asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქეცბაიას პრობლემები მოეძალა
რევიშვილის და ანანიძის გარეშე
ქეცბაიას პრობლემები მოეძალა

2011-08-08 18:51:53



საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დღეს გამთენიას გაფრინდნენ ტესტ–მატჩების სათამაშოდ. ქეცბაიამ პოლონეთს მიაშურა, ხოლო გაბელიამ მოლდოვისკენ აიღო გეზი. ახალგაზრდული ნაკრები კიშინიოვში ჩასვლისთანავე მოლდოვის ნაკრების ბაზაზე დაბინავდა და პირველი ვარჯიშიც ამ საღამოს, იქვე, საწვრთნელი ბაზის მოედანზე გამართა. გუნდში მშვიდი და კარგი განწყობაა. ნაკრებს მხოლოდ იტალიური „ემპოლის“ თავდამსხმელი – ლევან მჭედლიძე გამოაკლდა, რომელიც ფეხს იტკიებს და ნაკრების მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა. ხვალ, ოთარ გაბელია გუნდს ისევ ბაზაზე ავარჯიშებს და მხოლოდ თამაშის წინ მიაშურებს სტადიონს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ქეცბაიას განკარგულებაში ფეხბურთელების სრული შემადგენლობა ხვალ დილით იქნება. თუმცა, ეროვნულის თავკაცმა ცვლილებები მაინც ვერ აიცილა თავიდან. გუნდს ვერ შეუერთდებიან ნუკრი რევიშვილი და ჯანო ანანიძე, რომლებსაც სავიზო პრობლემები შეექმნათ და ეს გაუგებრობა იმ დროს გახდა ცნობილი, როცა სიტუაციის გამოსასწორებლად დრო საერთოდ აღარ იყო. ქეცბაიამ რევიშვილის ნაცვლად სასწრაფოდ უხმო „ზესტაფონის“ მეკარეს – ზურაბ მამალაძეს, რომელიც პოლონეთში ამაღამ გაფრინდება. სფფ–ის პრესსამსახურის ხელმძღვანელის – ლაშა დვალიშვილის თქმით, რომელიც გუნდს თან ახლავს, „ჯვაროსნები“ ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „კუბუსში“ ცხოვრობენ. ამ სასტუმროში ბინადრობს პოლონელთა ეროვნული ნაკრებიც. დღეს, მოგვიანებით ქეცბაია ფეხბურთელებს ლეგნიკას სტადიონზე ავარჯიშებს. ხვალ კი, როცა „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან, ვროცლავის „დიალოგ არენაზე“ გადაინაცვლებენ და იქ გამართავენ მატჩისწინა ვარჯიშს.

სფფ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდთან საუბარში, ლაშა დვალიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივ მედიას არანაირი ყურადღება არ გამოუმჟღავნებია სტუმრების მიმართ და შესაბამისად, არც ქეცბაია და არც ფეხბურთელები ჟურნალისტებს არ შეხვედრიან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online