| ქალი და მამაკაცი |

რითი ამაყობს ზინედინ ზიდანი
რითი ამაყობს ზინედინ ზიდანი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი, რომელიც კატარელებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის განაცხადის წარდგენაში ეხმარებოდა, კმაყოფილია.
ციურიხში გამართულ კენჭისყრაზე დელეგატებმა ზიდანსა და მის გუნდს მხარი დაუჭირეს და ამან ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის აღფრთოვანება გამოიწვია.
მან ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში გამარჯვებით მიღებულ გრძნობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების კატარისთვის მინიჭება მთელი არაბული სამყაროს წარმატებაა.
– რა გრძნობა დაგეუფლათ საბოლოო ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ?
– უპირველესად უდიდესი შვება ვიგრძენი, რადგან განაცხადის მხარდაჭერა იოლი საქმე არ არის. ის გარკვეულწილად შეჯიბრის ტოლფასია. გზავნილმა, რომლის მთელი ამ კამპანიის პერიოდში მსოფლიოსთვის მიწოდებას ვცდილობდი, მიზნამდე მიაღწია და უაღრესად ბედნიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფეხბურთი მთელი მსოფლიოს საკუთრებაა და ახლა, რუსეთი და კატარი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აქამდე არასდროს უმასპინძლიათ, ამ არაჩვეულებრივ პროცესს ეზიარებიან. გადაწყვეტილებებში გარკვეული ლოგიკა დევს და ორივე ამ ქვეყნისთვის ეს ფანტასტიკური სიახლეა.
– გატყობთ, ძალიან ბედნიერი ხართ...
– ვამაყობ, ერთ–ერთ გამარჯვებულ ქვეყანაზე ფსონს მეც რომ ვდებდი და ბოლომდე მხარში ვედექი. ვამაყობ იმით, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ახალი ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში. კატარი და მთელი ახლო აღმოსავლეთი ამას იმსახურებდა და ამის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ.
– თქვენ ახლო აღმოსავლეთი ახსენეთ. კატარის წარმატებას მთელს ამ რეგიონს უკავშირებთ?
– დიახ, ეს მთელი არაბული სამყაროს გამარჯვებაა. კატარმა მთლიანად ამ რეგიონიდან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო და ამ ფაქტმა ფიფას მაღალჩინოსნების საბოლოო გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია.
ახლა მათ დარჩენილ დროში უდიდესი სამუშაოს გაწევა მართებთ, რათა სპორტული და კონკრეტულად ფეხბურთის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადონ. მთელი 10 წელია საიმისოდ, რომ ამაღლდეს კატარის ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხი და საუკეთესოდ უმასპინძლონ მსოფლიოს ჩემპიონატს.
– თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევანის კატარზე შეჩერება?
– იმან, რომ მასპინძელი ახალი ქვეყანა იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატიც სხვა წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება. როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, ფიფას პრეზიდენტი ბლატერი და ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები კმაყოფილები ჩანდნენ, რადგან უდიდესი საფეხბურთო ფორუმის ჩატარების უფლება იმ ქვეყანას მიანდეს, რომელსაც მსგავსი პატივი აქამდე არასდროს ჰქონია. ჩემი აზრით, მათ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა დანარჩენი, უბრალოდ, წვრილმანი დეტალები იყო.
– მსგავსი გამოცდილება მაშინ მიიღეთ, როდესაც საფრანგეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერგო. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას განიცდიდით მაშინ?
– მაშინ ერთგვარი შოკი მივიღე და გავიფიქრე, რომ საფრანგეთის ნაკრებში უცილობლად უნდა დავმკვიდრებულიყავი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ რადგან საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო, რადაც უნდა დამჯდომოდა, მისი ნაწილი უნდა გავმხდარიყავი.
ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო საფრანგეთისთვის, მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია, რადგან მსურდა მასში მონაწილეობა ისე მიმეღო, როგორც ეროვნული ნაკრების მოთამაშეს.
– მხოლოდ მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობდით?
– ამ დროს მეტის სურვილი ვერ გაგიჩნდება. უბრალოდ გავიფიქრე, რომ ფინალშიბრაზილიას 3:0 დავამარცხებდით და მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებოდით. სხვაგვარად არ შეიძლებოდა (იცინის).
– კატარისთვის ყველაფერი ახლა იწყება. უახლოეს წლებში თქვენ რა როლი დაგეკისრებათ?
– ამ წუთას რაიმე განსაზღვრული როლი არ მაქვს. ჩემი ამოცანა იყო, ამ ქვეყნის განაცხადისთვის მხარი დამეჭირა და მე ეს გავაკეთე. საკუთარი ღვაწლით კმაყოფილი ვარ. ახლა კი დაველოდები, რა მოხდება მომავალში. ამ წუთას უმთავრესი ის არის, რომ მიღწეულით დავტკბე, რადგან გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე.

კავშირი ტეგთან: ზინედინ ზიდანი
კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 