო-2012 შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მიერ თბილისში საბერძნეთთან ჩატარებულ შეხვედრას (1:2) დაესწრნენ, რომელშიც თარგამაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში კოჭის ტრავმის მიზეზით შეცვალეს.
“პორტუს” სკაუტებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიტორ პერეირას თარგამაძის მაღალ სისწრაფეზე, ტექნიკაზე, არაორდინალურ დრიბლინგსა და შრომისუნარიანობაზე მიუთითეს.
თავად თარგამაძემ “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში დაადასტურა, რომ საბერძნეთთან შეხვედრას მის მენეჯერ ანდრეი ბილეიჩუკთან ერთად სამი უცხოური კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, დაამატა, რომ მის მომავალ კლუბთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
“სპორტ-ექსპრესის” ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, “ოლექსანდრიასთან” ხელშეკრულება 2013 წლამდე გაახანგრძლივა. მოთამაშის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბილეიჩუკმა ასე ახსნა:
“მან ასეთი ნაბიჯი დიდწილად კლუბის პრეზიდენტის, ნიკოლაი ლავრენკოს პატივისცემის ნიშნად გადადგა, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელის ბედით ძალიან არის დაინტერესებული. ასევე, ამით ერთგვარი პასუხი გაეცა ორ უკრაინულ კლუბს, რომელთაც ფეხბურთელის გადაბირება არაკეთილსინდისიერ, მტაცებლურ სტილში სურდათ. მათი ქმედებების დამამტკიცებელ საბუთებს უახლოეს პერიოდში გადავცემთ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტს”.
აქვე გეტყვით, რომ “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, თარგამაძის მიმართ ინტერესს მოსკოვის “დინამოც” იჩენს.

ლაშა თაბაგარი
 


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online