asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

იოჰან კრუიფი: მოურინიო საფეხბურთო მწვრთნელი არ არის
მოურიდებელი კრუიფი
იოჰან კრუიფი: მოურინიო საფეხბურთო მწვრთნელი არ არის

2011-04-18 14:01:37



ცნობილმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იოჰან კრუიფმა მორიგი ”ელ-კლასიკოს” შემდეგ მკაცრად გააკრიტიკა მადრიდის ”რეალის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო. _ პორტუგალიელმა მოედანზე ისეთი შემადგენლობა გამოიყვანა, რომ ამით ქათინაური უძღვნა ”ბარსელონას”. ძალიან შეშინებული უნდა იყოს მწვრთნელი, რომ საშინაო მატჩისას მოედანზე 7 მცველი გამოიყვანოს. მოურინიო სწორედ შეშინებული იყო და წინასწარ მოემზადა ამისთვის. მეტიც, მოურინიო ტიტულებისთვის მებრძოლი სპეციალისტია და არა საფეხბურთო მწვრთნელი. მე პორტუგალიელს ამ წოდებას ვერ მივანიჭებ. თუ ფეხბურთი კარგად გვესმის, ის სანახაობრივი უნდა იყოს და გულშემატკივრებმა სიამოვნება უნდა მიიღონ. ”რეალსა” და ”ბარსელონას” წინ კიდე 3 მატჩი მატჩი აქვთ და მოურინიომ ახლავე უნდა დაიწყოს გუნდის ვარჯიში უმცირესობაში, რადგან ”ბარსელონა” კარგად იყენებს ამ უპირატესობას. როდესაც ”ბარსელონას” მეტოქე დაცვაში ”ჯდება” და კატალონიელებს ბურთსა და ინიციატივას უთმობს, სწორედ მაშინ ხდება შეუთანხმებელი მოქმედებები რგოლებს შორის. ამასთან, მოურინიომ ბევრ ფეხბურთელს ისეთ დავაკებას აძლევს, რომ თამაშის ჩამტავრება შეუძლებელია, როგორც ეს პეპეს დაემართა, _ განაცხადა კრუიფმა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კრუიფი
კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online