asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჟოზე მოურინიო: “ფრე ტრაგედია არ არის”
კომენტარი
ჟოზე მოურინიო: “ფრე ტრაგედია არ არის”

2012-02-22 11:35:00



მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ფრე კატასტროფა არაა, აქამდეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მადრიდში გადაწყდებოდა. საპასუხო მატჩი იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. დღეს მატჩის დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რითაც ოდნავ გავირთულეთ მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში არასაფეხბურთო ამინდი დაგვხვდა, არასასურველ შედეგს ამას მაინც ვერ დავაბრალებთ, მინდორზე სიცივე ორივე გუნდისათვის იყო”, - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ცსკა-ს და “რეალს” შორის მოსკოვში გამართული მატჩი 1:1 დამთავრდა. საპასუხო მატჩი ორი კვირის შემდეგ მადრიდში გაიმართება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ტრაგედია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online