| ქალი და მამაკაცი |

"მსოფლიო სპორტი" პერიოდულად გთავაზობთ საფეხბურთო კურიოზებისა და სხვა საინტერესო ფაქტების კრებულს. ამჯერადაც, თქვენს წინაშეა ათი ამბავი ამ ლამაზი თამაშის ისტორიიდან. მაგალითად, როგორ იმეკარევა თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა ვიქტორ პანიუკოვმა, როგორ გაიყიდა 19 წლის ირლანდიელი ტონი კასკარინო, საიდან წარმოიშვა სიტყვა "პენალტი"...
1. ლეგენდარული ესპანელი მეკარე რიკარდო ზამორა დღეში ზოგჯერ 60 ღერ სიგარეტს ეწეოდა. მეტიც, ტაიმებს შორის ორი-სამი ღერი ჩვეულებრივი "ულუფა" იყო და ხშირად, აბაზანაშიც არ იშორებდა პირიდან. არადა, სხვა მხრივ, ზამორა სპორტსმენის მაგალითი გახლდათ – თამაშის მაღალ კლასს რომ თავი დავანებოთ, ყოფაქცევითაც გამოირჩეოდა. და ამდენი სიგარეტის "შთანთქვის" მიზეზს რომ ეკითხებოდნენ, ასე პასუხობდა: "ნერვებს მიმშვიდებს".
2. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე, თბილისის "დინამო" ლენინგრადის "სპარტაკს" სტუმრობდა. დინამოელთა მეკარე ამირან ტყებუჩავა გააძევეს და რადგან მაშინ შეცვლები აკრძალული იყო, კარში ფორვარდი ვიქტორ პანიუკოვი ჩადგა.
პანიუკოვის კარში ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ორივე გამოუყენებელი დარჩა – ერთი "მეკარემ" აიღო, მეორე კი კარს აცდა. და საინტერესოა, რომ კარში ჩადგომამდე პანიუკოვმა გოლიც გაუტანა მეტოქეს. ის შეხვედრა თბილისელაბმა 4:1 მოიგეს.
3. ირლანდიელი თავდამსხმელი ტონი კასკარინო გეხსომებათ. ის ირლანდიის ნაკრების ისტორიაში მესამე ბომბარდირია, თამაშობდა სხვადასხვა ძლიერ კლუბებში, მათ შორის, ფრანგულ "მარსელშიც". 19 წლის რომ იყო, კასკარინო ერთ-ერთმა ირლანდიურმა კლუბმა "ჯილინგემს" მეტალოპლასტმასის სამი ფანჯრის სანაცვლოდ მიჰყიდა... რა იცოდნენ, ვის ჰყიდიდნენ...
4. საიდან წარმოიშვა სიტყვა "პენალტი"? ირლანდიელ საფეხბურთო ექსპერტ ჯონ პენალტის პატივსაცემის ნიშნად, რომელმაც 1891 წელს დააწესა 11-მეტრიანები საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის, ან ხელით თამაშისთვის (მეკარის გარდა).
5. 1983 წლის მიწურულს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ესპანეთი მალტას მასპინძლობდა და 11 ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, რათა ფინალურ ეტაპზე გასულიყო. სხვა შემთხვევაში, ჰოლანდია გავიდოდა. პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში ესპანელებმა 10 უპასუხო ბურთი გაიტანეს და გეგმა შეასრულეს - 12:1.
რა თქმა უნდა, ამას ჰოლანდიელთა პროტესტი მოჰყვა და უეფამაც მატჩის ვიდეოფირი ნახა, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. დადიოდა ხმები, რომ მალტელ ფეხბურთელებს მეორე ზაფხულს მარბელიას კურორტზე უფასო დასვენების საშუალება მისცეს.
6. ყველაზე ახალგაზრდა კომენტატორი ფეხბურთის ისტორიაში: ეს გახლდათ ბრაზილიელი გაბრიელ ფერეირა, რომელმაც 2003 წელს 10 წლის ასაკში წაიყვანა "ფლუმინენსე"-"ბოტაფოგოს" რადიორეპორტაჟი.
7. დედამ ბავშვი შობა უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას. 60-იან წლებში "სტოკი" "არსენალს" მასპინძლობდა და დამხვდურთა გუნდის ერთ-ერთ ფანს მეუღლეც წამოყვანილი ჰყავდა, რომელიც ტრიბუნებზე ამშობიარეს. მატჩის შემდეგ, ბავშვის დედას ბურთი აჩუქეს, რომელსაც შესვედრაში მონაწილე ფეხბურთელთა და მსაჯებთა ავტოგრაფები ამშვენებდა. პლუს, 50 ფუნტიც მისცეს. "სტოკის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბავშვს გარანტირებული ჰქონდა გუნდის საშინაო და გასვლით მატჩებზე უფასო დასწრება. მართლაც ასეა: ედი ჰარფორდს ფეხბურთის სიყვარული მშობლებისგან გამოჰყვა და სტოკელთა თამაშებს არ აცდენს.
8. გაგიგიათ ჰეთ-თრიქი 1 წუთისა და 50 წამის ინტერვალში? სწორედ ეს დრო მოანდომა არგენტინული "ინდეპენდიენტეს" თავდამსხმელმა ნიკოლა მალიონიმ "ხიმნასია და ესგრიმას" კარში სამი გოლის გატანას. ეს რეკორდია, რომელიც 1973 წლის 18 მარტს დამყარდა. მალიონიმ გოლები 32-ედან 34-ე წუთამდე შეაგდო.
9. აი, "ლივერპულის" ლეგენდა რობი ფაულერს კი 4 წუთი და 33 წამი დასჭირდა ჰეთ-თრიქისთვის, ოღონდ, ეს მატჩის დაწყებისთანავე მოხდა. 1994 წელს ფაულერმა პირველ, მესამე და მეხუთე წუთებზე შეაგდო გოლები და იცით, ვის კარში?... "არსენალის"! ფაულერი იმ დროს 19 წლის გახლდათ.
10. თავისებური რეკორდი დაამყარა შვედური "იურგორდენის" მეკარე ტომას ჰანსონმა, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთს არ შეხებია. ეს 1950 წელს მოხდა, მისმა გუნდმა კი 18:0 მოიგო. მხოლოდ ორჯერ მოხდა, რომ ბურთი მცველმა შეიყვანა მეკარის ბაქნიდან. შესაძლოა, მსგავსი რამ სხვა დროსაც მომხდარა, თუმცა მხოლოდ ეს ერთია ისტორიაში შეტანილი.
ვიდეო: ფაულერის გოლები "არსენალის" კარში
http://www.youtube.com/watch?v=jXHEtpT3UL4
ილია ნანობაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 


































































































