| ქალი და მამაკაცი |

ლეო მესი: "რეალი" უკვე მკვდარია
რის გამო დაისაჯა მოურინიუ
კატალონიურმა "ბარსელონამ" შავი დღე აყარა მადრიდის "რეალს", რასაც ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა. როდესაც გუნდს მთავარ მწვრვნელპდ ჟოზე მოურინიუ ჰყავს, ალბათ, ასეთი ანგარიშით არ უნდა აგებდეს შეხვედრას, მაგრამ...
მაგრამ მოურინიუს უძლეველობის მითი გვარდიოლამ დაამსხვრია და ამ თამაშის დროს, ალბათ, ყველას გაახსენდებოდა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშება, როდესაც მოურინიუს "ინტერმა" მთელი გუნდით კარის დაცვა ამჯობინა და იმისთვის, რომ ორი გოლი არ გაეშვა, მთელი შეხვედრა საკუთარ ნახევარზე გაატარა. ეს იყო ტიპიური ანტიფეხბურთი, მაგრამ მაშინ ჯოზე მოურინიუ არავის გაუკრიტიკებია – გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. შემდეგ ჟოზემ მიუნხენის "ბაიერნიც" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მაგრამ გვარდიოლამ საშინელი დღე აყარა მოურინიუს, მისი მარჯვენა ხელი კი ლეო მესი იყო, რომელმაც პასებიც არიგა და მაყურებელს ულამაზესი საღამოც აჩუქა.
– ლეო, "რეალთან" შეხვედრის შემდეგ როგორი გრძნობა გაქვთ?
– დაცლილი ვარ გასროლილი ტყვიასავით!
– ეს როგორ?
– ემოციები იმდენად დიდი იყი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ან ძალიან გულდაწყვეტილი უნდა ვყოფილიყავი, ან ძალიან ბედნიერი. ამ ბედნიერებამ იმდენი მოახერხა, რომ ემოციებისგან სულ დამცალა და ახლა ვამბობ, რომ დაცლილი ვარ.
– მადრიდელები როგორ იქნებოდნენ, როგორ ფიქრობთ?
– საშინლად.
– შეგეცოდათ?
– ეს ხომ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება...
– მაგრამ 0:5 წაგება "ბარსელონასთან" არც ისე ხშირია...
– დიახ, ჩვენ რეკორდი გავიმეორეთ და ბედნიერები ამიტომაც ვართ.
– იფიქრებდით, რომ ასე ადვილად მოუგებდით მეტოქეს?
– სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ჩვენ ვიყავით მზად ბრძოლისთვის და ლამაზი თამაშისთვის, მაგრამ "რეალი" ასე უსუსურად თუ ითამაშებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.
– რა იყო ამის მიზეზი?
– "ბარსელონა".
– რონალდუ...
– ის დიდი ფეხბურთელია და სამწუხაროდ, მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ამდენად, რონალდუს თვალებში ეტყობოდა, ძალიან უნდოდა გოლის გატანც, ბრძოლაც, ბოლომდე თამაშიც, მაგრამ ვერ ითამაშა. მე მაინც ვიტყოდი, რომ მოურინიუ შეცდა.
– რაში?
– მან თამაში გახსნა და ამის გამო დაისაჯა.
– "ინტერთან" თამაშს გულისხმობთ?
– დიახ, დიახ. ჩვენ მოურინიუ დავამარცხეთ არა მარტო როგორც "რეალის" მწვრთნელი, არამედ როგორც ზოგადად მწვრთნელი, პერსონა. მაშინ ჩვენ "ინტერს" ვაჯობეთ და ვიტყოდი, მე რომ მაშინ "ინტერის" ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ძალიან შემრცხვებოდა იმ თამაშის გამო და შეიძლება თამაშზე უარიც კი მეთქვა. (მაშ მტყუანის ...) როცა მწვრთნელი გავალებს მთელი გუნდით დაცვაში ჩადგომას და გეუბნება, მეშინია, რომ ორ ან მეტ გოლს გავუშვებო, ეს უკვე ფეხბურთი არ არის.
მილანურ გუნდში დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და ცხადია, როცა მთელი გუნდი კარში ჩადგება (ვაი შენს პატრონს... კარში ჩამდგომისაც და დამბრალებლისაც...), მათთვის გოლის გატანა არნახულად რთულია და შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით წავაგეთ. 5:0 გამარჯვებით კი ჩვენ მოურინიუ ამ ანტიფეხბურთის გამო დავსაჯეთ.
ამდენად, ჩვენ დავამარცხეთ როგორც მოურინუ, ისე მადრიდის "რეალიც" თავის მოურინიუთი. ახლა იმის თქმა, რომ "ბარსელონამ" უკვე აირჩია თავისი სათამაშო ტაქტიკა და ამიტომაც გვჯობდაო, ცოტა არასერიოზულია.
მათ რომ თამაში მოეგოთ, როგორ ფიქრობთ, რას იტყოდნენ? მაშინ მოურინიუ გენიოსი იქნებოდა, ხოლო "რეალის" ფეხბურთელები ნამდვილი გმირები, მაგრამ ეს გამორიცხულია. კიდევ რამდენიმე წელი მადრიდელები ამაზე ვერ იოცნებებენ, ხოლო ჩვენ "სანტიაგო ბრნაბეუზე" გამარჯვებებით დავიღალეთ.
– სერხიო რამოსზე გაბრაზებული ხართ?
– არა, რატომ?
– იქიდან გამომდინარე, რომ მან თქვენს წინააღმდეგ იუხეშა, ხავი და კარლეს პუიოლი გამოენთნენ და ჩხუბიც კი ატყდა...
– არა, ჩემი აზრით ყველაფერი რიგზე იყო და აქ ნერვები ჩაერთო. რამოსმა იუხეშა, მაგრამ იმდენად არაფერი იყო, რამდენიც მერე ამბები ატყდა.
– რამოსმა ფეხი არ ჩაგარტყათ?
– არა, არ ჩაურტყამს, მაგრამ ცუდად წამაქცია. ამ დროს შეიძლება რაღაც დაიზიანო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომსვლია.
– რამოსმა ბოდიში მოგიხადათ?
– არა და არც მინდოდა.
– მადრიდელები თავს ახლა იმით იმშვიდებენ, რომ ეს საჩემპიონო შეხვედრა არ ყოფილა და მთავარი ბრძოლები წინ არის...
– გეთანხმებით, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ, დამიჯერეთ, ახლა მივხვდი, რომ ჩვენთვის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ძალიან რთული არ იქნება, ვინაიდან "რეალი" უკვე მკვდარია. ეს ის გუნდი არ არის, რომელიც ჩვენ ჩემპიონობაში შეგვცილება. მესმის, რომ მოურინიუ დიდი მწვრთნელია, მაგრამ ის ესპანეთში გვარდიოლასთან შედარებით ნამდვილად ძალიან დაბლაა. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ის ხომ პრიმერა დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს.

კავშირი ტეგთან: რონალდუ

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 