asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დინამომ მე-500 მატჩი მოიგო
საქართველოს პირველობა განახლდა
დინამომ მე-500 მატჩი მოიგო

2012-02-19 16:08:20



მეტალურგი _ დინამო 0:2 რუსთავი. ფოლადის სტადიონი

0:1 ჩისკო (13), 0:2 მერებაშვილი (76)

მეტალურგი: ბედიაშვილი, მიქაბერიძე (სიხარულიძე 46), ქავთარაძე, სეთურიძე, დობროვოლსკი (გავაშელიშვილი 81), ტატანაშვილი, კვარაცხელია, მახვილაძე, რაზმაძე, მაისურაძე, ჯაფარიძე

დინამო: ლორია, ოდიკაძე, თომაშვილი, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ჯიღაური, კოშკაძე (პაპავა 58), ძარია, რობერტინიო (ალვარო 66), კოტო, ჩისკო (მერებაშვილი 55)

მე-13 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში არჩილ ტვილდიანმა საგოლე პასი მიითვალა _ მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ჩისკომ შეუშვირა თავი და ანგარიშიც გაიხსნა _ 1:0. პირველ ტაიმში მეტი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა.

50–ე წუთზე დინამოელები გაშვებულ ბურთს გადაურჩნენ. დიმიტრი ტატანაშვილის თავური მცირედით ასცდა ლორიას კარს. 53–ე „მეტალურგის“ სტანდარტი კარში დარტყმით სრულდება _ ირაკლი სიხარულიძის თავური კი ხარიხას ხვდება და მოედნის ფარგლებს გარეთ გადადის. 76–ე რუსთაველთა სტანდარტს დინამოელთა კონტრშეტევა მოჰყვა. გიორგი მერებაშვილის დარტყმულის შემდეგ გრიგოლ ბედიაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი _ 0:2.

ამ მოგებით დინამოელებმა ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მე-500 გამარჯვება იზეიმეს.

გაგრა _ ზესტაფონი 0:1 თბილისი. სპორტკომპლექსი შატილი

0:1 რაჟამაშვილი (5)

გაგრა: ბეგაშვილი, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი, ჯერემია, ყურულაშვილი, როსტიაშვილი (კვანტალიანი 65), სარდალიშვილი (ყიფიანი 58), ზვიადაძე (ლ.სეთურიძე 85)

ზესტაფონი : კვასხვაძე, ღონღაძე, ონიანი, კობახიძე, ელიავა, მენთეშაშვილი (შარიქაძე 46), გორგიაშვილი, რაჟამაშვილი, სამუშია (თ.გრიგალაშვილი 58), მუჯირი (გაგოშვილი 77) წინამძღვრიშვილი

სახეშეცვლილმა ლიდერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ერთადერთი ბურთი კი მატჩის მე–5 წუთზე გაგრელთა კარში ზესტაფონელთა ახალწვეულმა დავით რაჟამაშვილმა პირდაპირ საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

სპარტაკი _ ტორპედო 2:0 თბილისი. ბენდელას სტადიონი

1:0 ჩაფიძე (13), 2:0 მელქაძე (33)

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ლომაია, ორბელაძე, ნ.მაისურაძე, ჩივაძე, თ.შონია, კილასონია, ჩაფიძე (სამხარაძე 80), მელქაძე, გაბაშვილი (შარაშენიძე 60)

ტორპედო : მიგინეიშვილი, კვახაძე, ფარულავა, რიგვავა, ლემონჯავა, გ.დათუნაიშვილი, დიღმელაშვილი, დოლიძე (იოსელიანი 65), თარხნიშვილი (კუხიანიძე 56), საბანაძე (ფეიქრიშვილი 46), გოცირიძე

მე-13 წუთზე ცენტრიდან ბურთიანად ჩაფიძე დაიძრა, ტორპედოელ მცველებს ასცდა და მიგინეიშვილთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა _ 1:0 „სპარტაკი" დაწინაურდა. 33-ე წუთზე ახლო მანძილიდან თავური დარტყმით სხვობა ორამდე ლევან მელქაძემ გაზარდა _ 2:0. 75-ე წუთზე „ტორპედო“ მესამე გაშვებულ გოლს გადაურჩა შონიას დარტყმის შემდეგ.

ბაია _ დილა 0:0 ზუგდიდი. ბაიას საწვრთნელი ბაზა

8 გუნდში მოსახვედრად ორივე გუნდი იბრძვის, ამიტომ დაძაბულ ბრძოლაში ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს. სიონი–მერანი 0:0 თბილისი. 35–ე სკოლის სტადიონი წესით, უმოტივაციო „სიონს“ ბრძოლაც არ უნდა გაემართა, მაგრამ ბოლნისელებმა ფეარ–პლეის პრინციპი დაიცვეს და მერანელებს ქულა აართვეს.

კოლხეთი _ ვიტ ჯორჯია 2:0 ფოთი. ფაზისის სტადიონი

1:0 წურწუმია (45პ), 2:0 პავლიაშვილი (90)

1.ზესტაფონი 19 14 3 2 38:15 45

2.ტორპედო 19 12 2 5 26:15 38

3.დინამო 19 11 3 5 36:22 36

4.მეტალურგი 19 8 6 5 21:20 30

5.მერანი 19 9 3 7 22:21 30

6.ბაია 19 7 4 8 19:20 25

7.ვიტ ჯორჯია 19 6 5 8 21:24 23

8.გაგრა 19 6 3 10 18:24 21

9.სპარტაკი 19 6 4 9 18:25 22

10.დილა 19 5 4 10 23:25 19

11.კოლხეთი 19 5 6 8 17:24 21

12.სიონი 19 1 5 13 11:35 8

ბომბარდირები: ჩისკო (დინამო) _ 10 ბურთი; , ჯაბა დვალი (ზესტაფონი, დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) _ 9–9.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველოს ჩემპიონატი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online