asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალექსანდრე კოშკაძე: მეტალურგისგან წყენა გვახსოვს
კაპიტანი დევდარიანის ფილოსოფიას სწავლობს
ალექსანდრე კოშკაძე: მეტალურგისგან წყენა გვახსოვს

2012-02-17 00:22:59



19 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. ტურის ცენტრალურ მატჩად რუსთავში გასამართი მატჩი მიიჩნევა _ „მეტალურგი“ თბილისის „დინამოს“ დაუხვდება.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით „დინამოს“ ვებგვერდზე გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის კომენტარი გამოქვეყნდა:

ალექსანდრე კოშკაძე: _ მიმდინარე წელს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში სერიოზულ გუნდს დავუპირისპირდებით. „მეტალურგისგან“ წყენა გვახსოვს და ვეცდებით საკადრისი პასუხი მათსავე მოედანზე გავცეთ. სეზონებს შორის შესვენებისას გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა _ ალექს გარსიას ხელძღვანელობით სხვა ფეხბურთს ვთამაშობდით, ახლა კი გიორგი დევდარიანის საფეხბურთო ფილოსოფიის გაზიარება მოგვიწევს და თუ კი ზედმიწევნით შევასრულებთ გიორგი დევდარიანის მითითებებს, „მეტალურგს“ ორბურთიანი სხვაობით დავამარცხებთ. დევდარიანთან მუშაობისთვის მეტი დრო, რომ გვქონოდა, ბევრად უფრო მომზადებულნი შევხვდებოდით ჩემპიონატის მეორე ნახევრის სტარტს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რუსთავში მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. სატურნირო ცხრილში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და დროა „დინამომ“ მისთვის ჩვეული ფეხბურთის თამაში დაიწყოს. „მეტალურგის“ რიგებიდან დიმიტრი ტატანაშვილს გამოვარჩევდი, მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა ჩვენი მცველების მეიმედება და ვგონებ, მის შეჩერებას უპრობლემოდ მოახერხებენ. ჩვენი შეხვედრა რუსთავში „ფოლადის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება. მართალია, ამ მატჩისთვის ჩვენც ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვემზადებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი თამაშში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online