asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მიშელ სალგადო ინგლისით აღფრთოვანებულია
აქაური ამინდი საერთოდ არ მაღელვებს
მიშელ სალგადო ინგლისით აღფრთოვანებულია

2010-12-08 14:05:06



ფეხბურთელი, რომლის შესახებაც გვინდა დავწეროთ, თავისი ლეგენდურობით მადრიდის "რეალის" უდიდეს ფიგურას, რაულ გონსალეს ბლანკოს არ ჩამოუვარდება, თუმცა, რატომღაც, მასზე ყურადღებას არავინ ამახვილებს.

მიმაჩნია, რომ მიშელ სალგადო, რომელიც ახლა "ბლექბერნ როვერსის" ღირსებას იცავს, გუტიზე ნაკლები არაფრით იყო და ისიც ისეთივე ერთგული იყო სამეფო კლუბის, როგორც სხვები.

ვერავინ იტყვის, რომ მიშელს სალგადოს "რეალიდან" წასვლის დიდი სურვილი ჰქონდა. არა, მაგრამ როცა შეატყო, რომ მისი ადგილი გუნდში აღარ იყო და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი ექნებოდა, ადგა და წავიდა.

აი, რაულის და გუტის კი წასვლა არ უნდოდათ და სანამ არ აიძულეს, მანამდე გუნდის დატოვება ვერ გადაწყვიტეს. სალგადო ინგლისის პრემიერლიგას კარგად მოერგო და გუნდის მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისიც მასზე აუგს არასდროს იტყვის.

ხოლო როდესაც სემი სამუშაოდ "ბოლტონში იყო, სწორედ მისი მოთხოვნა იყო, რომ გუნდში ესპანელი ფეხბურთელები მისულიყვნენ, მათ შორის ივან კამპო და ფერნანდო იერო.

სემ ელერდაისი:

– ის მადრიდის "რეალიდან" მოვიდა ჩვენთან, მგონი, ეს საკმარისია მის დასახასიათებლად!

– ბევრი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას ასრულებს, ცდილობს კარიერის ბოლო წლები სადმე "თბილ ქვეყანაში" გააგრძელოს, თქვენ კი გადაწყვიტეთ ინგლისში წასულიყავით. რატომ?

– ძალიან მინდოდა ინგლისის პრემიერლიგაში მეცადა ბედი. გამიჩნდა შანსი ჩამოვუსლიყავი ინგლისში, ჩავრიცხულიყავი "ბლექბერნ როვერსის" შემადგენლობაში და უფრო მეტი გამეგო ინგლისური ფეხბურთის შესახებ...

– და გესწავლათ კიდეც?

– რა თქმა უნდა.

– როგორი გრძნობა გაქვთ ინგლისში თამაშისას?

– ვგრძნობ, რომ ვთამაშობ ნამდვილად დიდ ფეხბურთს. თანაც, საკმაოდ მაღალ დონეზე. როდესაც "ბლექბერნიდან" დამიკავშირდნენ და მათთან გადასვლა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. ხოლო როდესაც მითხრეს, რომ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ, ამან კიდევ უფრო გამახარა.



– რამდენად სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ინგლისში გადმობარგება?

– ჩემი აზრით, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. ცხადია, როდესაც ოჯახი გყავს, მათზე უნდა იფიქრო პირველ რიგში და მერე დანარჩენ სხვაზე. ჩვენ ვცხოვრობთ მანჩესტერში.

– კარგი ადგილია?

– დიდებული და ბავშვებიც ჩინებულ სკოლაში დადიან.

– სწავლობენ ინგლისურს?

– დიახ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისე ჩემთვის.

– თქვენც...

– მეც ვსწავლობ, მეც...

– ცხოვრება ხელახლა დაიწყეთ? ასე გამოდის...

– დიახ, ასე გამოვიდა. როდესაც 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდის "რეალში" გაატარა ათი წელი, მოიგო ყველა ტიტული, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შეიძლებოდა, იცვალის კლუბს, ეს ცხოვრების ხელახლა დაწყებაა. მაგრამ ეს იყო გამოწვევა, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მიმეღო და მივიღე კიდეც. ახლა, როდესაც იმ დღეებს ვიხსენებ, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას ვაპირებდი, ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– როდესაც ინგლისში მიდიოდით, ამბობდით, რომ იქაური ამინდი საერთოდ არ განაღვლებდათ და ფიქრობდით მხოლოდ ფეხბურთზე, ვინაიდან ფეხბურთი ინგლისელთა კულტურის ნაწილად მიგაჩნდათ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრით სიამოვნებას ღებულობთ?

– ცალსახად... სიმართლე ითქვას, აქ ყველაფრით სიამოვნებას ვღებულობ. მართლაც ბედნიერი ვარ, ვინაიდან ინგლისში ფეხბურთელთა პირადი ცხოვრება ნამდვილად ხელშეუხებელია, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთზე. ცხადია, საფეხბურთო თვალსაზრისითაც სიამოვნებას ვღებულობ. ახლა ასაკში ვარ, მაგრამ კიდევ ვსწავლობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

– ჭამის მხრივ პრეტენზიული ხომ არ ხართ?

– არა, რას ამბობთ! ამ მხრივაც გამიმართლა, ვინაიდან რესტორანში ფართო არჩევანია და რისი დაგემოვნებაც გსურთ, ყველაფერი არის. კარგად მესმის აქაურობის, შეიძლება ინგლისის წარდგენისას ცოტა უნდა ისაუბრო ამინდზე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მე ესპანეთის ჩრდილო–დასავლეთიდან ვარ და ჩემთვის წვიმა უცხო არ არის. დამიჯერეთ, აქ მთელი ოჯახი თავს ბედნიერად ვგრძნობთ და ეს ყოველივე ჩემთვის სიურპრიზი იყო.

– ინგლისსა და ესპანეთს შორის სხვაობას გუნდის გასახდელშიც გრძნობთ?

– დიახ, მაგრამ ესპანეთში ამ მხრივ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, ვინაიდან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი ჩამოდის ესპანეთშიც და სათამაშო ატმოსფეროც ნელ–ნელა იცვლება. წლების წინ შესაძლებელი იყო გუნდში ყოფილიყო დაჯგუფებები, რომლებშიც რამდნეიმე ესპანელი ფეხბურთელი იყო გაერთიანებული. ჩემი აზრით, ისეთი გამოცდილი მეკარე, როგორიც პოლ რობინსონია, იგივეს იტყვის ინგლისზე, მაგრამ გავიდა წლები, უცხოელი ფეხბურთელები ნელ–ნელა შემოვიდნენ გუნდების ცხოვრებაში და ეს ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად, აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი მუსიკით და აიპოდებით მართლაც ორიგინალურები არიან.

– ინგლისს ფეხბურთის სამშობლოდ აღიქვამთ?

– რა თქმა უნდა, ინგლისში საფეხბურთო კულტურა მართლაც გამორჩეულია. ესპანეთში სულ სხვა სტილია, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ლამაზი ფეხბურთის თამაშს. ინგლისში კი დიდი ყურადღება ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშს ეთმობა. აქ თამაშობენ ფეხბურთს მამაკაცებისთვის.

მადრიდის "რეალში" თამაშის დროს მოგება ძალიან მიხაროდა და ვიცოდი, რომ ამ მოგებას რომელიმე ტიტულამდე მივყავდი. ინგლისში კი იცით, როგორ არის? თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და მისი ადვილად მოპოვება არ ხდება. თითოეულ ქულას იმსახურებ და ცდილობ ამით თავი გადაირჩინო.

– გატყობთ, ინგლისი ძალიან მოგწონთ...

– რა თქმა უნდა, მომწონს. მე კარგად ვიცოდი, რომ ინგლისი სულ სხვა სამყაროა. აქ არ არის მადრიდის "რეალი". ხალხი ხშირად მეკითხებოდა, მადრიდში ათი წელი ითამაშეთ და შემდეგ წახვედით "ბლექბერნში", რატომ გადადგით ეს ნაბიჯიო.

"ბლექბერნი" ინგლისური ფეხბურთის ერთ–ერთი ისტორიული ნაწილია. ეს ის გუნდია იმ ოთხთაგან, რომელსაც ინგლიის პრემიერლიგა აქვს მოგებული. ეს კი ადვილი საქმე არ არის. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული, მოწესრიგებული გუნდი.

– კიდევ რამდენ ხანს აპირებთ ინგლისში თამაშს?

– თუ საერთოდ ფეხბურთის თამაშს? ორწლიანი კონტრაქტი მაქვს გუნდთან გაფორმებული და ისიც კარგად ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს ფეხებზე. მე ახლა ვთამაშობ სულ სხვა სტილის ფეხბურთს და ეს მსიამოვნებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას ვითამაშო ფეხბურთი ცხადია, თუ ამას მოისურვებენ კლუბის ხელმძღვანელები.

არ არის გამორიცხული, ინგლისიდან წასვლის შემდეგ, სხვა რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაშიც ვცადო ბედი – არგენტინაში, ავსტრალიაში, ამერიკაში ან ჩინეთში.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online