| ქალი და მამაკაცი |

რა უნდა ტოტის
რა უნდა ტოტის
იტალიელი ფრანჩესკო ტოტი ახლახანს ჯილდოს გოლდენ ფუთი 2010–ს გამარჯვებული გახდა. მან ამ ნომინაციაში რაულ გონსალეს ბლანკოსა და დევიდ ბექჰემს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ეს საპატიო პრიზი გადაეცემათ ფეხბურთელებს, რომელთა ასაკმა 29 წელს გადააბიჯა, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ფეხბურთის ისტორიაში და თავიანთ კარიერაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
ფრანჩესკო ტოტი საუბრობს იმ ემოციებზე, რომელიც მას დაეუფლა საპატიო პრიზის მოპოვების გამო, ასევე ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე "რომას" შემადგენლობაში.
– რაზე ფიქრობდით, როდესაც გოლდენ ფუთის პრემია მიიღეთ თავად მონაკოს პრინცისგან?
– ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ ჯილდოს მიღება. ვფიქრობ, ეს პრესტიჟული პრემიაა, ხოლო მისი მიღება პრინც ალბერტ ||–გან ჩემთვის უდიდესი პატივია.
– "სკუადრა აძურას" დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ ეროვნული გუნდისთვის ახალი კურსი დასახა და გამოსათხოვარი მატჩის გამართვა შემოგთავაზათ მის შემადგენლობაში. უარით რატომ უპასუხეთ?
– საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ მივიღე. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ეროვნული გუნდის დატოვება, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იყო, მთელი ყურადღება "რომას" შემადგენლობაში თამაშზე გადამეტანა.
– ვინ მიგაჩნიათ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ?
– ლიონელ მესი, ის საუკეთესოთა შორის საუკეთესოა.
– თქვენს ანგარიშზე ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ მათ შორის არ არის ჩემპიონთა ლიგის პრიზი. შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი მშობლიური კლუბი იმისთვის, რომ სხვა კლუბთან ერთად მოიგოთ ეს ყველაზე პრესტიჟული პრიზი?
– "რომაში" ბოლომდე დარჩენას ვგეგმავ და მსურს საკუთარი კარიერა სწორედ ამ კლუბში დავასრულო. მე მიყვარს ჩემი კლუბი და ყოველთვის მას ვუჭერდი მხარს. ჩემპიონთა ლიგის მოგება კი მხოლოდ "რომას" შემადგენლობაში მსურს, მეამაყება, როდესაც ამ კლუბის ფერებში წითელსა და ყვითელ ფორმაში გამოწყობილი გამოვდივარ მოედანზე და მის ღირსებას ვიცავ.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის იყო "რომაში" თქვენთვის ყველაზე ბედნიერი პერიოდი, თქვენი პარტნიორებიდან ვისთან გრძნობდით თავს ყველაზე კომფორტულად?
– ჩემთვის ყველაზე ბედნიერი პერიოდი 2001 წელზე მოდის, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გავხდით. სწორედ მაშინ ასრულდა ჩემი სანუკვარი ოცნება. რაც შეეხება პარტნიორებს გუნდში, ბევრი ვარსკვლავის გვერდით მითამაშია და არაეთიკური იქნებოდა მათ შორის რომელიმეს განსაკუთრებულად გამოყოფა.
– საკუთარი შესაძლებლობების სამწვრთნელო ასპარეზზე მოსინჯვას ხომ არ აპირებთ?
– ამ მომენტისთვის ასეთი რამ ჩემს გეგმებში არ შედის. მე უფრო მენეჯერის, ხელმძღვანელის სამუშაო მიზიდავს, თუმცა არც ამ საქმიანობაზე ვფიქრობ განსაკუთრებით. მე ჯერ ისევ მოედნისკენ მიმიწევს გული.
– თუ იყო თქვენს კარიერაში ისეთი მომენტები, რომელთაც სინანულით იხსენებთ?
– ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომელსაც სინანულით იხსენებს. მე უფრო მეტი გამარჯვებები მსურს. ჯერ კიდევ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემს გუნდთან ერთად ახალ პრიზებს დავეუფლო.
– ბევრი გუნდი ოცნებობდა ფრანჩესკო ტოტის საკუთარ შემადგენლობაში ხილვაზე, მათ შორის გამონაკლისს არც "მილანი" წარმოადგენდა. თუ იყავით ოდესმე ახლოს როსონერის შემადგენლობაში გადასვლასთან?
– დიახ, იყო ასეთი მომენტიც, მაგრამ ბოლომდე "რომას" ერთგული დავრჩი.
– ბევრი ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთი ის აღარ არის, რაც იყო ათი წლის წინ. რა შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც თქვენი დებიუტი შედგა სერია ა–ში?
– ბევრი რამ შეიცვალა. თანამედროვე გუნდები უფრო სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე 17 წლის წინ. ტელევიზია გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს სპორტის ამ სახეობას. შეიძლება ასე ითქვას, რომ ახლა ფეხბურთში დიდი დრო ეთმობა შოუს, ვიდრე ნამდვილ სპორტს.
– ვინ აღგაფრთოვანებდათ, ვინ იყო თქვენი კერპი, როდესაც საკუთარ პროფესიონალურ კარიერას იწყებდით?
– ჯუზეპე ჯანინი, "რომას პრინცი". ის შესანიშნავი მოთამაშე იყო, ნამდვილი რომაელი, "რომას" ერთგული გულშემატკივარი და კაპიტანი. სწორედ ის იყო ჩემი კერპი.
– ახალგაზრდულ ასაკში თქვენ არჩევანის წინაშე იყავით "ლაციო" თუ "რომა". რატომ გააკეთეთ არჩევანი სწორედ "რომაზე"?
– ეს რა შეკითხვაა... საკუთარმა გულმა მიკარნახა!
– თქვენ მრავალი ფეხბურთის გულშემატკივრის თაყვანისცემის საგანი გახდით, მოახერხეთ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პრიზის მოგება გერმანიაში. რა განიცადეთ, როდესაც თავს ზევით ასწიეთ სანუკვარი ჯილდო?
– კმაყოფილება. ასევე ვიგრძენი, რომ სამართლიანობამ იზეიმა. საშინელ ტრავმას გავუმკლავდი, სანამ ამ გამარჯვებას მივაღწევდი.
– პრიზის, გოლდენ ფუთის გადაცემაზე მონტე–კარლოში თქვენ ფრანც ბეკენბაუერს შეხვდით. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ ხელმძღვანელი თანამდებობა დაიკავოთ "რომაში", როგორც ეს მან გააკეთა "ბაიერნში"?
– არა, მე საკუთარი თავი მხოლოდ გუნდის კაპიტნის რანგში მყავს წარმოდგენილი.
– "რომას" მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საფეხბურთო სამყაროში. თქვენი აზრით, რთულია ფეხბურთში რასიზმის გამოვლინებებთან ბრძოლა?
– საერთოდ არ მესმის, რაში მდგომარეობს რასიზმის არსი. მე ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომელთაც სხვა ფერის კანი აქვთ, ბევრი მათგანი მეტოქე გუნდების შემადგენლობაში თამაშობს. მთავარი პატივისცემაა. სამწუხაროდ, რასიზმი, ისევე, როგორც ფეხბურთი, სოციალური მოვლენაა.
– ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გითამაშიათ ლიგაში. ახლა საკმაო პოპულარობას იხვეჭს "ნაპოლის" ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი. რას ფიქრობთ მასზე? რა განიცადეთ, როდესაც სლოვაკეთმა იტალიის ნაკრები დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატზე?
– ჰამშიკი შესანიშნავი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ იტალიაში მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თავის პოზიციაზე ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. სლოვაკების გამარჯვება კი ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. გულახდილად ვიტყვი, ასეთ შედეგს არ მოველოდი. ძალიან უსიამოვნო გრძნობა იყო.
– დაასახელეთ საუკეთესო ლეგიონერი სერია ა–ში.
– ჩვენთან ძალიან ბევრი პროფესიონალი თამაშობს. სნეიდერმა და მილიტომ მნიშვნელოვნად მოუმატეს თამაშს ბოლო ერთი წლის მანძილზე, ძალიან ძლიერია იბრაჰიმოვიჩი. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს ნებისმიერი მატჩის ბედი. ჩემი თანაკლუბელი ვუჩინიჩი ასევე იმსახურებს ერთ–ერთი საუკეთესო ლეგიონერის წოდებას.
– ამ სეზონში ლიგა ბალანსირებული გამოვიდა. ლიდერის წოდებისთვის მინიმუმ შვიდი კოლექტივი იბრძვის. თქვენი აზრით, რომელი გუნდია ამ რბოლაში ფავორიტი?
– "რომა".
– თქვენი აზრით, რომელი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს მომავალში იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი?
– ორ რომაელს დაგისახელებთ: ალესანდრო როსი და სტეფანო ოკაკა.

კავშირი ტეგთან: ტოტი

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 