| ქალი და მამაკაცი |
გაიმართა 23-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები, რომელიც ნაკლული გამოდგა. საქმე ის არის, რომ ფოთის „კოლხეთის“ სტადიონი რემონტშია და მის გაკეთებას საშველი როდის დაადგება ჯერ არავინ იცის და ფოთელები საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ატარებენ, მაგრამ წვიმის გამო იქ „კოლხეთი“–„ზესტაფონის“ მატჩის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა. ტურის ცენტრალურ მატჩს კი მცხეთამ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს თბილისის „ვიტ ჯორჯია” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. დაძაბული დერბი ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელები მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ იგებდნენ, თუმცა მაინც ვერ შეძლეს უხერხული მეტოქის ძლევა. მიკელ ალვაროსა და გიოეგი კახელიშვილის გოლებს ჯერ ბექა ზაქრაძემ, ბოლო წუთზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ უპასუხა და ვეტერინარებს ქულა მოაპოვებია. საინტერესო მატჩი გაიმართა ქუთაისში. გორის „დილა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია „ტორპედოს“. დასაწყისში დავით გამეზარდაშვილის გოლით ქუთაისლები დაწინაურდნენ, მაგრამ ეს გოლი მალე გაქვითა პავლე ხორგუაშვილმა და პირველი ტაიმიც ასე მორჩა. მეორე ტაიმში გია მეგრელაძემ გამარჯვება მოუტანა „ტორპედოს“ და ამით რიონისპირული გუნდი გალიდერდა. ზუგდიდში, მატჩის დასაწყისში ირაკლი მოდებაძის მიერ შესრულებული დუბლის წყალობით რუსთავის „მეტალურგი“ სოლიდურად დაწინაურდა. მართალია, შემდეგ ნიკა მგელაძემ მოახერხა სხვაობის შემცირება, მაგრამ მეტი ვერაფერი გაახერხეს _ 1:2 რუსთაველთა სასარგებლოდ. ასეთივე ანგარიშით იმარჯვეს სტუმრებმა საგურამოშიც. მარტვილის „მერანმა” კიდევ ერთ გააოცა სპეციალისტები და ცხინვალის „სპარტაკს“ 2:1 მოუგო. ანგარიში სტუმარმა ელგუჯა გრიგალაშვილმა 26-ე წუთზე გახსნა. მართალია, ტაიმის ბოლოს კობა შალამბერიძემ გათანაბრება შეძლო, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, ანზორ სუხიაშვილმა 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ბოლო 6 შეხვედრაში მე-5 გამარჯვება მოუტანა. უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს „გაგრა” და ბოლნისის “სიონი”. სატურნირო ცხრილი: 1.ტორპედო 13 9 1 3 17:8 28 2.დინამო 13 8 2 3 27:14 26 3.ზესტაფონი 12 8 2 2 25:14 26 4.მეტალურგი 13 7 3 3 19:14 24 5.მერანი 13 7 2 4 16:13 23 6.ბაია 13 6 1 6 16:12 19 7.ვიტ ჯორჯია 13 4 4 5 13:17 16 8.გაგრა 13 4 2 7 12:17 14 9.კოლხეთი 12 3 3 6 11:18 12 10.დილა 13 3 2 8 17:21 11 11.სპარტაკი 13 2 4 7 9:20 10 12.სიონი 13 1 4 8 8:22 7

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 



































































































