asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სპარტაკს ისევ მოუგეს
პირენელებმა უეფას თასი გაინაღდეს
სპარტაკს ისევ მოუგეს

2011-04-15 04:03:00



მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგაზე ჯერ 1/2-ფინალური მატჩებიც კი არაა გამართული, უკვე ცნობილია, რომ უეფას თასი (ევროპის ლიგის მოგებისთვის განკუთვნილი ჯილდო) პირენეის ნახევარკუნძულზე დარჩება. გუშინ ჩატარებული 1/4-ფინალური შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მადრიდის „ატლეტიკოსგან“ ტიტულს ასევე ესპანური „ვილიარეალი“, ან პორტუგალიური ტრიოდან ერთ-ერთი გუნდი გადაიბარებს.

ერთადერთი წყვილი, რომელშიც პირველი თამაშის შემდეგ თითქმის არაფერი იყო გარკვეული, „ბარგა“-„დინამოს“ დაპირისპირებაა. კიევში ნათამაშები ფრით, პორტუგალიელებმა უპირატესობა კი მოიპოვეს, მაგრამ არა იმდენად დიდი, რომ დომინგოს პასიენსიას შეგირდებს მშვიდად ყოფნის საშუალება მისცემოდათ.

ვინაიდან გოლის გატანა სტუმრებს სჭირდებოდათ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ბრაგაში გამართულ მატჩში, უფრო ხშირად კიეველები უტევდნენ, მაგრამ მასპინძელთა იერიშები მაინც უფრო სახიფათო იყო. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ დისკვალიფიცირებული შევჩენკოს გარეშე მოთამაშე უკრაინელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირდათ. კიეველებმა ვერც იმით ისარგებლეს, რომ თითქმის ერთი საათის განმავლობაში, მეტოქე კაცნაკლული თამაშობდა. 30-ე წუთზე, ზღვარსგადასული უხეშობის გამო, არბიტრმა სეზარს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ფეხბურთელთა რაოდენობით გუნდები შეხვედრის მიწურულს გათანაბრდნენ, როდესაც მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო პოპოვმა. მასპინძლებს 11 კაცით მოთამაშე „დინამომ“ ვერაფერი მოუხერხა და რა გასაკვირია, რომ 10 ფეხბურთელით დარჩენილმა უკრაინელებმა, ბოლო რამდენიმე წუთში, მასპინძელთა კარი ვერ აიღეს და „ბრაგა“ ისტორიაში პირველად გაუშვეს ევროტურნირის 1/2-ფინალში.

პასიენსიას გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლით ცხადი გახდა, რომ პორტუგალიას ფინალში მინიმუმ ერთი წარმომადგენელი ეყოლება. „ბრაგას“ ფლეი ოფის ბოლო ეტაპზე ის „ბენფიკა“ დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა, პსვ-სთან მატჩში, კინაღამ გაანიავა. ეინდჰოვენში გამართული მატჩის 25-ე წუთზე, მასპინძლები უკვე 2:0 იგებდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი გოლის გატანისა და კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში, ისინი 1/2-ფინალში გავიდოდნენ. ჰოლანდიელებს საქმე ლუიზაომ გაურთულა, რომელმაც ტაიმის ბოლო წუთზე გაქვითა ერთი ბურთი, ხოლო 63-ე წუთზე, პეიჩოტოს მიერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი წარმატებით კარდოსომ შეასრულა. ამ გოლის შემდეგ, პსვ-ს 4-ჯერ მართებდა სტუმართა კარის აღება, მაგრამ მასპინძლებმა ეს ერთხელაც ვერ მოახერხეს.

მე-2 ნახევარფინალური წყვილი „ვილიარეალმა“ და „პორტუმ“ შეადგინეს. პირველი მატჩების შემდეგ, ორივე ამ გუნდს კარგად ჰქონდა საქმე, მაგრამ როგორც პორტუგალიელებმა, ასევე ესპანელებმა, განმეორებით შეხვედრებშიც იმარჯვეს.

ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის მსგავსად, პორტუგალიის ჩემპიონმა გუნდმა, მოსკოვის „სპარტაკს“ ამჯერადაც იოლად სძლია. „პორტუმ“ მეტოქეს კვლავ 5 გოლი გაუტანა, მაგრამ ამჯერად, ერთის ნაცვლად, 2-ჯერ გაუშვა. მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა სტუმართა კოლუმბიელმა შემტევმა, რადამელ ფალკაომ. პორტუგალიაში გამართულ მატჩში, 25 წლის თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, გუშინ კი, იგი ერთ გოლსა და ორ საგოლე პასს დასჯერდა.

11 გატანილი გოლით, ფალკაო ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მას ერთი ბურთით ჩამორჩება „ვილიარეალის“ იტალიელი შემტევი, ჯუზეპე როსი, რომელმაც ევროპის ლიგის ზედიზედ მე-5 თამაშში მოახერხა გატანა. იტალიელმა „ტვენტეს“ კარი 59-ე წუთზე აიღო თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან და ბაირამის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი გაქვითა. მატჩის ბოლო წუთებზე, მასპინძლებს რუბენმა და კანიმაც გაუტანეს და 2 მატჩის ჯამში, „ვილიარეალის“ 8:2 მოგება დააფიქსირეს.

 

ბრაგა-დინამო კ. 0:0

ბრაგა, “AXA”18000

ბრაგა(4-2-3-1): არტური, სეზარი, ვანდინიო, პაულაო, სილვიო, კუსტოდიო, ვიანა, ალანი, სალინო, ლიმა (ბარბოსა 90), მეიონ ზე (მოსორო 69).

მწვრთნელი: დომინგოს პასიენსია.

დინამო კ.(4-4-2): შოვკოვსკი, დანილო, ხაჩერიდი (ალმეიდა 46), აილა, პოპოვი, გუსევი, ერემენკო, ვუკოიევიჩი, იარმოლენკო, კრავეტსი (ჰარმაში 64), მილევსკი.

მწვრთნელი: იური სიომინი.

გაფრთხილებები: ვიანა 29, ვანდინიო 41 - კრავეტსი 15, ხაჩერიდი 29, გუსევი 53, პოპოვი 73.

გაძევება: სეზარი 30 - პოპოვი 88.

მსაჯი: იონას ერიკსონი.

ბურთის ფლობა: 31%-69%, დარტყმა: 14 (6)-9 (3), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-5, სეივი: 3-6, ჯარიმა: 8-22.

 

პსვ-ბენფიკა 2:2 (2:1)

ეინდჰოვენი, “ფილიპსი”30000

პსვ(4-3-3): ისაკსონი, მანოლევი (ნიილანდი 85), მარსელო (ბერგი 72), როდრიგესი, ტამატა (ვუკოვიჩი 72), ჰაჩინსონი, ბაკალი, ვუიტენსი, ლაბიადი, ლენსი, ჯუჯაკი.

მწვრთნელი: ფრედ რუტენი.

ბენფიკა(4-4-2): რობერტო, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, კოენტრაუ, სალვიო (მარტინსი 19), გარსია, გაიტანი (აირტონი 79), პეიჩოტო, სავიოლა (აიმარი 67), კარდოსო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

გოლები: 1:0 ჯუჯაკი (17), 2:0 ლენსი (25), 2:1 ლუიზაო (45), 2:2 კარდოსო (63, პენ).

გაფრთხილებები: ტამატა 8, ჯუჯაკი 27, მარსელო 35.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11 (4)-12 (4), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 6-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 19-15.

 

ტვენტე-ვილიარეალი 1:3 (1:0)

ენსჰედი, “გროლშ ვესტე”23000

ტვენტე(4-3-3): ბოშკერი, ტიენდალი, დუგლასი, ონიევუ, ლეუგერსი, ბრამა (ლანძაატი 60), იანსენი, ბუისე, რუის გონსალესი (ბანინკი 77), იანკო (იონი 71), ბაირამი.

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი.

ვილიარეალი(4-4-2): ლოპესი, გასპარი, მუსაჩო, მარჩენა (ორიოლი 75), კატალა, ვალერო (კანი 61), მატილა, ბრუნო, ვაკასო, რუბენი, როსი (პერესი 72).

მწვრთნელი: ხუან გარიდო.

გოლები: 1:0 ბაირამი (32), 1:1 როსი (59, პენ), 1:2 რუბენი (83, პენ), 1:3 კანი (89).

გაფრთხილებები: ლაუგერსი 53, ბუისე 82 - კატალა 39.

გაძევება: ტიენდალი 59.

მსაჯი: უილიამ კოლუმი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 4 (2)-13 (9), კუთხური: 0-3, თამაშგარე: 8-0, სეივი: 6-1, ჯარიმა: 12-15.

 

სპარტაკი მ-პორტუ 2:5 (0:2)

მოსკოვი, “ლუჟნიკი”20000

სპარტაკი მ.(4-1-3-2): დიკანი, კ. კომბაროვი (დ. კომბაროვი 46), სუჩი, შეშუკოვი, მაკეევი, კარიაკა (იბსონი 69), მაკგეიდი, ალექსი, იაკოვლევი, ძიუბა, ველიტონი (არი 46).

მწვრთნელი: ვალერი კარპინი.

პორტუ(4-3-3): ჰელტონი, ფუსილე (საპანარუ 28), როლანდო, ოტამენდი, პერეირა, გუარინი, ფერნანდო, მოუტინიო (რუბენ მიკაელი 46), ჰალკი, ფალკაო (ხ. როდრიგესი 72), კ. როდრიგესი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 0:1 ჰალკი (28), 0:2 როდრიგესი (45), 0:3 გუარინი (47), 1:3 ძუიბა (52), 1:4 ფალკაო (54), 2:4 არი (72), 2:5 რუბენ მიკაელი (89).

გაფრთხილებები: ძუიბა 25.

მსაჯი: ვიქტორ კასაი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 8 (6)-16 (10), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 6-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 15-11.

 

1/2-ფინალები

28 აპრილი - ბრაგა-ბენფიკა; პორტუ-ვილიარეალი.

5 მაისი- ბენფიკა-ბრაგა; ვილიარეალი-პორტუ.

 

მიშა ზაქარეიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online