asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯანი დე ბიაზი: "ველი პირველ გამოცდას – საქართველოში"
ალბანელთა იტალიელი თავკაცის განცხადება
ჯანი დე ბიაზი: "ველი პირველ გამოცდას – საქართველოში"

2012-02-20 20:23:00



ალბანეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზიმ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის სადებიუტო მატჩს. დე ბიაზი შარშან ნოემბერში დაინიშნა "არწივების" თავკაცად და 29 თებერვალს საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში პირველად გაუძღვება ნაკრებს.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებოდით ნაკრების კანდიდატებს. მეც და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრები უცხოეთში ვიყავით ფეხბურთელების სანახავად. მე მჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, თუ რას ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფსიქოლოგიურ ასპექტს: აი, მაგალითად, ფრანგმა მწვრთნელმა ერვე რენარმა ზამბიელ ფეხბურთელებთან სწორედ ფსიქოლოგიური კუთხით დაიწყო მუშაობა" – უთხრა დე ბიაზიმ იტალიურ Soccermagazine-ს.  
სერია A-ს რამდენიმე კლუბში ნამუშევარ დე ბიაზის ნაკრები აქამდე არასოდეს გაუწვრთნია. მას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებზეც შეეკითხნენ.
"ბრაზილიაში მოხვედრა? შევეცდებით, რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ. წინასწარ არ მინდა საუბარი. უბრალოდ, ალბანეთი თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, ეს მართლაც ოცნების ახდენა იქნება".
ალბანელებს შესარჩევის ჯგუფში მორვეგია, სლოვენია, შვეიცარია, კვიპროსი და ისლანდია ეყოლებათ მეტოქეებად.

 

ილია ნანობაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online