asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დინამოს ესპანელებმა გაიტანეს, ზესტაფონმა კი დერბი მოიგო
პირველი ტური
დინამოს ესპანელებმა გაიტანეს, ზესტაფონმა კი დერბი მოიგო

2011-08-07 23:17:01



23–ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტური საინტერესოდ და სენსაციურად დასრულდა.

სპარტაკი - დინამო 1:2. ეს მატჩი ეროვნულ სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გადაიტანეს, სადაც მასპინძლის როლში მოთამაშე ცხინვალის “სპარტაკმა”, თბილისის “დინამოსთან” 1:2 წააგო.

ანგარიში მე-6 წუთზე კოტომ გახსნა, ხოლო ჩისკომ თავისი გუნდის უპირატესობა პირველი ტაიმის შუაგულში ორამდე გაზარდა. “სპარტაკმა” ბოლომდე იბრძოლა და კობა შალამბერიძის გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ცხინვალელებს მატჩის გადარჩენაც შეეძლოთ, მაგრამ რამდენიმე რეალური შანსი ვერ გამოიყენეს.

ბაია - სიონი 3:0. “ბაიამ” საკუთარ მოედანზე გაჭირვებული ბოლნისის “სიონი” მიიღო და ლუკა გუგუჩიას, ირაკლი ქობალიასა და შოთა ლომიას მიერ გატანილი გოლებით 3:0 სძლია.

გაგრა - მერანი 3:0. მასპინძელთა საგრძნობი უპირატესობა აღინიშნა ამ მატჩშიც. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ანატოლი პისკოვეცის შეგირდები დებიუტანტ მარტვილელებს მასპინძლობდნენ. დათა სიჭინავამ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა. შალვა კვანტალიანმა მე-2 ტაიმის დასაწყისშივე და გიორგი ტყეშელაშვილმა 59-ე წუთზე შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვეს _ 3:0.

მეტალურგი - კოლხეთი 0:0. სენსაციურად და უგოლოდ დასრულდა რუსთავში გამართული მატჩი. აქ ადგილობრივი “მეტალურგი” ფოთის “კოლხეთს” მასპინძლობდა და სტუმართა დაცვას ვერაფერი მოუხერხა _ 0:0.

ტორპედო - ზესტაფონი 1:2. ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა. მართალია, „ზესტაფონი“ ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით გავიდა მოედანზე, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშა. ანგარიში რატი წინამძღვრიშვილმა გახსნა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს რევაზ ქემოკლიძის ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში დიდხანს არაფერი შეცვლილა. არადა, სტუმრებს კონტრშეტევებზე რამდენიმე შანსი ჰქონდათ, სხვაობა გაეზარდათ. საპირისპიროდ, 76–ე წუთზე გიორგი მეგრელაძემ პენალტით შეამცირა სხვაობა. ამის შემდეგ „ზესტაფონი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა _ მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან ჯაბა დვალი გააძევეს. „ტორპედომ“ მეტი ვერაფერი მოახერხა და ჩემპიონმა ლამაზი გამარჯვება მოიპოვა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online