asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მარცვალაძე პრემიერლიგის საუკეთესოთა შორისაა
ვოლგას ქართველი ლიდერი
მარცვალაძე პრემიერლიგის საუკეთესოთა შორისაა

2011-04-19 12:03:34



რუსეთის პრემიერლიგაში 5 ტური მიილია. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რომელთა უმეტესობა ეროვნული გუნდის წევრები არიან. ჩვენებურები პრემიერლიგაში წამყვან პოზიციებზე არიან და ამის დასტური რუსეთში ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცენა „სპორტ-ექსპრესია“. გაზეთი ყოველი ტურის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებით აფასებს და შემდეგ საშუალო მაჩვენებელი გამოჰყავს. ამ გამოთვლით ნიჟნი ნოვგოროდის თავდასხმელი ოთარ მარცვალძე პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის 6,1 ქულით 4-10 ადგილებს იყოფს. მარცვალაძე ამას არ ჯერდება და მოსკოვის არმიელ სერბ ფეხბურთელ მილოშ კრასიჩნთან ერთად საუკეთესო ლეგიონერად მიიჩნევა. საუკეთესო თავდამსხმელებში კი მხოლოდ ზენიტელ ალექსანდრ კერჟაკოვს (6,25) ჩამორჩება. ცენტრალური მცველების პოზიციაზე მე-5 ადგილი უკავია „კრასნოდარის“ უკანახაზელ ალექასანდრე ამისულაშვილს, რომლის საშუალო მაჩვენებელი 5.8 ქულაა. ამდენივე ქულით მარჯვენა მცველების ნომინაციაში მეორე ადგილზეა „ვოლგას“ ფეხბურთელი ლაშა სალუქვაძე. 2 ფეხბურთელია ნახევარდაცვის ხაზშიც _ მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ვოლგელი გოგიტა გოგუა 5,75 ქულით მეხუთეა, ხოლო ცენტრალურ ნახევარმცველებში იმავე ვოლგელი გოჩა ხოჯავა 6,0 ქულით 2-4 ადგილებს იყოფს. ხოჯავა 4-5 ადგილებს იყოფს გოლს პლუს პასის ნომინაციაშიც _ ჩვენებურს 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ერთხელაც თანაგუნდელებს გაატანია. მართალია, მეკარეთა ნომინაციაში არ ფიგურირებს მახაჩყალის „ანჟის“ კიპერი ნუკრი რევიშვილი, თუმცა 3 უგოლო ჩატარებული მატჩით ის მხოლოდ კრასნოდარელ ევგენი გოროდოვს ჩამორჩება. როგორც ხედავთ, ნომიმანტთა სიაში ძირითადად „ვოლგას“ ფეხბურთელები არიან, თუმცა სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო და ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები ქართველი ფეხბურთელებისთვის რუსულ პრემიერლიგაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნინო სალუქვაძე
კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online