| ქალი და მამაკაცი |

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდში “რეპრესიებს” ამზადებს, - იუწყება “ტელეგრაფი”. ფრანგი მწვრთნელი იმდენად აღშფოთდა “მილანთან” (4:0) მისი შეგირდების უნიათობით, რომ როგორც იუწყებიან, საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებისთვის მთელი ტირადა წაუკითხავს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მათი თამაში. გაზეთის მტკიცებით, “ემირიტსს” აუცილებლად დატოვებენ მარუან შამახი, სებასტიან სკილაჩი, ნიკლას ბენდტნერი, კარლოს ველა, მანუელ ალმუნია, დენილსონი, ანდრეი არშავინი და ტომაშ როსიცკი. უკანასკნელ ორთან “მეთოფეებს” კონტრაქტი ეწურებათ. კლუბი კი მათთან თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ აპირებს. აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება “არსენალის” ყოფილი ვარსკვლავი ემანუელ პეტი. ფრანგმა ვეტერანმა კომენტარი ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხს “არსენალის” “მილანთან” განადგურების შემდეგ მისცა. “ძალიან ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა არსენ ვენგერის ნდობა. უკვე რამდენიმე წელიწადია ყველანი ველოდებით, როდის ათამაშდება უოლკოტი კიდევ უკეთესად, მაგრამ ეს არ ხდება. “მილანთან” შეხვედრაში ვუყურებდი აარონ რემსის. მეგონა, რომ მოედანზე ის კი არა მისი არაფეხბურთელი ძმა იდგა. აუცილებელია როსიცკისა და არშავინთან გამოთხოვებაც. ამ ბიჭებს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რაც გუნდისთვის გაიღეს და გზა მშვიდობისა ვუსურვოთ. უახლოეს ხანებში “არსენალს” მინიმუმ 5-6 გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდება, ისეთები, რომლებიც არ ეგუებიან წაგებებს და რომელთა ასაკი 27-დან 30 წლამდე იქნება. სწორედ ასეთებმა უნდა შთაბერონ სული გუნდის ახალ გამარჯვებებს,” – აცხადებს პეტი.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 














































































































