asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

იაშვილის გოლი და საგოლე პასი
პოლონეთში დვალიშვილის დებიუტი შედგა
იაშვილის გოლი და საგოლე პასი

2012-02-17 22:51:16



უცხოეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებიდან, დღეს მოედანზე გასვლა 2 მათგანს მოუწია _ „კარლსრუეს“ კაპიტან ალექსანდრე იაშვილსა და პოლონეთის „ლეგიას“ შემტევ ვლადიმერ დვალიშვილს. დვალიშვილისთვის ეს სადებიუტო ოფიციალური მატჩი იყო „მაქაბიდან“ პოლონეთში გადაბარგების შემდეგ. საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი „ლეგიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელის დავალებით გარემარბად იყო გამწესებული. ჩვენებურის დებიუტი გუნდისთვის წარმატებული გამოდგა „პოლონიასთვის“, რომელმაც სტუმრად 2:0 მოუგო „ლოძს“ და მინიმუმ ხვალამდე მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა ლიდერ „შლიონსკს“ 3 ქულით ჩამორჩება. დვალიშვილმა მოედანზე 79 წუთი დაჰყო და ორჯერ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ სამწუხაროდ, დებიუტი გოლიანი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, გოლი და საგოლე პასი მიითვალა იშვილმა. მისმა „კარსლრუემ“ შინ 2:0 მოუგო კოტბუსის „ენერგიას“. იაშიმ ჯერ ლავრიჩს გაატანია, შემდეგ კი თავადაც გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ „კარლსრუეს“ მწვრთნელმა საქმე მოთავებულად მიიჩნია და ჩვენებური 74–ე წუთზე შეცვალა. ამ მოგებით „კარლსრუემ“ 19 ქულით მე–15 ადგილზე გადაინაცვლა და გასავარდნ ზონას გასცდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დვალიშვილი
კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online