| ქალი და მამაკაცი |

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვის ნაკრები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2:0 დაამარცხა. 26 მარტს ხორვატიის დამარცხების (1:0) შემდეგ, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა პირველი მატჩი მოიგეს.
36-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ ალექსანდრე კობახიძემ თავით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე ბოლოხანმა საკუთარ საჯარიმოში ვლადიმერ დვალიშვილი წააქცია და არბიტრის მიერ დანიშნული პენალტი გოლად ჯანო ანანიძემ აქცია.
88-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის წინააღმდეგ უხეშობისთვის მსაჯმა მეორე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც შოთა გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა.
საქართველო: ლორია, გურამ კაშია, ხუბუტია (გრიგალაშვილი, 86), ამისულაშვილი, გრიგალავა, ხიზანიშვილი (ჯანელიძე, 86), ირაკლი მაისურაძე (განუგრავა, 53), ანანიძე (გორგიაშვილი, 58), კობახიძე, გელაშვილი (გურული, 64), დვალიშვილი (მოდებაძე, 56).
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მოლდოვა: გაიდუკოვიჩი, არმაში, ბულგარუ (პოტერნიკე, 85), ეპურიანუ, გოლოვატენკო, ბოლოხანი (კაშკავალი, 85), ივანოვი, ზმეუ (დოროში, 30), ჩებოტარი (პისლე, 78), ოვსიანიკოვი (კატანი, 67), სუვოროვი (ბუგაევი, 46).
მთავარი მწვრთნელი: გაბი ბალინტი
გოლები: 1:0 კობახიძე (36), 2:0 ანანიძე (39)
88-ე წუთზე გრიგალაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: ბოლოხანი (39), კატანი (69), კაშკავალი (88)
გაძევება: კობახიძე (76), არმაში (76)
მთავარი მსაჯი: ვუსალ ალიევი (აზერბაიჯანი)
ლაშა თაბაგარი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 



































































































