| ქალი და მამაკაცი |

ორკვირიანი შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა ფოთის “კოლხეთმა”. სოსო ფილიას გაწვრთნილთა მეტოქე, პირველი ლიგის ბინადარი ბათუმის “ადელი” გახლდათ. შეხვედრა ურეკში გაიმართა და ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.
ანგარიში 30-ე წუთზე გიორგი მდივნიშვილმა გახსნა. მატჩის ბოლო წუთზე “ადელმა” გათანაბრება შეძლო, თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ფოთელმა ომარ გოგონაიამ საბოლოო შედეგის დაფიქსირება შეძლო.
“კოლხეთის” მწვრთნელებმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშეს: დაიწყეს - ნადირაშვილი, ლევან შავგულიძე, ინწკირველი, ქაჯაია, ლემონჯავა, თედიაშვილი, ლომაშვილი, ზამირ ჯანაშია, ლაშა ქებაძე, ცხადაია, მდივნიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ - ბობღიაშვილი, გიორგი კილასონია, გოგონაია, ცხვიტარია, გელაჭეიშვილი, წიქარიშვილი.
რიონისპირელთა მთავარი მწვრთნელის, სოსო ფილიას თქმით, ჯერ არ დასრულებულა ახალი სეზონისთვის “კოლხეთის” დაკომპლექტების პროცესი. მოლაპარაკება წარმოებს სომხეთში მოთამაშე ქართველების - შოთა ჯიქიასა და გიორგი კრასოვსკის საქართველოში დაბრუნების თაობაზე. მათ გარდა, ფოთელებს 2 ისეთი ფეხბურთელის გადაბირება სურთ, რომლებიც ამჟამად გუნდის გარეშე არიან.
ფრიდონ კერვალიშვილი


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 








































































































