asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დინამოს ბარსელონელი ალექს გარსია გაწვრთნის
გარსია ოფიციალურად წარადგინეს
დინამოს ბარსელონელი ალექს გარსია გაწვრთნის

2011-06-01 16:48:39



თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ, გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გუშინ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ახალი მწვრთნელი წარადგინა. 41 წლის ალექს გარსია „დინამოსთან“ 2 პლუს 1 სისტემით კონტრაქტით ითანამშრომლებს. გარსია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქვეყნის, მსოფლიოს საუკეთესო კლუბის, „ბარსელონას“ წარმომადგენელია. 2007–09 წლებში გარსია ბარსელონას „ჟუვენილ ა“–ს გუნდს ავარჯიშებდა და 3–ჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი მის ხელში გაუვლია ისეთ ფეხბურღელებს, როგორებიც არიან ლეო მესი, სესკ ფაბრეგასი, პიკე, ბუსკეტსი და პედრო. ბოლო პერიოდში გარსია „ბარსელონას“ ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა.

რომან ფიფიამ წარდგენა ხუმრობით დაიწყო _ პრესაში ბევრი იწერებოდა „დინამოში“ მეგრელები მომრავლდნენ და კიდევ ერთი მათგანი მოვიყვანეთ, მხოლოდ კატალონიელი ალექს გარიაო, რომელიც მალე შეუდგება „დინამოში“ მუშაობასო.

ზურაბ პოლოლიკაშვილი:

დინამოს ბარსელონელი ალექს გარსია გაწვრთნის

_ ამ სპეციალისტთან დაკავშირებით ინფორმაცია ყველას გაქვთ, ამიტომ მასზე არ შევჩერდები. გეტყვით იმასაც, რომ სამშაბათს კიდევ ორი მწვრთნელი ჩამოვა ესპანეთიდან _ ერთი იქნება ფიზმომზადების, ხოლო მეორე ბავშვთა აკადემიას მიხედავს. „ბარსელონაში“ არსებული დღევანდელი მეთოდები 90–იანი წლების დასაწყისში იოჰან კრუიფმა შეიტანა და მის კოპირებას ბევრი კლუბი ცდილობს. ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ, სამწვრთნელო შტაბი ერთიანი ყოფილიყო. მართალია, სახელები შეიძლება ტოპ–მწვრთნელების არ იყოს, მაგრამ ყველაფერს დეტალურად იცნობენ და საწმვრთნელო გამოცდილების გარდა, მენეჯმეტშიც უმუშავიათ.

ალექს გარსია:

_ მადლობა, რომ „დინამოს“ მწვრთნელობა შემომთავაზეს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კლუბს ძველი დიდება დავუბრუნო. ბავშვობიდან მახსოვს ამ გუნდის წარმატებები. ამ ეტაპზე ტიტულებს ვერ დაგპირდებით, მაგრამ გპირდებით, რომ დიდ შრომას ჩავდებთ და მოხარული ვიქნები, თუ მაყურებელი სტადიონზე „დინამოს” მატჩების სანახავად ივლის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალექს გარსია
კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online