| ქალი და მამაკაცი |

მორჩა, მიხაელ ბალაკის დღეები ლევერკუზენში დათვლილია. ის, რაც აქამდე სავარაუდო იყო, ახლა უკვე ოფიციალურია: „ლევერკუზენის“ ბოსმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ 35 წლის ნახევარმცველს შეუძლია, აიბარგოს. თანაც, ახლავე! „მიხაელთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ანუ, 30 ივნისამდე გვაქვს გაფორმებული, მაგრამ თუ ბალაკი მანამდე მოისურვებს გუნდის დატოვებას, უარს არ ვეტყვით და სიამოვნებით მოვუსმენთ,“ - განაცხადა „ბაიერის“ 62 წლის ბოსმა ჟურნალ „ფოკუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ამით ჰოლცჰოიზერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ლევერკუზენი“ მომავალ სეზონს ბალაკის გარეშე გეგმავს. მეტიც, ჰოლცჰოიზერი იმაზეც თანახმაა, მიხაელი გუნდიდან ახლავე გაუშვას. ერთი სიტყვით, „ლევერკუზენში“ გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის მეორე ერა ცუდად მთავრდება. „ბაიერში“ ის აღარც მწვრთნელს სჭირდება და აღარც ხელმძღვანელებს. ბალაკისადმი კარგად მხოლოდ გულშემატკივრები არიან განწყობილები, რომლებსაც ყველაფერი კარგად ახსოვთ და მიხაელს „ლევერკუზენის“ წინაშე ძველ დამსახურებებს უფასებენ. მიხაელი ახლა ტრავმირებულია, თუმცა ჯანმრთელადაც რომ იყოს, მაინც არ ათამაშებდნენ. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს: ბალაკს ჯერჯერობით არ უთქვამს, რომ კარიერის დამთავრებას აპირებს. მას შეუძლია, აშშ-ში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერაც ღიაა.
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 



