| ქალი და მამაკაცი |

22-23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო დონეზე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლებს. საუბარია უეფას ეგიდით გასამართ სემინარებზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ ამიერკავკასიაში პირველად ტარდება და მისი მასპინძლობის პატივი, ჩვენს რეგიონში, პირველად, სწორედ, ჩვენს ქვეყანას ერგო. სემინარებზე, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება, განხილული იქნება უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები. სემინარებს უშუალოდ გაუძღვებიან უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი ანდრეა ტრავერსო, უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი ფილიპ რასმუსენი და სხვა ოფიციალური პირები უეფადან. უეფას სემინარებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ბელორუსის, ბულგარეთის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვას, მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, სერბეთისა და უელსის წარმომადგენლები ეწვევიან. უფრო კონკრეტულად კი, ლიცენზირების მენეჯერები და ფინანსური ექსპერტები. აღნიშნული სემინარები, ბოლო წლების მანძილზე სტაბილურად, ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში და მასში მუდმივად მონაწილეობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!












საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 


































































































