asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგის გამოყენების გამო დაისაჯა
სასჯელი
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგის გამოყენების გამო დაისაჯა

2012-02-20 14:28:00



ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დოპინგის გამოყენების გამო 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტის ინფორმაციით, ცირეკიძის დისკვალიფიკაციის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართულ მხარეს დღეს ოფიციალურად აცნობა.
ამ დროისთვის კი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასრულებელი კომისიის საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება დისკვალიფიკაციის ზუსტი ვადები და სხვა დამატებითი დეტალები, რომლებიც სპორტსმენის დასჯის გადაწყვეტილებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ირაკლი ცირეკიძეს ლონდონის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება არ უწევს. (ოლიმპიადა ივლისის ბოლოს იწყება). სავარაუდოდ, ქართველი სპორტსმენი გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს, რომლის გამართვაც რუსეთში აპრილის თვეში იგეგმება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ირაკლი ცირეკიძე
კავშირი ტეგთან: დოპინგი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online