| ქალი და მამაკაცი |

რატომ ჩხუბობენ "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები
"სიმღერა კიბეებზე დავიწყეთ და დიდ სცენაზე გავაგრძელეთ"
ჯგუფ "თეატრალური კვარტეტის" წევრებმა ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს. თავიდან რეპეტიციებს კიბეებზე, ლექციების შუალედებში ატარებდნენ, მერე კი ამ ყველაფერს სერიოზული სახე მისცეს და აგერ უკვე 8 წელია სცენაზე დგანან. ოთო კოვზირიძე, კობა ჭეფხოძე, ლაშა კერვალიძე და ირაკლი აბჟანდაძე – ამ სახელებით და გვარებით შეიძლება საზოგადოების უმეტესი ნაწილი ვერ ცნობდეს, მაგრამ ისინი "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები რომ არიან, ამას მათი დანახვისთანავე ყველა გეტყვით. თუ როგორ შეიქმნა მათი კვარტეტი, როგორ ცხოვრობს ოთხი ბიჭი და რას ნიშნავს მათთვის სიმღერა, ამაზე თავად გიამბობენ.
ლაშა კერვალიძე: თეატრალურ ინსტიტუტში შევხვდით ერთმანეთს. მართალია, სხვადასხვა ფაკულტეტზე ვსწავლობდით, მაგრამ ერთ კურსზე ვიყავით. სიმღერის სიყვარულმა შეგვკრიბა. ლექციების შუალედებში კიბეებზე ვსხდებოდით და იქ ვმღეროდით. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ კვარტეტი ჩამოგვეყალიბებინა. იმ პერიოდში დათო არჩვაძე ძალიან დაგვიდგა გვერდში და ჩვენს კვარტეტს ჩაუდგა სათავეში. წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. 17 დეკემბერს ჩვენი კვარტეტის დაბადების დღეა.
კობა ჭეფხოძე: მე მუსკომედიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ბიჭების მსგავსად სიმღერაში დიდი გამოცდილება არ მქონდა. სპორტით ვიყავი გატაცებული – მიყვარდა ფეხბურთი, ძიუდო, მაგრამ მომღერლობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და, ბიჭების წყალობით, ეს ოცნება ამიხდა. ლაშა ვოკალის გამოცდაზე მესწრებოდა. ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, მითხრა, თუ შეიძლება, ერთად რაიმე ფრაზა მოვსინჯოთო და საეკლესიო მრავალჟამიერი ვიმღერეთ. შემომთავაზა, კვარტეტში მემღერა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაფერი თეატრალურის კიბეებზე დაიწყო და დიდ სცენაზე გაგრძელდა.
ირაკლი აბჟანდაძე: ქუთაისის ფოლკლორის სასახლეში სიმღერის შესასწავლად სოფელ კურსებიდან დავდიოდი. მე და ლაშა 12 წელი ვმღეროდით ერთად. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო, ფინანსურად ჩემი და მეხმარებოდა. იყო სირთულეებიც, მაგრამ იმ ენთუზიაზმმა, რაც ჩვენ გაგვაჩნდა, გაამართლა. ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენი საკეთებელი ვაკეთეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.
ოთო კოვზირიძე: ბევრი ჯგუფი დაშლილა, ჩვენც ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, ბევრი სიხარული გვქონდა, მაგრამ იყო კონფლიქტებიც.
ლაშა: სტუდენტობა, ხომ იცით, როგორია, 4 კაცს ერთი პური გაგვიტეხია და გვიჭამია, მაგრამ საყვარელი საქმე არ მიგვიტოვებია.
– 8 წელია ერთად მღერიხართ, მაგრამ რატომ არ ჩანდით მანამდე ისე აქტიურად, როგორც ახლა?
ლაშა: იცით რა, არ გვინდოდა, უცებ გამოვჩენილიყავით და ისევ უცებ გავმქრალიყავით. ეტაპობრივად ვმუშაობდით, თავს არ ვზოგავდით, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა. არ შემიძლია დიდი მადლობა არ ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე გვერდით გვედგნენ. ჩვენი უახლოესი მეგობარი ივა ჭყონია ჩამოყალიბების დღიდან მხარში გვიდგას. დღეს რომ ვარსებობთ, მისი დამსახურებაა. მას ქართული სიმღერა გულით უყვარს.
ოთო: ამ ხნის მანძილზე ყოველთვის ბედი გვწყალობდა. ივა დათო არჩვაძის სახლში გავიცანით. ყოველთვის, როცა უკიდურესად გვიჭირდა, რაღაც ისეთი გამოჩნდებოდა, რომელიც მაშინვე ფორმაში გვაყენებდა.
– რაკი, ერთის გარდა, მუსიკალური განათლება არც ერთს გაქვთ, გამოდის, რომ თვითნასწავლი მუსიკოსები ხართ.
ოთო: ჩემს ოჯახში აბსოლუტურად ყველა მღეროდა, ანუ სიმღერის ნიჭი გენეტიკურად დამყვა. ბაბუაჩემი, ოთარ კოვზირიძე, ლოტბარი იყო.
ლაშა: ჯგუფში ერთადერთი ვარ, ვის გვარშიც მომღერალი არ ყოფილა, ირგვლივ ფიზიკოსები მახვევია. მე გვარს ვუღალატე და სიმღერა ავირჩიე.
ოთო: ირაკლის ოჯახში აბსოლუტურად ყველა მღერის, თან ძალიან კარგად. ისინი რომ დაიწყებენ სიმღერას, ერთი დიდი სანახაობაა, ჩვენ, კვარტეტის დანარჩენი ბიჭები, ხმას არ ვიღებთ, კარგი მსმენელის როლში ვართ.
– ალბათ ქართულ სიმღერას ქეიფიც მოჰყვება ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვადასხვა რეგიონში გიწევთ გასტროლი.
ოთო: კარგია ქეიფი, ყველას გვიყვარს, მაგრამ ჩვენ რომ კონცერტების ან ტურნეების დროს სმა დავიწყოთ, გავლოთდებით, ამიტომ ვცდილობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ.
კობა: ჩვენი კოლეგები, ამ საქმეში სტაჟიანი მომღერლები, სულ გვაფრთხილებდნენ, ბიჭებო, არ აჰყვეთ სმას, არ გალოთდეთ, უნდა გაუძლოთო. მათი ნათქვამი გავითვალისწინეთ.
– კონკურენცია თქვენს სფეროში არ არსებობს?
კობა: როცა ჯანსაღი კონკურენციაა, მაშინ საქმე ყველაზე კარგად კეთდება. ამიტომ ამ ჟანრის ყველა ანსამბლი ჩვენი მეგობრები არიან. ერთი ოჯახი ვართ, ერთ საქმეს ვემსახურებით და ჩვენთან არანაირი შური არ არსებობს. რა ვქნა, არ შემიძლია უსიმღეროდ არც ერთი წამი!
ლაშა: ჩვენ, ვინც დღეს ქართულ სიმღერას ვმღერით, არ შეიძლება ერთმანეთი გვძულდეს ან შური გვქონდეს, იმიტომ, რომ ისეთ საქმეს ვემსახურებით, რომელიც მომავალ თაობებს უნდა დავუტოვოთ. რაც აქამდე წინაპრებმა მოგვიტანეს, ახლა ჩვენ სხვებს უნდა გადავცეთ. ამიტომ, რაც მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი იქნება.
– გასტროლები ხშირად გაქვთ?
ლაშა: საკმაოდ ხშირად. ამ საკითხს თავად ვაგვარებთ. საზღვარგარეთ არაჩვეულებრივი მსმენელი გვყავს, ისინი ჩვენს კულტურას და ხელოვნებას აფასებენ. ქვეყნის გარეთ უფრო კარგი ანაზღაურება გვაქვს, ვიდრე აქ. ამიტომ არ ვწუწუნებთ. ჩვენი საქმე გვიყვარს. ერთხელ მაინც რომ დაესწროთ ჩვენს რეპეტიციას, გაგიკვირდებათ, ერთმანეთის მიმართ ისეთი კრიტიკულები ვართ. ხშირად კვარტეტიც დაგვიტოვებია და გვითქვამს, ჩვენი ფეხი აქ აღარ იქნება–თქო. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ, ჩვენს შორის ასეთი რაღაცეებიც ყოფილა.
– სოლო კონცერტისთვის არ ემზადებით?
ოთო: სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ჩავატარებთ, სადაც ყველა ნომერი ფონოგრამის გარეშე შესრულდება. საღამო როიალისა და გიტარის თანხლებით წარიმართება. ამ კონცერტით შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება. მეგობრებთან ერთად დუეტებსაც შევასრულებთ.
– მცირე შემოსავლებით როგორ ახერხებთ ოჯახების შენახვას?
ლაშა: საქმე მთლად საწუწუნოდ არ გვაქვს. მე დაოჯახებული ვარ, არაჩვეულებრივი მეუღლე და წლინახევრის შვილი მყავს. ჩემი შვილი კობას ნათლულია. ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ძალიან ბედნიერი ვარ. მეუღლე გაგებით ეკიდება ჩემს საქმეს.
კობა: მე ჯერ ოჯახი არ შემიქმნია, მაგრამ მყავს რჩეული, ულამაზესი მომღერალი. ის ჩვენთან ერთად მღერის. ამ ეტაპზე მის ვინაობას არ გაგიმხელთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ახლო მომავალში დაქორწინებას ვაპირებთ.
ოთო: მეც დასაოჯახებელი ვარ. ჯერ 25 წლის ვარ და არ მეჩქარება, არც არავის ვეძებ. ბიჭებისგან განსხვავებით, არეული გრაფიკი მაქვს. კლუბებში სიარული მიყვარს. ვცდილობ, ცეცხლოვანი და ენერგიული ცხოვრებით ვიცხოვრო... შეყვარებული არ მყავს. ჩემნაირი, ენერგიული გოგოები მომწონს. ბიჭები მირჩევენ, რომ სამომავლოდ თეთრი გოგო მოვძებნო, ბავშვი ძალიან შავი რომ არ გამოგვივიდეს. მე ხომ შავი ვარ... მთავარია, კარგი ტიპი იყოს. ასე რომ, თუ ასეთები არსებობთ, გამომეხმაურეთ!
ირაკლი: მეც მყავს ოჯახი, შვილიც მყავს, გოგონა. ჩემთვის პირველი არავინ არის, ღმერთის გარდა. ჩემს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს. გააჩნია, ვის როგორ უჭირს და ვის როგორ ვჭირდები. ჩემთვის მთავარი რელიგიურობა, ქრისტიანობაა. არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს. ჩემი ცოლი მართლაც რომ გაგებით ეკიდება ჩვენს გასტროლებს, ეს იქიდანაც ჩანს, როცა ჩვენი შვილი დაიბადა, 2 დღის შემდეგ სამი კვირით წავედით საზღვარგარეთ. რთულია, ამ ყველაფრის გაგება, მაგრამ მეუღლე ყველანაირად მეხმარება.
ლანა კიკნაძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მარადონა საგადასახადო დავალიანებას უარყოფს
რეალი ვან პერსის შეძენას აპირებს
დავიდ ლუისი კარლეს პუიოლის შემცვლელად?
ერიკ აბიდალი არ ნებდება - ორშაბათს ოპერაცაა, ის კი ჩვეულებრივად ვარჯიშობს!

საქართველო 2020 წლის ევროპის საფეხბურთო პირველობის ჩატარებისთვის მარტო იბრძოლებს
გურულების სპორტული დინასტია სამშობლოში დაბრუნდა
გვარდიოლა: “საკამათო პენალტი იყო” 

“ლივორნოს” ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა
აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს
ლიონელ მესი არაფრისთვის არაფერს აკეთებს
საქართველომ უკრაინას მოუგო და ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გავიდა
საქართველომ ინგლისი დაამარცხა
რანიერი “ინტერიდან” გაუშვეს
ფრე ესპანეთთან
ხავიერ ძანეტიმ მინასთან იმღერა
მანჩინის ნერვებმა უმტყუნა 

.jpg)