asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თასის მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ
კენჭისყრა
თასის მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

2011-11-08 14:47:21



დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

გაგრა (გაგრა) – მერანი (მარტვილი);

ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი (ზესტაფონი);

ბაია (ზუგდიდი) – დილა (გორი);

მეტალურგი (რუსთავი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი).

ცხადია, ამ წყვილებიდან ყველაზე დიდ ინტერესს იმერული დერბი იწვევს _ ფაქტია, თასის ორი პრეტენდენტიდან, ერთი ნახევარფინალს დაემშვიდობება. თანაბარია დანარჩენი წყვილებიც, ერთადერთი ოდნავ თვალშისაცემი უპირატესობა, მხოლოდ რუსთავის „მეტალურგს“ გააჩნია. მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩები კი, 7 დეკემბერს ჩატარდება, 13:30 საათზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online