| ქალი და მამაკაცი |

"ჩვენ წინ ვერაფერი დაგვიდგება"
ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ წინ ვერაფერი დაგვიდგება"
ხოსეპ გვარდიოლას ნამდვილად მოსალოცად აქვს საქმე. ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ დასრულდა "რეალის" და "ბარსელონას" დაპირისპირება 29 ნოემბერს. ასეთ შედეგს ნამდვილად არავინ ელოდა. "რეალს" წელს არცერთი მარცხი არ ქონდა განცდილი და ყველას ეგონა, რომ მატჩი დაძაბული გამოდგებოდა.
თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. "ბარსელონა" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და თავის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეატანინა. "ბარსელონას" ფეხბურთელები უკეთესად თამაშობდნენ და რთული იქნება, რომელიმეს გამორჩევა. მაგრამ ერთი პიროვნების გამორჩევა მაინც შეიძლება და ეს ადამიანი ხოსეპ გვარდიოლაა. გვარდიოლას მისვლა და ბარსელონას აღმასვლა ერთი იყო. როდესაც პეპი გუნდში მივიდა, "ბარსელონას" არცთუ კარგი დღე ედგა, რადგან რაიკაარდის ბოლო სეზონი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. სწორედ ამიტომ გვარდიოლას ხელში უნდა აეღო სადავეები და "ბარსელონა" ისევ უძლიერეს გუნდად გაეხადა. ხოსეპმა ამ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა.
"ბარსელონამ" გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში 7 ტიტულის მოგება მოახერხა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. წელს "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეჩერება ნებისმიერ გუნდს ძალიან გაუჭირდება. "ბარსელონამ" უკვე ყველას დაუმტკიცა თავისი ძალა, მათ შორის რეალის გულშემატკივრებს. "რეალის" ფანები კიდევ დიდხანს ვერ გამოვლენ იმ შოკისგან, რომელიც მათ მიიღეს. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ შორია, ამიტომ დასკვნების გაკეთება ნაადრევად არ შეიძლება. გვარდიოლაც სწორედ ამას ამბობს. გთავაზობთ ინტერვიუს ხოსეპ გვარდიოლასთან.
– პირველ რიგში, გილოცავთ ასეთ ბრწყინვალე გამარჯვებას. როგორ მოახერხეთ რეალის ასე იოლად დამარცხება?
– მთელი მატჩის განმავლობაში უზადოდ ვთამაშობდით და მეტოქესთვის შანსი საერთოდ არ მიგვიცია. ჩემმა ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. მათი თამაში იდეალური იყო და თუ ასე გავაგრძელებთ, შევძლებთ შარშანწინდელი შედეგის გამეორებას. თუმცა სეზონი ჯერ კიდევ ძალიან გრძელია და ჩვენ კიდევ არაერთ მატჩში მოგვიწევს იმის დამტკიცება, რომ ძლიერები ვართ და დამსახურებულად დავამარცხეთ მადრიდის რეალი. 5–0–ის მოგება ძალიან დიდი განაცხადია
– შეხვედრაში რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
– ეს ისეთი თამაში იყო, რომ არცერთი ფეხბურთელის გამორჩევა არ შემიძლია. ვილიამ შესანიშნავად ითამაშა, ის უძლიერესი ფეხბურთელია და მალე ყველა თამაშში ასე ითამაშებს. მესის რაც შეეხება, მის შესახებ ყველაფერი უკვე ითქვა. ძალიან დამაჯერებლად ითამაშა დაცვამ, რომელმაც ფაქტობრივად შეცდომა არ დაუშვა. ამ თამაშს ჩვენი გულშემატკივარი ჯერ კიდევ დიდხანს გაიხსენებს. მე მეამაყება, რომ ისეთი გუნდის მწვრთნელი ვარ, როგორიც "ბარსელონაა". ჩვენ წინ ვერაფერი დაგვიდგება.
– კრიშტიანოზე რას იტყოდით?
– მის მიმართ ცუდად ნამდვილად არ ვარ განწყობილი და ჩემი აზრით, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა. ჩვენ შორის ინციდენტი არ მომხდარა, ეს უბრალოდ, სათამაშო ეპიზოდი იყო, რომელიც ნებისმიერ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შეიძლება მოხდეს. კრიშტიანოს მიმართ მხოლოდ დადებითად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ის "რეალ–მადრიდის" ღირსებას იცავს. ზოგადად ასეთ ინციდენტებს ყურადღებას არ ვაქცევ.
– გუნდი ძალიან მოტივირებული ჩანს. როგორ ახერხებთ ამის გაკეთებას, როდესაც ყველა თქვენს ფეხბურთელს უამრავი ტიტული აქვთ მოგებული?
– ისინი ფეხბურთელები არიან და პირველ რიგში იმიტომ გამოდიან მოედანზე, რომ თამაშისგან სიამოვნება მიიღონ. ამიტომ მათ ჯერ კიდევ აქვთ მოტივაცია და რაც მთავარია სურვილი, რომ კიდევ ბევრი ტიტული მოიგონ. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მოედანზე გატარებული ნებისმიერი წამი ჩემთვის უდიდესი სიამოვნება იყო. თუ ფეხბურთი გიყვარს, არ შეიძლება ის მოგბეზრდეს, ან მისგან დაიღალო. ამიტომ ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ექნებათ მოტივაცია.
– "რუბინს" არ უპირებს "ბარსა" განადგურებას?
– ჩვენ არავის მიმართ არ ვართ მტრულად განწყობილნი და მათ შორის არც "რუბინის" მიმართ, მაგრამ მეტოქის დამარცხება ყოველთვის გვიხარია, ამიტომ შევეცდებით, "რუბინი" დავამარცხოთ. მე ჯერ არ ვიცი, ამ შეხვედრაში რა შემადგენლობას დავაყენებ, მაგრამ "ბარსელონა" ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. "რუბინი" საკმაოდ ძლიერი გუნდია და მათ ეს შარშანაც დაამტკიცეს. ჩემპიონთა ლიგაში წელს "ბარსელონა" მთავარი ფავორიტია.
– როგორ ფიქრობთ, "რეალი" ისევ იქნება თქვენი კონკურენტი?
– ამაში დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ემოციური შოკი მიიღეს ჩვენთან შეხვედრის დროს, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ "რეალი" ძალებს მოიკრებს და ყველას უჩვენებს, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. მათი ნაადრევად ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება. "რეალს" ყოველთვის ექნება იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავისი თამაში ისევ აჩვენოს, ამიტომ ჩვენ ჩვენი თამაშები ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. "რეალი" გრანდია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
– გუნდში ალბათ საზეიმო განწყობაა...
– რა თქმა უნდა, ისეთი გამარჯვების შემდეგ, როგორიც ჩვენ მოვიპოვეთ, გუნდში აუცილებლად იქნება საზეიმო განწყობა, მაგრამ ისევ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია.
ბექა გოგინაშვილი

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: თავი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 