asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

არგენტინა ბოლივიასთან წაგებას გადარჩა
2014-ის შესარჩევი მატჩები
არგენტინა ბოლივიასთან წაგებას გადარჩა

2011-11-12 14:39:00



სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. კვლავ არადამაჯერებლად თამაშობს არგენტინის ნაკრები, რომელმაც ბოლივიას უმასპინძლა და ფრე დასტყუა. დასტყუა იმიტომ, რომ ალეხანდრო საბელიას გუნდი მარცხდებოდა. “ალბისელესტე” სირცხვილისგან ესეკიელ ლავესიმ იხსნა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები მარსელო მორენომ დააწინაურა. ბოლივიელმა ფორვარდმა მარტინ დემიჩელისის უხეში შეცდომით ისარგებლა, მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ცრუ მოძრაობა შეასრულა და ბურთი კარის ბადეში მოათავსა. არგენტინელთათვის საბედნიეროდ, წონასწორობა მალე აღდგა: ლავესიმ გაგოსგან მიიღო ბურთი, მარჯვენა ფეხით გააჩერა და მარცხენათი ზუსტად დაარტყა. როგორც შემდეგ გაირკვა, “ნაპოლის” თავდამსხმელმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ლუის სუარესის ბენეფისი შედგა მონტევიდეოში, სადაც ურუგვაის ნაკრებმა ჩილე 4:0 დაამარცხა, “ლივერპულის” ფორვარდმა კი, პოკერი შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს, სუარესმა სტუმართა კარი ორჯერ აიღო. მან ჯერ მარცხენა ფეხით საჯარიმოს გარედან გაისროლა ზუსტად, შემდეგ მეკარის შეცდომით ისარგებლა, რომელიც არცთუ კარგად გამოვიდა ბურთის მოსაგერიებლად. მე-2 ტაიმში 24 წლის თავდამსხმელმა კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი. მან მარტინ კასერესის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში 3:0 გახადა. თავდამსხმელმა მატჩში წერტილი ულამაზესი გოლით დასვა. ედინსონ კავანიმ თანაგუნდელს ბურთი დასარტყმელად გაუმზადა, სუარესმა კი ერთი შეხებით უძლიერესად დაჰკრა და ჩილელთა განადგურება ამით დაასრულა.
ეკვადორის ნაკრები პარაგვაის ეწვია და შინ დამარცხებული დაბრუნდა. მასპინძლებმა ანგარიში მხოლოდ მე-2 ტაიმის დებიუტში გახსნეს, როცა ვიქტორ აიალას ჩაწოდებულ საჯარიმოს კრისტიან რივეროსი დაუხვდა და ანგარიში 1:0 გახადა. მასპინძელთა უპირატესობა 2-მდე დარიო ვერონმა გაზარდა. გოლში თავისი წვლილი რივეროსმა შეიტანა, რომელიც საგოლე პასის ავტორიც გახდა. მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ვერონმა თავი დაუხვედრა და პარაგვაელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. მატჩის უკანასკნელ წუთზე, ჟოაო როხასის თავურით, სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
არგენტინა-ბოლივიის მსგავსად, ფრედ დასრულდა კოლუმბიისა და ვენესუელის მატჩიც. მასპინძლები ფრედი გუარინის გოლით დაწინაურდნენ. “პორტუს” ნახევარმცველმა შორი მანძილიდან უძლიერესი დარტყმა შეასრულა და მეკარეც უძლური აღმოჩნდა. სტუმართაგან თავი ფრანკ ფელტშერმა გამოიჩინა, რომელმაც გამოცდილი კოლუმბიელი მცველის, ლუის პერეას შეცდომით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 1:1 დააფიქსირა.

ბუენოს აირესი. “ელ მონუმენტალი”.
არგენტინა – ბოლივია 1:1 (0:0)
არგენტინა: რომერო, ბურდისო, დემიჩელისი, როდრიგესი, საბალეტა, მასკერანო (სოსა 82), გაგო, პასტორე, ალვარესი (ლავესი 59), მესი, იგუაინი.
მწვრთნელი: ალეხანდრო საბელია
ბოლივია: აიასი, რივერო, გუტიერესი, მენდესი, ვარგასი, ფლორესი, კარდოსო, ესკობარი (ჩავესი 84), რობლესი, როხასი (სეგოვია 54), მორენო (ანდავერისი 77)
მწვრთნელი: გუსტავო კინტეროსი
გოლები: 0:1 მორენო (56), 1:1 ლავესი (60)
გაფრთხილებები: როდრიგესი (68) – მორენო (57), რობლესი (60)
კარში დარტყმა: 16 (8) – 6 (3) ჯარიმა: 14 - 21 კუთხური: 6 - 0 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 68% - 32% სეივი: 3 – 8
მონტევიდეო. “სენტენარიო”.
ურუგვაი – ჩილე 4:0 (2:0)
ურუგვაი: მუსლერა, გოდინი, ლუგანო, კასერესი, პერეირა, პერესი, გონსალესი (ეგურენი 70), რიოსი, რამირესი (აბრეუ 58), სუარესი (როდრიგესი 77), კავანი.
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
ჩილე: ბრავო, კონტრერასი, გონსალესი, პონსე, ფერნანდესი, მედელი, ისლა, დიასი (მიროშევიჩი 61), კამპოსი, სუასო (პარედესი 61), ვარგასი (კანალესი 73)
მწვრთნელი: კლაუდიო ბორხი
გოლები: 1:0 სუარესი (41), 2:0 სუარესი (45), 3:0 სუარესი (68), 4:0 სუარესი (74)
გაფრთხილებები: კასერესი (60), როდრიგესი (86) – კონტრერასი (40), მედელი (54)
კარში დარტყმა: 21 (12) – 7 (5) ჯარიმა: 11 - 9 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 5 – 8
ასუნსიონი. “დეფენსორეს დელ ჩაკო”.
პარაგვაი – ეკვადორი 2:1 (0:0)
პარაგვაი: ბარეტო, ვერონი, და სილვა, ბონეტი, რივეროსი, კასერესი, აიალა, ორტისი, ესტიგარიბია (სამუდიო 79), ბარიოსი (დოს სანტოსი 63), ვალდესი (კაბალიერო 74)
მწვრთნელი: ფრანსისკო არსე
ეკვადორი: ბანგერა, ერასო, მორანტე, აჩილერი, სარიტამა (როხასი 78), ვალენსია, ვ.აიოვი, ნობოა, სუარესი (მონტერო 60), ბორხა (მენდესი 70), ხ.აიოვი.
მწვრთნელი: რეინალდო რუედა
გოლები: 1:0 რივეროსი (46), 2:0 ვერონი (58), 2:1 როხასი (90)
გაფრთხილებები: მორანტე (45), ვ.აიოვი (45), სარიტამა (77), აჩილერი (81)
კარში დარტყმა: 11 (7) – 6 (3) ჯარიმა: 3 - 10 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 2 – 5
ბარანკილია. “მეტროპოლიტანო რობერტო მენდესი”.
კოლუმბია – ვენესუელა 1:1 (1:0)
კოლუმბია: ოსპინა, იეპესი, პერეა, არმერო, ვალიეხო, ბოლივარი, გუარინი, როდრიგესი (მორენო 90), პაბონი (მარუგო 79), მარტინესი, გუტიერესი (კინტერო 85).
მწვრთნელი: ლიონელ ალვარესი
ვენესუელა: ვეგა, ვისკარონდო, ამორებიეტა, როსალესი, სიჩერო, გონსალესი, რინკონი (გერა 64), ფლორესი, არანგო, მორენო (ფელტშერი 70), მიკუ (რონდონი 57)
მწვრთნელი: სესარ ფარიასი
გოლები: 1:0 გუარინი (11), 1:1 ფელტშერი (79)
გაფრთხილებები: პერეა (45) – რინკონი (40)
კარში დარტყმა: 16 (10) – 15 (7) ჯარიმა: 12 - 6 კუთხური: 6 - 1 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 6 – 9
ირაკლი ჯაფარიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online