asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ტორპედოს" სპონსორთა რიცხვი გაიზრდა
რიგში საქკაბელი ჩადგა
"ტორპედოს" სპონსორთა რიცხვი გაიზრდა

2012-02-17 15:10:11



ქუთაისის "ტორპედოს", ნავთობკომპანია "ვისოლის" გარდა, სხვა მსხვილი კომპანიებიც ჰყავს სპონსორად. ჩვენი გუნდის ინტერესებს იცავენ: ფარმაცევტული კომპანია "ავერსი", სადაზღვევო კომპანია "ალფა" და სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი". მიმდინარე წლის დასაწყისში, თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო სასტუმრო „პრომეთესა“ და „კოპალასთან“. უახლოეს მომავალში, მათ რიცხვს შეუერთდება სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქართულ და უცხოურ კომპანიებთან. გიორგი პაპიაშვილი, „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი: _ ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, საფეხბურთო კლუბის კომპანიებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“, თავიანთი სამუშაოებიდან გამომდინარე, კომპანია „ვისოლთან“ ერთად, სპონსორობს კომპანია „ავერსი“, „ალფა“ და „სილქნეტი“. ასევე, გუნდი ითანამშრომლებს ტურისტულ კომპანია „თრეველ მაინდერთან“, რომელიც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. „ტორპედოს“ მინიმუმ 1 წლით მოემსახურება სასტუმრო „პრომეთე“ და „კოპალა“. მიმდინარეობს სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ რებრედინგი და მომდევნო თვეში ისიც შემოგვიერთდება. სულ მალე გადაწყდება კომპანია „ომეგას“ „ტორპედოს“ მხარდამჭერ კომპანიებში შესვლის საკითხიც, რომელიც გუნდს ყველა საინფორმაციო მიმართულებით დაეხმარება – ეს იქნება ბუკლეტები, აფიშები და სხვა. ყოველივე ამ მუშაობის ძირითადი მიზანია ის, რომ კლუბის ხარჯები, არა უშუალოდ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, არამედ მათ კომფორტსა და სპორტულ მხარეში განხორციელებულ სხვადასხვა საჭირო საქმეებს მოხმარდეს. ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდის განვითარებაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online